პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ ქვეყნებში მკურნალობენ მარიხუანით და ვინ აწარმოებს ყველაზე დიდი ოდენობით საექსპორტო კანაფს
რომელ ქვეყნებში მკურნალობენ მარიხუანით და ვინ აწარმოებს ყველაზე დიდი ოდენობით საექსპორტო კანაფს

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გა­მო­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა და­ი­წყოს მა­რი­ხუ­ა­ნას წარ­მო­ე­ბა ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი და კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის ექ­სპორ­ტის მიზ­ნით.

Allnews.ge და­ინ­ტე­რეს­და, რო­მელ ქვეყ­ნებ­შია ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლი მა­რი­ხუ­ა­ნა, რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო ასე­ვე გარ­თო­ბის მიზ­ნით, რო­მელ ქვეყ­ნებ­შია და­საშ­ვე­ბი მისი კულ­ტი­ვა­ცია, სად არის კა­ნა­ფის ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მო­ე­ბა და რო­მელ ქვეყ­ნებს გა­აქვთ იგი ექ­სპორტზე.

მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლუ­რო­ბის სა­კი­თხი სა­მე­დი­ცი­ნო და გა­სარ­თო­ბი მიზ­ნით მისი ფლო­ბის, მოხ­მა­რე­ბის, დის­ტრი­ბუ­ცი­ი­სა და კულ­ტი­ვა­ცი­ის მხრივ ქვეყ­ნე­ბის მი­ხედ­ვით იც­ვლე­ბა. ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­ე­როს ერ­თი­ა­ნი კონ­ვენ­ცი­ით რე­გუ­ლირ­დე­ბა, რომ­ლის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბაც 1961 წელს მოხ­და, მას­თან ერ­თად 1971 წლის ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის კონ­ვენ­ცი­ი­თა და 1988 წლის ნარ­კო­ტი­კუ­ლი და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის არა­ლე­გა­ლურ ბრუნ­ვას­თან ბრძო­ლის კონ­ვენ­ცი­ით.

გარ­თო­ბის მიზ­ნით მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში, თუმ­ცა ბევრ სა­ხელ­მწი­ფო­ში დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის პო­ლი­ტი­კა მოქ­მე­დებს. აზი­ურ და ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას გა­ცი­ლე­ბით უფრო მკაც­რი სას­ჯე­ლი აქვთ, სა­დაც მა­რი­ხუ­ა­ნას სულ მცი­რე დო­ზის ფლო­ბის­თვი­საც კი ადა­მი­ანს რამ­დე­ნი­მე წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც გარ­თო­ბის მიზ­ნით მა­რი­ხუ­ა­ნა ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლია, არის კა­ნა­და, სა­ქარ­თვე­ლო, ურუგ­ვაი, ამე­რი­კის 9 შტა­ტი და კო­ლუმ­ბი­ის ოლქი. ნი­დერ­ლან­დებ­სა, ეს­პა­ნეთ­ში კი მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია და მისი გა­ყიდ­ვა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ ლი­ცენ­ზი­რე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში.

გა­ცი­ლე­ბით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია იმ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც კა­ნა­ფი სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით არის ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლი.

ავ­სტრა­ლია, არ­გენ­ტი­ნა, ია­მა­ი­კა, კა­ნა­და, ჩილე, კო­ლუმ­ბია, გერ­მა­ნია, სა­ბერ­ძნე­თი, ის­რა­ე­ლი, იტა­ლია, ნი­დერ­ლან­დე­ბი, ლუქ­სემ­ბურ­გი, მა­კე­დო­ნია, მალ­ტა, ნორ­ვე­გია, შვე­ი­ცა­რია, პორ­ტუ­გა­ლია, პერუ, პო­ლო­ნე­თი, ხორ­ვა­ტია, ჩე­ხე­თი, და­ნია, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო და ზიმ­ბამბვე - ის ქვეყ­ნე­ბია, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლია.

ფი­ნეთ­ში მა­რი­ხუ­ა­ნა სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით ლე­გა­ლუ­რია მხო­ლოდ ლი­ცენ­ზი­ით, კვიპ­როს­ზე კი მხო­ლოდ სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სამ­კურ­ნა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით არის და­საშ­ვე­ბი. და­ნარ­ჩენ ქვეყ­ნებს, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნულ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ვერ მოხ­ვდნენ, გა­ცი­ლე­ბით უფრო მკაც­რი კა­ნო­ნი აქვთ, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ზო­გი­ერ­თი კა­ნა­ბი­ნო­ი­დუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის ნე­ბას რთავს, რო­გო­რიც სა­ტი­ვექ­სი და მა­რი­ნო­ლია.

ამე­რი­კის 31 შტატ­სა და კო­ლუმ­ბი­ის ოლ­ქში მა­რი­ხუ­ა­ნას სა­მე­დი­ცი­ნო მოხ­მა­რე­ბა ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლია, თუმ­ცა ფე­დე­რა­ლურ დო­ნე­ზე მისი ნე­ბის­მი­ე­რი მიზ­ნით მოხ­მა­რე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა იმას თუ რო­მელ ქვეყ­ნებ­შია ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლი მა­რი­ხუ­ა­ნას კულ­ტი­ვა­ცია, მსგავ­სი ქვეყ­ნე­ბი სულ თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლია.

მა­გა­ლი­თად, ჩი­ლე­ში ის ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლია, კო­ლუმ­ბი­ა­ში პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის 20 ძირი მა­რი­ხუ­ა­ნას კულ­ტი­ვა­ცი­აა ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლი, თუმ­ცა შე­ზღუდ­ვა არ არ­სე­ბობს მის სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნე­ბის­თვის მოყ­ვა­ნა­ზე. ურუგ­ვა­ი­ში 6 ძირი მა­რი­ხუ­ა­ნას მოყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბა. კულ­ტი­ვა­ცია ასე­ვე ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლია ია­მა­ი­კა­ზე. და­ნარ­ჩენ ქვეყ­ნებ­ში ის ან დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია ან ლე­გა­ლუ­რია მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ლი­ცენ­ზი­ის ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში.

გა­ე­როს 2018 წლის ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო მსოფ­ლი­ო­ში ლე­გა­ლუ­რი კა­ნა­ფის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა იყო 2016 წელს - წერს გა­მო­ცე­მა "ინ­დე­ფენ­დენ­თი".

"მხო­ლოდ 2016 წელს გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში სა­მე­დი­ცი­ნო და სა­მეც­ნი­ე­რო გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის 95 ტონა მა­რი­ხუ­ა­ნას წარ­მო­ე­ბა მოხ­და, რაც ნარ­კო­ტი­კებ­ზე კონ­ტრო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს მი­ხედ­ვით, ამ წელს მსოფ­ლი­ო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი მა­რი­ხუ­ა­ნას 44,9%-ს შე­ად­გენ­და. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო მა­რი­ხუ­ა­ნას ასე­ვე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ექ­სპორ­ტი­ო­რია. მან 2016 წელს სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­სა­ყი­დად 2,1 ტონა მა­რი­ხუ­ა­ნა გა­ი­ტა­ნა, რაც, უხე­შად რომ ვთქვათ, მსოფ­ლი­ო­ში ექ­სპორტზე გა­ტა­ნი­ლი მა­რი­ხუ­ა­ნას 70% იყო წა­ი­კი­თხეთ მეტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

რომელ ქვეყნებში მკურნალობენ მარიხუანით და ვინ აწარმოებს ყველაზე დიდი ოდენობით საექსპორტო კანაფს

რომელ ქვეყნებში მკურნალობენ მარიხუანით და ვინ აწარმოებს ყველაზე დიდი ოდენობით საექსპორტო კანაფს

საქართველოს მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომლის თანახმადაც საქართველოში უნდა დაიწყოს მარიხუანას წარმოება ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისთვის ექსპორტის მიზნით.

Allnews.ge დაინტერესდა, რომელ ქვეყნებშია ლეგალიზებული მარიხუანა, როგორც სამედიცინო ასევე გართობის მიზნით, რომელ ქვეყნებშია დასაშვები მისი კულტივაცია, სად არის კანაფის ყველაზე დიდი წარმოება და რომელ ქვეყნებს გააქვთ იგი ექსპორტზე.

მარიხუანას ლეგალურობის საკითხი სამედიცინო და გასართობი მიზნით მისი ფლობის, მოხმარების, დისტრიბუციისა და კულტივაციის მხრივ ქვეყნების მიხედვით იცვლება. ქვეყნების უმრავლესობაში აღნიშნული პოლიტიკა ნარკოტიკული საშუალებების გაეროს ერთიანი კონვენციით რეგულირდება, რომლის რატიფიცირებაც 1961 წელს მოხდა, მასთან ერთად 1971 წლის ფსიქოტროპული საშუალებების კონვენციითა და 1988 წლის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების არალეგალურ ბრუნვასთან ბრძოლის კონვენციით.

გართობის მიზნით მარიხუანას მოხმარება აკრძალულია ქვეყნების უმეტესობაში, თუმცა ბევრ სახელმწიფოში დეკრიმინალიზაციის პოლიტიკა მოქმედებს. აზიურ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უმეტესობას გაცილებით უფრო მკაცრი სასჯელი აქვთ, სადაც მარიხუანას სულ მცირე დოზის ფლობისთვისაც კი ადამიანს რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ქვეყნები, სადაც გართობის მიზნით მარიხუანა ლეგალიზებულია, არის კანადა, საქართველო, ურუგვაი, ამერიკის 9 შტატი და კოლუმბიის ოლქი. ნიდერლანდებსა, ესპანეთში კი მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია და მისი გაყიდვა დასაშვებია მხოლოდ ლიცენზირებულ დაწესებულებებში.

გაცილებით მრავალფეროვანია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც კანაფი სამედიცინო დანიშნულებით არის ლეგალიზებული.

ავსტრალია, არგენტინა, იამაიკა, კანადა, ჩილე, კოლუმბია, გერმანია, საბერძნეთი, ისრაელი, იტალია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, მაკედონია, მალტა, ნორვეგია, შვეიცარია, პორტუგალია, პერუ, პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, გაერთიანებული სამეფო და ზიმბამბვე - ის ქვეყნებია, სადაც სამედიცინო დანიშნულებით მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებულია.

ფინეთში მარიხუანა სამედიცინო დანიშნულებით ლეგალურია მხოლოდ ლიცენზიით, კვიპროსზე კი მხოლოდ სიმსივნით დაავადებული ადამიანებისთვის სამკურნალო დანიშნულებით არის დასაშვები. დანარჩენ ქვეყნებს, რომლებიც აღნიშნულ ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ, გაცილებით უფრო მკაცრი კანონი აქვთ, რომელიც მხოლოდ ზოგიერთი კანაბინოიდური ნარკოტიკების მოხმარების ნებას რთავს, როგორიც სატივექსი და მარინოლია.

ამერიკის 31 შტატსა და კოლუმბიის ოლქში მარიხუანას სამედიცინო მოხმარება ლეგალიზებულია, თუმცა ფედერალურ დონეზე მისი ნებისმიერი მიზნით მოხმარება აკრძალულია. რაც შეეხება იმას თუ რომელ ქვეყნებშია ლეგალიზებული მარიხუანას კულტივაცია, მსგავსი ქვეყნები სულ თითზე ჩამოსათვლელია.

მაგალითად, ჩილეში ის ლეგალიზებულია, კოლუმბიაში პირადი მოხმარებისთვის 20 ძირი მარიხუანას კულტივაციაა ლეგალიზებული, თუმცა შეზღუდვა არ არსებობს მის სამედიცინო მიზნებისთვის მოყვანაზე. ურუგვაიში 6 ძირი მარიხუანას მოყვანა შეიძლება. კულტივაცია ასევე ლეგალიზებულია იამაიკაზე. დანარჩენ ქვეყნებში ის ან დეკრიმინალიზებულია ან ლეგალურია მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის შესაბამისი ლიცენზიის ქონის შემთხვევაში.

გაეროს 2018 წლის ანგარიშის თანახმად, გაერთიანებული სამეფო მსოფლიოში ლეგალური კანაფის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყანა იყო 2016 წელს - წერს გამოცემა "ინდეფენდენთი".

"მხოლოდ 2016 წელს გაერთიანებულ სამეფოში სამედიცინო და სამეცნიერო გამოყენებისთვის 95 ტონა მარიხუანას წარმოება მოხდა, რაც ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო საბჭოს მიხედვით, ამ წელს მსოფლიოში წარმოებული მარიხუანას 44,9%-ს შეადგენდა. გაერთიანებული სამეფო მარიხუანას ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორია. მან 2016 წელს სხვა ქვეყნებში გასაყიდად 2,1 ტონა მარიხუანა გაიტანა, რაც, უხეშად რომ ვთქვათ, მსოფლიოში ექსპორტზე გატანილი მარიხუანას 70% იყო წაიკითხეთ მეტი

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე