სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის პრესსამსახური - საუბარი იმაზე, რომ ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა, ნაადრევია
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის პრესსამსახური - საუბარი იმაზე, რომ ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა, ნაადრევია

სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ზუგ­დი­დის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში ბავ­შვი C ჰე­პა­ტი­ტით და­ინ­ფი­ცირ­და, ნა­ად­რე­ვია, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ზუგ­დი­დის რე­ფე­რა­ლუ­რი ჰოს­პიტ­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვს ჩა­უ­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი და პა­სუ­ხი რამ­დე­ნი­მე დღე­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა, ზუგ­დი­დის რე­ფე­რა­ლუ­რი ჰოს­პიტ­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში ადას­ტუ­რე­ბენ, რომ მედ­დამ უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი არ და­იც­ვა, რის გა­მოც ის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო ბავ­შვის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შან­სი ძა­ლი­ან მცი­რეა.

"მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბავ­შვი C ჰე­პა­ტი­ტით და­ინ­ფი­ცირ­და. ამა­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შან­სი არის ძა­ლი­ან მცი­რე - 0,001 პრო­ცენ­ტი. ამ­ჟა­მად ბავ­შვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა და შე­დე­გე­ბი იქ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე დღე­ში. სწო­რედ ამის შემ­დეგ შეგ­ვიძ­ლია ვიმ­სჯე­ლოთ, არის თუ არა ის და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა შემ­თხვე­ვას, რა თქმა უნდა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მხრი­დან გა­დაც­დო­მას ად­გი­ლი ნამ­დვი­ლად ჰქონ­და. შიდა მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად ეს გა­დაც­დო­მა დად­გინ­და და მოხ­და მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ზუგ­დი­დის რე­ფე­რა­ლუ­რი ჰოს­პი­ტა­ლი არას­წო­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სის გამო ბავ­შვის კვლე­ვებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბას იღებს", - გა­ნა­ცხა­დეს ზუგ­დი­დის რე­ფე­რა­ლუ­რი ჰოს­პიტ­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში.

ამას­თან, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" გახ­და ცნო­ბი­ლი, მედ­და, რო­მე­ლიც ბავ­შვს სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას უწევ­და, თა­ვად არის C ჰე­პა­ტი­ტით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და მან არ და­იც­ვა შე­სა­ბა­მი­სი უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია კლი­ნი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი და ბავ­შვის მშობ­ლებს თა­ვად კლი­ნი­კის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა და­უ­კავ­შირ­და C ჰე­პა­ტიტ­ზე კვლე­ვე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის პრესსამსახური - საუბარი იმაზე, რომ ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა, ნაადრევია

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის პრესსამსახური - საუბარი იმაზე, რომ ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა, ნაადრევია

საუბარი იმაზე, რომ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა, ნაადრევია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ბავშვს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. თუმცა, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ, რომ მედდამ უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა, რის გამოც ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათივე განმარტებით, აღნიშნულის გამო ბავშვის დაინფიცირების შანსი ძალიან მცირეა.

"მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა. ამაზე საუბარი ჯერ არ შეიძლება, რადგან დაინფიცირების შანსი არის ძალიან მცირე - 0,001 პროცენტი. ამჟამად ბავშვს ჩატარებული აქვს მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა და შედეგები იქნება რამდენიმე დღეში. სწორედ ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, არის თუ არა ის დაინფიცირებული. რაც შეეხება შემთხვევას, რა თქმა უნდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან გადაცდომას ადგილი ნამდვილად ჰქონდა. შიდა მოკვლევის შედეგად ეს გადაცდომა დადგინდა და მოხდა მყისიერი რეაგირება, აღნიშნული თანამშრომელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი არასწორად ჩატარებული სამედიცინო სერვისის გამო ბავშვის კვლევებზე მეურვეობას იღებს", - განაცხადეს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, მედდა, რომელიც ბავშვს სამედიცინო მომსახურებას უწევდა, თავად არის C ჰეპატიტით დაინფიცირებული და მან არ დაიცვა შესაბამისი უსაფრთხოების ნორმები. აღნიშნული ინფორმაცია კლინიკის ადმინისტრაციისთვის გახდა ცნობილი და ბავშვის მშობლებს თავად კლინიკის წარმომადგენლობა დაუკავშირდა C ჰეპატიტზე კვლევების ჩასატარებლად.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ