პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიჭვინთელი მაღალჩინოსნის 22 წლის ვაჟმა აფხაზეთში რუსი ტურისტი იმსხვერპლა - "ჩვენებს წმინდანებიც რომ დაუდგნენ წინ, ნარკოტიკზე უარს ვერ იტყვიან"
ბიჭვინთელი მაღალჩინოსნის 22 წლის ვაჟმა აფხაზეთში რუსი ტურისტი იმსხვერპლა - "ჩვენებს წმინდანებიც რომ დაუდგნენ წინ, ნარკოტიკზე უარს ვერ იტყვიან"

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში რამ­დე­ნი­მე დღეა გლო­ვო­ბენ ე.წ. პრე­მი­ერ-მი­ნისტრს გე­ნა­დი გა­გუ­ლი­ას, რო­მე­ლიც სო­ჭის აე­რო­პორ­ტი­დან სო­ხუმ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, რა დრო­საც გუ­და­უ­თა­ში ავა­რი­ა­ში მოყ­ვა და გარ­და­იც­ვა­ლა. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, შემ­ხვედრ ავ­ტო­მან­ქა­ნას 22 წლის მძღო­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მარ­თავ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ეს არ არის ერ­თა­დერ­თი ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა, რაც ბოლო დღე­ებ­ში მოხ­და - რამ­დე­ნი­მე დღის წინ ასე­ვე ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბე­ბის ქვეშ მყო­ფი მძღო­ლი, ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე რუს ტუ­რისტ ქალს და­ე­ჯა­ხა და ად­გილ­ზე მოკ­ლა. თუმ­ცა, ე.წ. აფხა­ზუ­რი მი­ლი­ცია ამ შემ­თხვე­ვას არ ახ­მა­უ­რებ­და. რისი მი­ზე­ზიც ის არის, რომ მძღო­ლი ბიჭ­ვინ­თის “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის” შვი­ლია - შე­სა­ბა­მი­სად, თა­ვი­სი გავ­ლე­ნე­ბით, შვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ად­ვი­ლად მიჩ­ქმა­ლავს.

აფხა­ზუ­რი მე­დია ბოლო დღე­ებ­ში ცდი­ლობ­და ე.წ. შსს სამ­სა­ხუ­რის­გან მი­ე­ღო ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა ხდე­ბა მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მათი დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შემ­დეგ, უწყე­ბამ მხო­ლოდ გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა:

“9 სექ­ტემ­ბერს, გვი­ან ღამე, ფსოუ-ენ­გუ­რის ტრა­სა­ზე, სო­ფელ ცან­დრიფშთან 1996 წელს გაგ­რა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და­ნი­ილ ვა­ნა­ბა, რო­მე­ლიც ავ­ტო­მან­ქა­ნა “მი­ცუ­ბი­ში გრან­დისს” არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თავ­და, ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე, 1977 წელს და­ბა­დე­ბულ მოს­კო­ვის მო­ქა­ლა­ქეს და­ე­ჯა­ხა, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. და­ნი­ილ ვა­ნა­ბას წი­ნა­აღ­დეგ, “სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე" აღიძ­რა და გა­მო­ძი­ე­ბას გაგ­რის რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა აწარ­მო­ებს” - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, არც ერთი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის შვი­ლი ან ოჯა­ხის წევ­რი, რო­მელ­მაც უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მა­სად არ დას­ჯი­ლა. ისი­ნი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ჩვე­ნე­ბას ითხო­ვენ, რათა ეს სხვე­ბის­თვი­საც მა­გა­ლი­თი გახ­დეს.

დამ­ნა­შა­ვის მამა, 55 წლის ნო­დარ ვა­ნა­ბა, გაგ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლი­ძა­ვა­ში და­ი­ბა­და და 80-იან წლებ­ში, გაგ­რა­ში, პან­სი­ო­ნატ Самшитовая роща-ში მუ­შა­ობ­და - თა­ვი­დან ტექ­ნი­კურ პერ­სო­ნა­ლად, შემ­დეგ კი მე­ქა­ნი­ზა­ცი­ის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა და­ე­ვა­ლა.

2003-2018 წლებ­ში “სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის” დაც­ვა­ში მუ­შა­ობ­და და “პოლ­კოვ­ნი­კის” წო­დე­ბა ჰქონ­და. მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტის და­სა­წყის­ში ის ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად ბიჭ­ვინ­თის რა­ი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სად და­ი­ნიშ­ნა, რა­მაც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

“მი­ლი­ცია ამ ფაქტს არ ახ­მა­უ­რებ­და, რად­გან ვა­ნა­ბა დამ­ნა­შა­ვე შვილს ხელს აფა­რებს... არ ვიცი, ოდეს­მე თუ შე­წყდე­ბა ეს კოშ­მა­რი... ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას არა­ფე­რი აში­ნებს, არც ჯვრე­ბი, არც ხა­ტე­ბი, წმინ­და­ნე­ბიც რომ და­უდ­გნენ წინ, ნარ­კო­ტიკ­ზე უარს ვერ იტყვი­ან, რად­გან წლე­ბია ასე ცხოვ­რო­ბენ, ამას ხე­და­ვენ უფ­რო­სი თა­ო­ბის­გა­ნაც და მი­აჩ­ნი­ათ, რომ ასეა სა­ჭი­რო”, - წუ­ხან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

“ხე­და­ვენ თა­ნა­ტო­ლე­ბი­სა და უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის სიკ­ვდილს, სის­ხლს, ოჯა­ხე­ბის ცრემ­ლებს, მაგ­რამ იგი­ვეს აკე­თე­ბენ... ჩვენ კი ვუ­ყუ­რებთ ამ ყვე­ლა­ფერს, ვუ­ყუ­რებთ რო­გორ კვდე­ბა ერი და ვე­რა­ფერს ვცვლით. ისევ ერთი და იგი­ვე... ამას წი­ნათ, სო­ხუმ­ში, ავ­ტო­მან­ქა­ნა დედა-შვილს და­ე­ჯა­ხა და მი­ლი­ცია ამ­ბობს, რომ დამ­ნა­შა­ვე გა­იქ­ცა. ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, სა­დაც გარ­შე­მო კა­მე­რე­ბია, მან­ქა­ნის ნო­მე­რი ვერ გა­არ­კვი­ეს?!”- წე­რენ აფხა­ზე­ბი.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის­გან გან­სხვა­ვე­ბით, შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი კრი­ტი­კით შეხ­ვდნენ სო­ხუმ­ში რუ­სუ­ლი Сбербанк-ის გა­ძარ­ცვას, რო­მე­ლიც დღი­სით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და ნიღ­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მოხ­და.

ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თქმით, ბან­კის ფი­ლი­ალ­ში, “კა­ლაშ­ნი­კო­ვით” შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შეც­ვივ­დნენ და 250 ათა­სი რუბ­ლი (2 500 დო­ლარ­ზე მეტი) ოდე­ნო­ბის თან­ხა წა­ი­ღეს, რა­საც ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თქმით, “სულ რა­ღაც ერთი წუთი, უფრო ზუს­ტად 47 წამი დას­ჭირ­და...”

ბან­კის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, თენ­გიზ ად­ლე­ი­ბა ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მან გან­გა­შის სიგ­ნალ­ზე ხე­ლის და­ჭე­რა მო­ას­წრო. შე­დე­გად ზუს­ტად 4 წუთ­ში ად­გილ­ზე გაჩ­ნდნენ დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, თუმ­ცა, მძარ­ცვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შუ­ა­დღეს ცენ­ტრა­ლუ­რი კა­რი­დან მშვი­დად გა­ვიდ­ნენ – ვე­რა­ვინ იპო­ვა.

“იმ­ხე­ლა პრო­ცენ­ტე­ბი ჰქონ­და, რომ ახია მას­ზე...”; “გვყლეფ­დნენ და სეს­ხის მო­ცე­მა­ზე მა­ინც გვახ­ვეწ­ნი­ნებ­დნენ...”; “შე­ერ­გოს წამ­ღებს - ქვე­ყა­ნას ბევ­რი არა­ფე­რი და­უ­კარ­გავს!” - წერ­დნენ აფხა­ზე­ბი. თუმ­ცა, არი­ან ისე­თე­ბიც, ვი­საც მი­აჩ­ნია, რომ შუ­ა­დღეს ბან­კის გა­ძარ­ცვა, ისე­დაც დაქ­ცე­ულ “ეკო­ნო­მი­კა­ზე” კი­დევ უფრო ცუ­დად აი­სა­ხე­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ბიჭვინთელი მაღალჩინოსნის 22 წლის ვაჟმა აფხაზეთში რუსი ტურისტი იმსხვერპლა - "ჩვენებს წმინდანებიც რომ დაუდგნენ წინ, ნარკოტიკზე უარს ვერ იტყვიან"

ბიჭვინთელი მაღალჩინოსნის 22 წლის ვაჟმა აფხაზეთში რუსი ტურისტი იმსხვერპლა - "ჩვენებს წმინდანებიც რომ დაუდგნენ წინ, ნარკოტიკზე უარს ვერ იტყვიან"

ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღეა გლოვობენ ე.წ. პრემიერ-მინისტრს გენადი გაგულიას, რომელიც სოჭის აეროპორტიდან სოხუმში მიემგზავრებოდა, რა დროსაც გუდაუთაში ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. აფხაზური მედიის ცნობით, შემხვედრ ავტომანქანას 22 წლის მძღოლი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მართავდა.

ადგილობრივების თქმით, ეს არ არის ერთადერთი ტრაგიკული შემთხვევა, რაც ბოლო დღეებში მოხდა - რამდენიმე დღის წინ ასევე ნარკოტიკული ზემოქმედებების ქვეშ მყოფი მძღოლი, ფეხით მოსიარულე რუს ტურისტ ქალს დაეჯახა და ადგილზე მოკლა. თუმცა, ე.წ. აფხაზური მილიცია ამ შემთხვევას არ ახმაურებდა. რისი მიზეზიც ის არის, რომ მძღოლი ბიჭვინთის “ადმინისტრაციის უფროსის” შვილია - შესაბამისად, თავისი გავლენებით, შვილის მონაწილეობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ადვილად მიჩქმალავს.

აფხაზური მედია ბოლო დღეებში ცდილობდა ე.წ. შსს სამსახურისგან მიეღო ინფორმაცია, თუ რა ხდება მომხდართან დაკავშირებით. მათი დიდი ძალისხმევის შემდეგ, უწყებამ მხოლოდ გუშინ გაავრცელა განცხადება:

“9 სექტემბერს, გვიან ღამე, ფსოუ-ენგურის ტრასაზე, სოფელ ცანდრიფშთან 1996 წელს გაგრაში დაბადებული დანიილ ვანაბა, რომელიც ავტომანქანა “მიცუბიში გრანდისს” არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, ქვეითად მოსიარულე, 1977 წელს დაბადებულ მოსკოვის მოქალაქეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. დანიილ ვანაბას წინააღდეგ, “სისხლის სამართლის საქმე" აღიძრა და გამოძიებას გაგრის რაიონული პროკურატურა აწარმოებს” - წერია განცხადებაში.

თუმცა, ადგილობრივების თქმით, არც ერთი მაღალჩინოსნის შვილი ან ოჯახის წევრი, რომელმაც უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, კანონის შესაბამასად არ დასჯილა. ისინი სასამართლო პროცესის ონლაინ რეჟიმში ჩვენებას ითხოვენ, რათა ეს სხვებისთვისაც მაგალითი გახდეს.

დამნაშავის მამა, 55 წლის ნოდარ ვანაბა, გაგრის რაიონის სოფელ ლიძავაში დაიბადა და 80-იან წლებში, გაგრაში, პანსიონატ Самшитовая роща-ში მუშაობდა - თავიდან ტექნიკურ პერსონალად, შემდეგ კი მექანიზაციის მეთვალყურეობა დაევალა.

2003-2018 წლებში “სახელმწიფო სამსახურის” დაცვაში მუშაობდა და “პოლკოვნიკის” წოდება ჰქონდა. მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში ის ბევრისთვის მოულოდნელად ბიჭვინთის რაიონის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.

“მილიცია ამ ფაქტს არ ახმაურებდა, რადგან ვანაბა დამნაშავე შვილს ხელს აფარებს... არ ვიცი, ოდესმე თუ შეწყდება ეს კოშმარი... ჩვენს მოსახლეობას არაფერი აშინებს, არც ჯვრები, არც ხატები, წმინდანებიც რომ დაუდგნენ წინ, ნარკოტიკზე უარს ვერ იტყვიან, რადგან წლებია ასე ცხოვრობენ, ამას ხედავენ უფროსი თაობისგანაც და მიაჩნიათ, რომ ასეა საჭირო”, - წუხან ადგილობრივები.

“ხედავენ თანატოლებისა და უდანაშაულო ადამიანების სიკვდილს, სისხლს, ოჯახების ცრემლებს, მაგრამ იგივეს აკეთებენ... ჩვენ კი ვუყურებთ ამ ყველაფერს, ვუყურებთ როგორ კვდება ერი და ვერაფერს ვცვლით. ისევ ერთი და იგივე... ამას წინათ, სოხუმში, ავტომანქანა დედა-შვილს დაეჯახა და მილიცია ამბობს, რომ დამნაშავე გაიქცა. ქალაქის ცენტრში, სადაც გარშემო კამერებია, მანქანის ნომერი ვერ გაარკვიეს?!”- წერენ აფხაზები.

ავტოსაგზაო შემთხვევისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლები კრიტიკით შეხვდნენ სოხუმში რუსული Сбербанк-ის გაძარცვას, რომელიც დღისით შეიარაღებული და ნიღბიანი ადამიანების მონაწილეობით მოხდა.

ბანკის თანამშრომლების თქმით, ბანკის ფილიალში, “კალაშნიკოვით” შეიარაღებული ადამიანები შეცვივდნენ და 250 ათასი რუბლი (2 500 დოლარზე მეტი) ოდენობის თანხა წაიღეს, რასაც ბანკის თანამშრომლების თქმით, “სულ რაღაც ერთი წუთი, უფრო ზუსტად 47 წამი დასჭირდა...”

ბანკის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, თენგიზ ადლეიბა ირწმუნება, რომ მან განგაშის სიგნალზე ხელის დაჭერა მოასწრო. შედეგად ზუსტად 4 წუთში ადგილზე გაჩნდნენ დაცვის თანამშრომლები, თუმცა, მძარცველები, რომლებიც შუადღეს ცენტრალური კარიდან მშვიდად გავიდნენ – ვერავინ იპოვა.

“იმხელა პროცენტები ჰქონდა, რომ ახია მასზე...”; “გვყლეფდნენ და სესხის მოცემაზე მაინც გვახვეწნინებდნენ...”; “შეერგოს წამღებს - ქვეყანას ბევრი არაფერი დაუკარგავს!” - წერდნენ აფხაზები. თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ შუადღეს ბანკის გაძარცვა, ისედაც დაქცეულ “ეკონომიკაზე” კიდევ უფრო ცუდად აისახება.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი