პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეზღუდვები დაწესდება მარიხუანას მოხმარებაზე - შს მინისტრის გამარტება
რა შეზღუდვები დაწესდება მარიხუანას მოხმარებაზე - შს მინისტრის გამარტება

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის გამო, პირს სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რებ­ში მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­ე­ზღუ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ ნარ­კო­მა­ნი­ის თე­მა­ზე სა­პატ­რი­არ­ქოს ორ­გა­ნი­ზე­ბით მიმ­დი­ნა­რე კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ესაა ერთ-ერთი შე­ზღუდ­ვა, ისე­ვე რო­გორც სან­ქცი­ე­ბი იქ­ნე­ბა გა­ტა­რე­ბუ­ლი მა­რი­ხუ­ა­ნას ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ავ­ტო­მან­ქა­ნის მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში.

  • „უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ყვე­ლამ, ვინც გა­და­წყვეტს, რომ მო­იხ­მა­როს კა­ნა­ბი­სი, უნდა იცო­დეს, რომ მას სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და სე­რი­ო­ზუ­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა ემუქ­რე­ბა - და­წყე­ბუ­ლი მარ­თვის მოწ­მო­ბის ჩა­მორ­თმე­ვი­დან ან შე­ზღუდ­ვი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რებ­ში მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ის მოძ­რა­ო­ბა, რო­მე­ლიც დღეს არის ევ­რო­პა­ში, გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, მკაც­რად და­ვა­რე­გუ­ლი­როთ და მკაც­რი რე­გუ­ლი­რე­ბის ფარ­გლებ­ში სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნე­ბის­თვის კულ­ტი­ვა­ცი­ის სა­კი­თხი გან­ვი­ხი­ლოთ, რა თქმა უნდა პარ­ლა­მენ­ტთან ერ­თად, - ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შს მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, არის მთე­ლი რიგი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნით მა­რი­ხუ­ა­ნას კულ­ტი­ვა­ცია არის ლე­გა­ლუ­რი.

„რაც შე­ე­ხე­ბა კულ­ტი­ვა­ცი­ას, აქ ეფექ­ტუ­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბია სა­ჭი­რო. ეფექ­ტუ­რო­ბის ნა­წილ­ში, ერთი მხრივ, გვაქვს ის რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­საც გვიქ­მნის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო, მე­ო­რე მხრივ, ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში არ ვცხოვ­რობთ, ვცხოვ­რობთ ღია სამ­ყა­რო­ში, სა­დაც გარ­კვე­უ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბე­ბი იგ­რძნო­ბა. არის მთე­ლი რიგი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნით მა­რი­ხუ­ა­ნას კულ­ტი­ვა­ცია არის ლე­გა­ლუ­რი, ეს ქვეყ­ნე­ბია: დიდი ბრი­ტა­ნე­თი, სა­ბერ­ძნე­თი, გერ­მა­ნია, ჩე­ხე­თი და ა.შ. არის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც სრუ­ლი დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნა მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის არა მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო, არა­მედ რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც. ეს ქვე­ყა­ნაა მა­გა­ლი­თად კა­ნა­და, რომ­ლის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი იყო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი. იმ სუ­ლის­კვე­თე­ბას, რაც ევ­რო­პა­ში იგ­რძნო­ბა, ჩვენ­ზე გარ­კვე­უ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბა აქვს. ჩვენ ვამ­ბობთ, რომ შსს-ს შე­უძ­ლია ეფექ­ტუ­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს კონ­ტრო­ლი არა მხო­ლოდ მოხ­მა­რე­ბა­ზე, არა­მედ კულ­ტი­ვა­ცი­ა­ზეც. ის მოძ­რა­ო­ბა, რო­მე­ლიც დღეს არის ევ­რო­პა­ში, გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას მკაც­რად და­ვა­რე­გუ­ლი­როთ და მკაც­რი რე­გუ­ლი­რე­ბის ფარ­გლებ­ში სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნე­ბის­თის კულ­ტი­ვა­ცი­ის სა­კი­თხი გან­ვი­ხი­ლოთ, რა თქმა უნდა პარ­ლა­მენ­ტთან ერ­თად. ჩვენ აქ ვხე­დავთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას მძი­მე ნარ­კო­ტი­კე­ბის კონ­ტექ­სტში და­ვუბ­რუნ­დეთ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის ამაღ­ლე­ბა­საც“, - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე თქმით, ნო­მერ პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა არის იმ ქა­ო­სის და გა­ნუ­კი­თხა­ო­ბის შეც­ვლა, რო­მე­ლიც მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის ნა­წილ­ში ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­ყარ­და.

„ლი­ბე­რა­ლუ­რი და ჰუ­მა­ნუ­რი ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ­მა გან­ვი­თა­რე­ბამ მოგ­ვცა ის შე­დე­გი, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, შსს ეფექ­ტუ­რად ვერ ახორ­ცი­ე­ლებ­და თა­ვის ფუნ­ქცი­ას და ბოლო პე­რი­ოდ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის სა­ერ­თოდ არა­ვინ არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ამას ვცვლით და კონ­კრე­ტუ­ლად გვე­ცო­დი­ნე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა რა პი­რო­ბებ­ში არის დას­ჯა­დი. გარ­წმუ­ნებთ, რომ ჩვენ ამას აღ­ვას­რუ­ლებთ“, - აღ­ნიშ­ნა გა­ხა­რი­ამ.

მი­ნის­ტრმა იმ რე­გუ­ლა­ცი­ებ­ზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც მის­მა უწყე­ბამ, მა­რი­ხუ­ა­ნის მოხ­მა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ შე­ი­მუ­შა­ვა.

  • „სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს ბოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ლო­გი­კი­დან და სუ­ლის­კვე­თე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის კონ­ტექ­სტში გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი მოხ­დეს ში­ნა­არ­სობ­რი­ვი და ეფექ­ტუ­რი რე­გუ­ლი­რე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის. ამ ნა­წილ­ში, ჩვენ მთავ­რო­ბის და­ვა­ლე­ბით გა­ვა­ტა­რეთ გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და მი­ვაღ­წი­ეთ კა­ნო­ნის ისეთ ხა­რისხს, რო­მე­ლიც გვაძ­ლევს ეფექ­ტუ­რი რე­გუ­ლი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის არე­ა­ლი იქ­ნე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლი. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ მა­რი­ხუ­ა­ნის მოხ­მა­რე­ბა არ იქ­ნე­ბა დას­ჯა­დი, მხო­ლოდ და მხო­ლოდ პი­რად სივ­რცე­ში“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

ამას­თან, შს მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის კონ­ტექ­სტში მკაცრ­დე­ბა სან­ქცი­ე­ბი 21 წლამ­დე მი­უღ­წე­ველ ახალ­გაზ­რდებ­ზე.

„ყვე­ლა სა­ხის მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გილ­ზე იქ­ნე­ბა დას­ჯა­დი. 21 წლამ­დე ახალ­გაზ­რდე­ბის მიერ მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა, ყვე­ლა სა­ხის სივ­რცე­ში, სა­დაც ეს არ უნდა მოხ­დეს, იქ­ნე­ბა დას­ჯა­დი. ასე­ვე ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო და ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბაა, რომ მა­რი­ხუ­ა­ნას კლი­ნი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მარ­თვა, გახ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით დას­ჯა­დი. გარ­და ამი­სა, ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ 21 წლამ­დე ახალ­გაზ­რდის ჩარ­თვა მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა­ში ასე­ვე გახ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით დას­ჯა­დი“, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მი­ნის­ტრმა შსს-ს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ახა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­ე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ერთი მხრივ, ეფექ­ტუ­რად ებ­რძო­ლონ მა­რი­ხუ­ა­ნას არა­ლე­გა­ლურ მოხ­მა­რე­ბას და ამა­ვე დროს ეფექ­ტუ­რად ებ­რძო­ლონ მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით არას­რულ­წლოვ­ნებ­ში.

  • „ჩვე­ნი ახა­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­შიც მოხ­დე­ბა მთე­ლი რიგი სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვე­ბი, ხოლო სის­ხლის სა­მარ­თლის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში კი ეს სა­მო­ქა­ლა­ქო შე­ზღუდ­ვე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის პი­რო­ბებ­ში შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა იქ­ნე­ბა მო­სა­მარ­თლის დის­კრე­ცია. გარ­და ამი­სა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის პი­რო­ბებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა გარ­კვე­უ­ლი დრო­ით, 3-დან 5 წლამ­დე. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გად და იმ სუ­ლის­კვე­თე­ბით, რა სუ­ლის­კვე­თე­ბი­თაც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო იღებს სხვა­დას­ხვა სა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენ გვი­ჭირ­და, რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რას, მოგ­ვეხ­დი­ნა ეფექ­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა და კონ­ტრო­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბის­თვის, დღეს ჩვენ ეს პრობ­ლე­მა მა­რი­ხუ­ა­ნას კონ­ტექ­სტში და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი გვაქვს და მას შემ­დეგ, რო­დე­საც მთავ­რო­ბის მიერ წარ­დგე­ნილ კა­ნონპ­რო­ექტს გა­ნი­ხი­ლავს და და­ამ­ტკი­ცებს პარ­ლა­მენ­ტი, აღ­სრუ­ლე­ბა მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ყვე­ლა­ზე რის­კის შემ­ცვე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი, რო­გო­რიც არის მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა, იყოს აღ­კვე­თი­ლი. ეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ფუძ­ველს უყ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას შსს-სთვის, ეფექ­ტუ­რად ებ­რძო­ლოს მა­რი­ხუ­ა­ნას არა­ლე­გა­ლურ მოხ­მა­რე­ბას და ამა­ვე დროს ეფექ­ტუ­რად ებ­რძო­ლოს მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით არას­რულ­წლოვ­ნებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

რა შეზღუდვები დაწესდება მარიხუანას მოხმარებაზე - შს მინისტრის გამარტება

რა შეზღუდვები დაწესდება მარიხუანას მოხმარებაზე - შს მინისტრის გამარტება

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარების გამო, პირს სახელმწიფო სამსახურებში მუშაობის შესაძლებლობა შეეზღუდება. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ნარკომანიის თემაზე საპატრიარქოს ორგანიზებით მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ესაა ერთ-ერთი შეზღუდვა, ისევე როგორც სანქციები იქნება გატარებული მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვის შემთხვევაში.

  • „უპირველეს ყოვლისა ყველამ, ვინც გადაწყვეტს, რომ მოიხმაროს კანაბისი, უნდა იცოდეს, რომ მას სერიოზული შეზღუდვები და სერიოზული კანონიერი ზემოქმედება ემუქრება - დაწყებული მართვის მოწმობის ჩამორთმევიდან ან შეზღუდვიდან, დამთავრებული სახელმწიფო სამსახურებში მუშაობის შესაძლებლობით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ის მოძრაობა, რომელიც დღეს არის ევროპაში, გვაძლევს საშუალებას, მკაცრად დავარეგულიროთ და მკაცრი რეგულირების ფარგლებში სამედიცინო მიზნებისთვის კულტივაციის საკითხი განვიხილოთ, რა თქმა უნდა პარლამენტთან ერთად, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, არის მთელი რიგი ევროპული ქვეყნები, სადაც სამედიცინო მიზნით მარიხუანას კულტივაცია არის ლეგალური.

„რაც შეეხება კულტივაციას, აქ ეფექტური რეგულაციებია საჭირო. ეფექტურობის ნაწილში, ერთი მხრივ, გვაქვს ის რეალობა, რომელსაც გვიქმნის საკონსტიტუციო სასამართლო, მეორე მხრივ, ჩაკეტილ სივრცეში არ ვცხოვრობთ, ვცხოვრობთ ღია სამყაროში, სადაც გარკვეული სულისკვეთებები იგრძნობა. არის მთელი რიგი ევროპული ქვეყნები, სადაც სამედიცინო მიზნით მარიხუანას კულტივაცია არის ლეგალური, ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, გერმანია, ჩეხეთი და ა.შ. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც სრული დეკრიმინალიზაცია მოახდინა მარიხუანას მოხმარების არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ რეკრეაციული თვალსაზრისითაც. ეს ქვეყანაა მაგალითად კანადა, რომლის ძირითადი მიზანი იყო ეკონომიკური ფაქტორები. იმ სულისკვეთებას, რაც ევროპაში იგრძნობა, ჩვენზე გარკვეული ზემოქმედება აქვს. ჩვენ ვამბობთ, რომ შსს-ს შეუძლია ეფექტურად განახორციელოს კონტროლი არა მხოლოდ მოხმარებაზე, არამედ კულტივაციაზეც. ის მოძრაობა, რომელიც დღეს არის ევროპაში, გვაძლევს საშუალებას მკაცრად დავარეგულიროთ და მკაცრი რეგულირების ფარგლებში სამედიცინო მიზნებისთის კულტივაციის საკითხი განვიხილოთ, რა თქმა უნდა პარლამენტთან ერთად. ჩვენ აქ ვხედავთ შესაძლებლობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში დავუბრუნდეთ რეგულაციების ეფექტურობის ამაღლებასაც“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ნომერ პირველი ამოცანა არის იმ ქაოსის და განუკითხაობის შეცვლა, რომელიც მარიხუანას მოხმარების ნაწილში ბოლო თვეების განმავლობაში დამყარდა.

„ლიბერალური და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ჩვენმა განვითარებამ მოგვცა ის შედეგი, რომ ფაქტობრივად, შსს ეფექტურად ვერ ახორციელებდა თავის ფუნქციას და ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის საერთოდ არავინ არის დაკავებული. ამას ვცვლით და კონკრეტულად გვეცოდინება მარიხუანას მოხმარება რა პირობებში არის დასჯადი. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ამას აღვასრულებთ“, - აღნიშნა გახარიამ.

მინისტრმა იმ რეგულაციებზე ისაუბრა, რომელიც მისმა უწყებამ, მარიხუანის მოხმარების თაობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიმუშავა.

  • „საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების ლოგიკიდან და სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენი ნარკოპოლიტიკის კონტექსტში გახდა აუცილებელი მოხდეს შინაარსობრივი და ეფექტური რეგულირება მარიხუანას მოხმარების. ამ ნაწილში, ჩვენ მთავრობის დავალებით გავატარეთ გარკვეული სამუშაოები და მივაღწიეთ კანონის ისეთ ხარისხს, რომელიც გვაძლევს ეფექტური რეგულირების საშუალებას, რაც გულისხმობს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არეალი იქნება მაქსიმალურად შემცირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ მარიხუანის მოხმარება არ იქნება დასჯადი, მხოლოდ და მხოლოდ პირად სივრცეში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, შს მინისტრის ინფორმაციით, მარიხუანას მოხმარების კონტექსტში მკაცრდება სანქციები 21 წლამდე მიუღწეველ ახალგაზრდებზე.

„ყველა სახის მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე იქნება დასჯადი. 21 წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანას მოხმარება, ყველა სახის სივრცეში, სადაც ეს არ უნდა მოხდეს, იქნება დასჯადი. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ, სატრანსპორტო საშუალებების მართვა, გახდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი. გარდა ამისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა მარიხუანას მოხმარებაში ასევე გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მინისტრმა შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი საკანონმდებლო ბაზით, სამართალდამცველებს მიეცემათ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, ეფექტურად ებრძოლონ მარიხუანას არალეგალურ მოხმარებას და ამავე დროს ეფექტურად ებრძოლონ მარიხუანას მოხმარების წახალისებას, განსაკუთრებით არასრულწლოვნებში.

  • „ჩვენი ახალი ცვლილებებით, ადმინისტრაციული დარღვევის შემთხვევაშიც მოხდება მთელი რიგი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვები, ხოლო სისხლის სამართლის დარღვევის შემთხვევაში კი ეს სამოქალაქო შეზღუდვები აუცილებელი იქნება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირობებში შეზღუდვების დაწესება იქნება მოსამართლის დისკრეცია. გარდა ამისა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირობებში აუცილებელი იქნება იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა გარკვეული დროით, 3-დან 5 წლამდე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად და იმ სულისკვეთებით, რა სულისკვეთებითაც საკონსტიტუციო სასამართლო იღებს სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვიჭირდა, როგორც სამართალდამცავ სტრუქტურას, მოგვეხდინა ეფექტური რეაგირება და კონტროლი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, დღეს ჩვენ ეს პრობლემა მარიხუანას კონტექსტში დარეგულირებული გვაქვს და მას შემდეგ, როდესაც მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს და დაამტკიცებს პარლამენტი, აღსრულება მოგვცემს საშუალებას, რომ ყველაზე რისკის შემცველი მოქმედებები, როგორიც არის მარიხუანას მოხმარების წახალისება, იყოს აღკვეთილი. ეს საკანონმდებლო ცვლილებები საფუძველს უყრის საშუალებას შსს-სთვის, ეფექტურად ებრძოლოს მარიხუანას არალეგალურ მოხმარებას და ამავე დროს ეფექტურად ებრძოლოს მარიხუანას მოხმარების წახალისებას, განსაკუთრებით არასრულწლოვნებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები