ავტორი:

"ჩვენ უცნაური ოჯახი ვართ, მისი მეუღლე ჩემი მეგობარია" - რას ყვება კახა თოლორდავა ყოფილ ცოლზე და როგორ ზრდიდა ვაჟს

"ჩვენ უცნაური ოჯახი ვართ, მისი მეუღლე ჩემი მეგობარია" - რას ყვება კახა თოლორდავა ყოფილ ცოლზე და როგორ ზრდიდა ვაჟს

ცოტა ხნის წინ თბილისში ყურადღების ცენტრში მოექცა ცნობილი რუსი ტელეწამყვანის ლარისა გუზეევას და მსახიობისა და მუსიკის კრიტიკოსის კახა თოლორდავას ვაჟის ქორწილი.

გიორგი თოლორდავა მოსკოვში ცხოვრობს, ცოლად რუსი გოგონა შეირთო, თუმცა ქორწილის გადახდა წყვილმა საქართველოში ისურვა.

კახა თოლორდავა, ძირითადად მუსიკალურ სფეროში მუშაობს, თუმცა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ფილოსოფოს ბაჩოს როლით დაიმსახურა საზოგადოების დიდი ყურადღება. 58 წლის თოლორდავას მისი თაობა კარგად იცნობს, გასული საუკუნის 80-იანების დასაწყისში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიჭი იყო, რომლის გატაცების - მუსიკის შესახებ ყველამ იცოდა.

მისი ვაჟის და ცნობილი ყოფილი მეუღლის შესახებ თოლორდავამ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

"უკვე 9 წელია ჩემი ვაჟიშვილი და ამჟამად უკვე მისი ცოლი ერთად არიან. ორივე მოსკოვში ცხოვრობს და რუსეთის მოქალაქეები არიან, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტეს, თბილისში ჰქონოდათ ქორწილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო გრანდიოზული ქორწილი და სულ რაღაც 75 ადამიანი ესწრებოდა, საკმაოდ დიდი ხანი დაგვჭირდა მის მოსამზადებლად.

გიორგი ძირითადად აქ გაიზარდა. მას ფეხით აქვს მოვლილი მთელი საქართველო, კარგად იცნობს აქაურობას და უამრავი ახლობელიც ჰყავს, რომელმაც დიდი ზეგავლენა მოახდინეს მის ჩამოყალიბებაზე. ამიტომაც ბუნებრივად მოხდა, რომ თბილისში მოუნდა ქორწილის გადახდა.

შეიძლება ითქვას, რომ შვილი ჩემი გაზრდილია. არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ დედის როლს. სკოლაში აქ არ სწავლობდა, მაგრამ მთელ ზაფხულს და ყველა არდადეგებს აქ ატარებდა. ორივემ ერთნაირად მივიღეთ მის აღზრდაში მონაწილეობა და არ ვარ ცუდი მამა. პატარ-პატარა შეცდომებს ალბათ ყველა ვუშვებთ, მაგრამ შვილის მიმართ ჩემს მიერ დაშვებულ დიდ შეცდომას მე ნამდვილად ვერ ვხედავ.

- მოდი გაიხსენე ის წლები, როცა გიორგის დედა, მსახიობი ლარისა გუზეევა გაიცანით და იქორწინეთ?

- საქართველოში ფილმის გადაღებაზე გავიცანით ერთმანეთი. მიხეილ კალატოზიშვილი იღებდა ფილმს „რჩეული“ და მეც ამ ფილმის ნაწილი ვიყავი, როგორც მსახიობი. დავახლოვდით, შეგვიყვარდა ერთმანეთი.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ ახლა ლარისა გუზეევასთან?

- დიდებული. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. ჩვენ კარგ მეგობრებად დავრჩით. მასაც უყვარს საქართველოში სტუმრობა ისე, როგორც ჩემს შვილს. ჩვენ ცოტა უცნაური ოჯახი ვართ. მისი ქალიშვილიც გვსტუმრობს, მისი მეუღლე ჩემი მეგობარია... წაიკითხეთ მეტი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ