პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომავლის ასტრონავტი" საქართველოდან - "შეუძლებელი არაფერია! თუ მე შევძელი, სხვამ რატომ ვერ უნდა შეძლოს?!"
"მომავლის ასტრონავტი" საქართველოდან - "შეუძლებელი არაფერია! თუ მე შევძელი, სხვამ რატომ ვერ უნდა შეძლოს?!"

ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლია, ვინც კოს­მოს­ში გაფ­რე­ნა­ზე უბ­რა­ლოდ კი არ ოც­ნე­ბობს, რე­ა­ლუ­რად ელო­დე­ბა დროს, როცა ეს სა­ო­ცა­რი დღე დად­გე­ბა, რის­თვი­საც ყვე­ლა ეტა­პი გა­და­ლა­ხა - პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მო­მავ­ლის ას­ტრო­ნავ­ტია. გვე­უბ­ნე­ბა, რომ მისი წარ­დგე­ნი­სას აჯო­ბებს დავ­წე­როთ, რო­გორც დე­და­მი­წის თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­ქა­ლა­ქე, არა­და, არ­სენ გვე­ნე­ტა­ძე ექი­მია, გი­ნე­კო­ლო­გი, რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი, თსუ-ს პრო­ფე­სო­რი და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

"პირ­ვე­ლი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მო­მავ­ლის ას­ტრო­ნავ­ტი ვარ, რად­გა­ნაც ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრე­ნინ­გი გა­ვი­ა­რე... სა­ნამ ვა­შინგტონ­ში ინ­ტერ­ვი­უს გა­ვივ­ლი­დი, ვთხო­ვე, ბა­ზა­ში გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნათ, იყო თუ არა იქ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. არა­ვინ აღ­მოჩ­ნდა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლიც გა­მო­მიგ­ზავ­ნეს, რომ ამ პროგ­რა­მა­ში ქარ­თვე­ლი მო­ნა­წი­ლე არა­სო­დეს ყო­ფი­ლა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ასე გავ­ხდი ის­ტო­რი­უ­ლად პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მო­მავ­ლის ას­ტრო­ნავ­ტი", - გვი­ამ­ბობს არ­სენ გვე­ნე­ტა­ძე.

რეს­პონ­დენ­ტი გვე­უბ­ნე­ბა, რომ კოს­მო­სუ­რი პრო­ექ­ტის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ 5 წლის წინ, მე­გობ­რის­გან, სან­დრო ვახ­ტან­გო­ვის­გან შე­ი­ტყო და და­ინ­ტე­რეს­და:

"მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ე.წ. მო­მავ­ლის ას­ტრო­ნავ­ტე­ბი უნდა შერ­ჩე­უ­ლიყ­ვნენ. ისი­ნი ორ­ბი­ტა­ზე ავი­დოდ­ნენ, შე­ხე­და­ვენ დე­და­მი­წას და უკან დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ. მერე ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით ვამ­ბობ­დი, მინ­და ზე­მო­დან გად­მოვ­ხე­დო ტყი­ბულს, ად­გილს, სა­დაც და­ვი­ბა­დე-მეთ­ქი. რა თქმა უნდა, იქ უამ­რა­ვი ინ­სპი­რა­ცი­აა, რაც მთა­ვა­რია, სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­და­ხე­დო დე­და­მი­წას. აქ მთა­ვა­რი მიზ­ნის­კენ სწა­რაფ­ვაა და მისი შეს­რუ­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბა არის არა სტა­ტი­კა­ში, არა­მედ დი­ნა­მი­კა­ში, მოქ­მე­დე­ბა­ში, "ექ­შენ­ში“. ეს ყვე­ლა­ფე­რი მას შემ­დეგ უკეთ შე­ვიგ­რძე­ნი, რაც კიბო გა­და­ვი­ტა­ნე" - აღ­ნიშ­ნავს ბა­ტო­ნი არ­სე­ნი, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მძი­მე სე­ნის­გან გან­კურ­ნე­ბის შემ­დეგ, სა­კუ­თარ თავს გა­მოც­და მო­უ­წყო.

სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის ტრე­ნინ­გი წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლია. გახ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რად სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ას­ტრო­ნავ­ტი, მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი ფი­ლა­დელ­ფი­ის ბა­ზა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. "ახ­ლაც რომ და­მირ­ე­კონ, უნდა გა­მოფ­რინ­დეო, აქე­დან­ვე აე­რო­პორ­ტში წა­ვალ, რომ პრო­ექ­ტში ჩა­ვერ­თო", - გვე­უბ­ნე­ბა გვე­ნე­ტა­ძე. ხო­მალ­დში მას­თან ერ­თად დატ­რე­ნინ­გე­ბუ­ლი 5 მო­მავ­ლის ას­ტრო­ნავ­ტი იქ­ნე­ბა და 2 პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პი­ლო­ტი, რომ­ლე­ბიც მათ თა­ნამ­გზავ­რო­ბას გა­უ­წე­ვენ.

ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში გავ­ლილ პრაქ­ტი­კულ პე­რი­ოდს ასე იხ­სე­ნებს:

"კოს­მო­სის მსგავს სივ­რცე­ში მოგ­ვა­თავ­სეს, გა­ვი­ა­რეთ ისე­თი­ვე დატ­ვირ­თვა და ყვე­ლა სირ­თუ­ლე, რაც უკვე კოს­მოს­ში გვე­ლის. სპე­ცი­ა­ლურ კაფ­სუ­ლა­ში ვი­ყა­ვით, თი­თო­ე­უ­ლი მარ­ტო ვის­ხე­დით. შე­სა­ბა­მი­სი იმი­ტა­ცია სა­ჭი­რო იყო, რომ თავი რო­გორც კოს­მოს­ში, ისე გვეგ­რძნო, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. იმ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა გა­დავ­ლა­ხე, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­მექ­მნა, თით­ქოს უკვე იქ ვი­ყა­ვი. სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი იყო, მერე ვუ­ყუ­რებ­დი დე­და­მი­წას, რაც ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო გახ­ლდათ", - გან­მარ­ტავს ბა­ტო­ნი არ­სე­ნი და დას­ძენს, რომ ბავ­შვო­ბა­ში, ბევ­რი პა­ტა­რას­გან გან­სხვა­ვე­ბით, სუ­ლაც არ ოც­ნე­ბობ­და კოს­მო­ნავ­ტო­ბა­ზე.

"1963 წელს ტყი­ბულ­ში და­ვი­ბა­დე, გა­გა­ნია საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ო­დი იყო, მა­შინ რომ მეთ­ქვა, კოს­მო­ნავ­ტო­ბა მინ­და-მეთ­ქი, ჩათ­ვლიდ­ნენ, ნორ­მა­ლუ­რი არ ვი­ყა­ვი. თუმ­ცა მას მერე, რაც ჩემი ას­ტრო­ნავ­ტო­ბის ამ­ბა­ვი გავ­რცელ­და, ბევ­რმა მი­თხრა - კოს­მო­ნავ­ტო­ბა ჩემი ოც­ნე­ბა იყოო. 70-იან წლებ­ში ტე­ლე­ვი­ზი­ით ხში­რად აჩ­ვე­ნებ­დნენ კოს­მო­ნავ­ტებს, მათი ფრე­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ამი­ტომ გა­მოვ­ტყდე­ბი, ხან­და­ხან გო­ნე­ბა­ში ალ­ბათ მეც გა­მი­ელ­ვებ­და ამის სურ­ვი­ლი, მაგ­რამ იქვე ვბლო­კავ­დი, ამას ხმა­მაღ­ლაც არ ვამ­ბობ­დი. 50 წლი­სამ კი უკვე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგი", - აღ­ნიშ­ნავს რეს­პონ­დენ­ტი.

სა­ნამ ამ ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გა­და­წყვეტ­და, რამ­დე­ნი­მე წლით ადრე, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა დაძ­ლია:

"რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია გა­და­ვი­ტა­ნე, გარ­თუ­ლე­ბაც იყო, ბოლო ოპე­რა­ცია 8 წლის წინ გა­ვი­კე­თე. დღემ­დე კვლე­ვებ­ზე ვარ და სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი გახ­ლა­ვართ... ასე რომ, ვინ­მეს რომ გა­უჩ­ნდეს მსგავ­სი სურ­ვი­ლი, უპირ­ვე­ლე­სად მთა­ვა­რი ჯან­მრთე­ლო­ბაა, შიში არ უნდა ჰქონ­დეს სი­მაღ­ლის, ძლი­ე­რი დატ­ვირ­თვე­ბის გა­და­ტა­ნა უნდა შე­ეძ­ლოს და ამ ყვე­ლა­ფერ­თან, მთა­ვა­რი მონ­დო­მე­ბაა და შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. თუ მე შევ­ძე­ლი, სხვამ რა­ტომ ვერ უნდა შეძ­ლოს?! ჩემი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ხა­ტი მი­ვუ­ძღვე­ნი ბრა­ი­ენ ტრე­ი­სის გა­მო­ნათ­ქვამს, რომ პი­როვ­ნე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბის 85% ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­შია, 15% კი - პრო­ფე­სი­ულ წარ­მა­ტე­ბა­ში", - დას­ძენს ბა­ტო­ნი არ­სე­ნი.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ბედ­ნი­ე­რე­ბაა მიზ­ნის და­სახ­ვა და მიზ­ნის­კენ სწრაფ­ვა, ამას ამ­ბობს სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ამას გვიჩ­ვე­ნებს ცხოვ­რე­ბა და ამას­ვე ადას­ტუ­რებს რე­ა­ლო­ბა.

"თუ ადა­მი­ან­მა იცის, რა უნდა, მიზ­ნად უნდა და­ი­სა­ხოს და მის­კენ სვლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. ამას მო­აქვს ბედ­ნი­ე­რე­ბა და ეს პრო­ცე­სი ადა­მი­ა­ნის მო­ტი­ვა­ცი­ის მთა­ვა­რი მსა­ზღვრე­ლია. მე ასე ვფიქ­რობ და ეს ჩემი მო­გო­ნი­ლი არ არის. ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ვცდი­ლობ ცხოვ­რე­ბა­ში - რისი შეც­ვლაც შე­იძ­ლე­ბა, მას­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბა ჯან­მრთე­ლო­ბას ვნებს, ხოლო რისი შეც­ვლაც არ შე­იძ­ლე­ბა, იქ ნერ­ვი­უ­ლო­ბა უსა­ფუძ­ვლოა!" - ამ­ბობს ქარ­თვე­ლი "მო­მავ­ლის ას­ტრო­ნავ­ტი".

ავტორი:

"მომავლის ასტრონავტი" საქართველოდან - "შეუძლებელი არაფერია! თუ მე შევძელი, სხვამ რატომ ვერ უნდა შეძლოს?!"

"მომავლის ასტრონავტი" საქართველოდან - "შეუძლებელი არაფერია! თუ მე შევძელი, სხვამ რატომ ვერ უნდა შეძლოს?!"

ის პირველი ქართველია, ვინც კოსმოსში გაფრენაზე უბრალოდ კი არ ოცნებობს, რეალურად ელოდება დროს, როცა ეს საოცარი დღე დადგება, რისთვისაც ყველა ეტაპი გადალახა - პირველი ქართველი მომავლის ასტრონავტია. გვეუბნება, რომ მისი წარდგენისას აჯობებს დავწეროთ, როგორც დედამიწის თავისუფალი მოქალაქე, არადა, არსენ გვენეტაძე ექიმია, გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, თსუ-ს პროფესორი და რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელი.

"პირველი სერტიფიცირებული მომავლის ასტრონავტი ვარ, რადგანაც ფილადელფიაში სპეციალური ტრენინგი გავიარე... სანამ ვაშინგტონში ინტერვიუს გავივლიდი, ვთხოვე, ბაზაში გადაემოწმებინათ, იყო თუ არა იქ საქართველოს მოქალაქე დაფიქსირებული. არავინ აღმოჩნდა, ოფიციალური წერილიც გამომიგზავნეს, რომ ამ პროგრამაში ქართველი მონაწილე არასოდეს ყოფილა დაფიქსირებული. ასე გავხდი ისტორიულად პირველი ქართველი მომავლის ასტრონავტი", - გვიამბობს არსენ გვენეტაძე.

რესპონდენტი გვეუბნება, რომ კოსმოსური პროექტის არსებობის შესახებ 5 წლის წინ, მეგობრისგან, სანდრო ვახტანგოვისგან შეიტყო და დაინტერესდა:

"მსოფლიოს მასშტაბით ე.წ. მომავლის ასტრონავტები უნდა შერჩეულიყვნენ. ისინი ორბიტაზე ავიდოდნენ, შეხედავენ დედამიწას და უკან დაბრუნდებოდნენ. მერე ნახევრად ხუმრობით ვამბობდი, მინდა ზემოდან გადმოვხედო ტყიბულს, ადგილს, სადაც დავიბადე-მეთქი. რა თქმა უნდა, იქ უამრავი ინსპირაციაა, რაც მთავარია, საშუალება, გადახედო დედამიწას. აქ მთავარი მიზნისკენ სწარაფვაა და მისი შესრულება, იმიტომ, რომ ბედნიერება არის არა სტატიკაში, არამედ დინამიკაში, მოქმედებაში, "ექშენში“. ეს ყველაფერი მას შემდეგ უკეთ შევიგრძენი, რაც კიბო გადავიტანე" - აღნიშნავს ბატონი არსენი, ადამიანი, რომელმაც მძიმე სენისგან განკურნების შემდეგ, საკუთარ თავს გამოცდა მოუწყო.

სხვადასხვა სიმძიმის ტრენინგი წარმატებით დაძლია. გახდა ოფიციალურად სერტიფიცირებული ასტრონავტი, მოსამზადებელი პერიოდი ფილადელფიის ბაზაზე მიმდინარეობდა. "ახლაც რომ დამირეკონ, უნდა გამოფრინდეო, აქედანვე აეროპორტში წავალ, რომ პროექტში ჩავერთო", - გვეუბნება გვენეტაძე. ხომალდში მასთან ერთად დატრენინგებული 5 მომავლის ასტრონავტი იქნება და 2 პროფესიონალი პილოტი, რომლებიც მათ თანამგზავრობას გაუწევენ.

ფილადელფიაში გავლილ პრაქტიკულ პერიოდს ასე იხსენებს:

"კოსმოსის მსგავს სივრცეში მოგვათავსეს, გავიარეთ ისეთივე დატვირთვა და ყველა სირთულე, რაც უკვე კოსმოსში გველის. სპეციალურ კაფსულაში ვიყავით, თითოეული მარტო ვისხედით. შესაბამისი იმიტაცია საჭირო იყო, რომ თავი როგორც კოსმოსში, ისე გვეგრძნო, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. იმ პერიოდში ყველანაირი დაძაბულობა გადავლახე, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს უკვე იქ ვიყავი. საინტერესო პროცესი იყო, მერე ვუყურებდი დედამიწას, რაც ძალიან მიმზიდველი და საინტერესო გახლდათ", - განმარტავს ბატონი არსენი და დასძენს, რომ ბავშვობაში, ბევრი პატარასგან განსხვავებით, სულაც არ ოცნებობდა კოსმონავტობაზე.

"1963 წელს ტყიბულში დავიბადე, გაგანია საბჭოთა კავშირის პერიოდი იყო, მაშინ რომ მეთქვა, კოსმონავტობა მინდა-მეთქი, ჩათვლიდნენ, ნორმალური არ ვიყავი. თუმცა მას მერე, რაც ჩემი ასტრონავტობის ამბავი გავრცელდა, ბევრმა მითხრა - კოსმონავტობა ჩემი ოცნება იყოო. 70-იან წლებში ტელევიზიით ხშირად აჩვენებდნენ კოსმონავტებს, მათი ფრენების შესახებ ინფორმირებულები ვიყავით. ამიტომ გამოვტყდები, ხანდახან გონებაში ალბათ მეც გამიელვებდა ამის სურვილი, მაგრამ იქვე ვბლოკავდი, ამას ხმამაღლაც არ ვამბობდი. 50 წლისამ კი უკვე ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადავდგი", - აღნიშნავს რესპონდენტი.

სანამ ამ ექსპერიმენტში მონაწილეობას გადაწყვეტდა, რამდენიმე წლით ადრე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმძიმესი დაავადება დაძლია:

"რამდენიმე ოპერაცია გადავიტანე, გართულებაც იყო, ბოლო ოპერაცია 8 წლის წინ გავიკეთე. დღემდე კვლევებზე ვარ და სრულიად ჯანმრთელი გახლავართ... ასე რომ, ვინმეს რომ გაუჩნდეს მსგავსი სურვილი, უპირველესად მთავარი ჯანმრთელობაა, შიში არ უნდა ჰქონდეს სიმაღლის, ძლიერი დატვირთვების გადატანა უნდა შეეძლოს და ამ ყველაფერთან, მთავარი მონდომებაა და შეუძლებელი არაფერია. თუ მე შევძელი, სხვამ რატომ ვერ უნდა შეძლოს?! ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნახატი მივუძღვენი ბრაიენ ტრეისის გამონათქვამს, რომ პიროვნების ბედნიერების 85% ადამიანურ ურთიერთობებშია, 15% კი - პროფესიულ წარმატებაში", - დასძენს ბატონი არსენი.

მისი განმარტებით, ბედნიერებაა მიზნის დასახვა და მიზნისკენ სწრაფვა, ამას ამბობს საუკუნეების განმავლობაში ყველა წარმატებული ადამიანი, ამას გვიჩვენებს ცხოვრება და ამასვე ადასტურებს რეალობა.

"თუ ადამიანმა იცის, რა უნდა, მიზნად უნდა დაისახოს და მისკენ სვლა განახორციელოს. ამას მოაქვს ბედნიერება და ეს პროცესი ადამიანის მოტივაციის მთავარი მსაზღვრელია. მე ასე ვფიქრობ და ეს ჩემი მოგონილი არ არის. ამის განხორციელებას ვცდილობ ცხოვრებაში - რისი შეცვლაც შეიძლება, მასზე ნერვიულობა ჯანმრთელობას ვნებს, ხოლო რისი შეცვლაც არ შეიძლება, იქ ნერვიულობა უსაფუძვლოა!" - ამბობს ქართველი "მომავლის ასტრონავტი".

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ