მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
12 აგვისტო დასვენების დღე იქნება
12 აგვისტო დასვენების დღე იქნება

პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტეტ­მა 12 აგ­ვის­ტოს - დიდ­გო­რო­ბის უქმე დღედ გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას მხა­რი და­უ­ჭი­რა.

კო­მი­ტეტ­მა დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ფრაქ­ცია “სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტე­ბის“ წევ­რის, ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის მიერ წარ­დგე­ნი­ლი, “შრო­მის კო­დექსში“ ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი გა­ნი­ხი­ლა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, უქმე დღე­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს 12 აგ­ვის­ტო – დიდ­გო­რო­ბა ემა­ტე­ბა.

ანა­ლო­გი­უ­რი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა პარ­ლა­მენტს ერთი წლის წინ უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­თა ჯგუფ­მაც წა­რუდ­გი­ნა, თუმ­ცა გან­ხილ­ვა დღემ­დე გა­ჩე­რე­ბუ­ლია. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის მი­ზე­ზი თურ­ქე­თის სა­ელ­ჩოს თხოვ­ნა გახ­და.

კვი­ცი­ა­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის გან­ხილ­ვი­სას ყუ­რა­დღე­ბა სწო­რედ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­თა პრო­ექ­ტზე გა­მახ­ვილ­და, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო და შემ­დგომ პრო­ცე­სი აღარ გაგ­რძელ­და.

რო­გორც ემ­ზარ კვი­ცი­ან­მა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, “სა­ჭი­რო არ იყო მი­კიბ-მო­კიბ­ვით იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი თურ­ქე­თის ელჩმა გა­ა­ჩე­რა“. პა­სუ­ხად კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე მა­რი­ამ ჯაშ­მა გან­მარ­ტა, რომ პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბულ­მა პრო­ექ­ტმა გარ­კვე­უ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი უხერ­ხუ­ლო­ბა შექ­მნა, თუმ­ცა აქვე ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ეს პრო­ექ­ტის გა­ჩე­რე­ბის ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი არ იყო. ჯა­შის თქმით, ერ­თგვა­რი გა­უ­გებ­რო­ბა და დის­კუ­სია ახა­ლი უქმე დღის და­წე­სე­ბის სა­კი­თხმაც გა­მო­იწ­ვია.

მა­რი­ამ ჯაშ­მა “შრო­მის კო­დექსში“ და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან და ბი­უ­როს წევ­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­მარ­თვის სა­ჭი­რო­ე­ბას გა­უს­ვა გაზი. კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე ასე­ვე ით­ქვა, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში უნდა ჩა­ერ­თონ ის­ტო­რი­კო­სე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

12 აგვისტო დასვენების დღე იქნება

12 აგვისტო დასვენების დღე იქნება

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 12 აგვისტოს - დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის მიერ წარდგენილი, “შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი განიხილა, რომლის მიხედვით, უქმე დღეების ჩამონათვალს 12 აგვისტო – დიდგორობა ემატება.

ანალოგიური საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს ერთი წლის წინ უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფმაც წარუდგინა, თუმცა განხილვა დღემდე გაჩერებულია. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი თურქეთის საელჩოს თხოვნა გახდა.

კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას ყურადღება სწორედ “ქართული ოცნების“ დეპუტატთა პროექტზე გამახვილდა, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო და შემდგომ პროცესი აღარ გაგრძელდა.

როგორც ემზარ კვიციანმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, “საჭირო არ იყო მიკიბ-მოკიბვით იმაზე საუბარი, რომ კანონპროექტი თურქეთის ელჩმა გააჩერა“. პასუხად კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განმარტა, რომ პარლამენტში ინიცირებულმა პროექტმა გარკვეული დიპლომატიური უხერხულობა შექმნა, თუმცა აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პროექტის გაჩერების ერთადერთი მიზეზი არ იყო. ჯაშის თქმით, ერთგვარი გაუგებრობა და დისკუსია ახალი უქმე დღის დაწესების საკითხმაც გამოიწვია.

მარიამ ჯაშმა “შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესთან და ბიუროს წევრებთან კონსულტაციების გამართვის საჭიროებას გაუსვა გაზი. კომიტეტის სხდომაზე ასევე ითქვა, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში უნდა ჩაერთონ ისტორიკოსები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი