პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს საქართველოს იგივეს მოუტანს, რაც კოლუმბიასა და ავღანეთს დაემართა" - სასულიერო პირები მარიხუანას წარმოებაზე
"ეს საქართველოს იგივეს მოუტანს, რაც კოლუმბიასა და ავღანეთს დაემართა" - სასულიერო პირები მარიხუანას წარმოებაზე

ვფიქ­რობ, დიდი შეც­დო­მაა მა­რი­ხუ­ა­ნას წარ­მო­ე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ბი­უ­ჯეტ­ზე ფიქ­რობ­დნენ, მაგ­რამ ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე სა­ერ­თოდ არ უფიქ­რი­ათ, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­პატ­რი­არ­ქოს ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე მიმ­დი­ნა­რე კონ­ფე­რენ­ცი­ის და­წყე­ბამ­დე ბოდ­ბელ­მა ეპის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე ია­კობ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მა­რი­ხუ­ა­ნას წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს იგი­ვეს მო­უ­ტანს, რაც კო­ლუმ­ბი­ა­სა და ავ­ღა­ნეთს და­ე­მარ­თა.

„ჩვენ­თან არც ერთ ძა­ლო­ვან უწყე­ბას არ აქვს ისე­თი ნდო­ბის ხა­რის­ხი, რომ პლან­ტა­ცი­ე­ბის დაც­ვა ჩა­ვა­ბა­როთ. ჩანს, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წი­ნა­პი­რო­ბა იყო იმის, რომ შემ­დეგ პლან­ტა­ცი­ე­ბის სა­კი­თხი და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. შევ­ხე­დოთ და ვნა­ხავთ. ფაქ­ტე­ბი თა­ვის­თა­ვად მე­ტყვე­ლე­ბენ რა­ღა­ცა­ზე", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას ხალ­ხის ნე­ბაც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ.

„ქარ­თველ კაცს ბევ­რის მოთ­მე­ნა შე­უძ­ლია, მაგ­რამ ერთხე­ლაც შე­იძ­ლე­ბა გა­იღ­ვი­ძოს და სხვა რე­ა­ლო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდეს ბევ­რი. ჯერ ინი­ცი­ა­ტი­ვა გაჟ­ღერ­და. ალ­ბათ, მო­თელ­ვა­სა­ვით არის. არის რა­ღა­ცა, რა­საც არ დავ­თმობთ", - დას­ძი­ნა ბოდ­ბელ­მა ეპის­კო­პოს­მა.

კი­თხვა­ზე, კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი რა იქ­ნე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს მხრი­დან, მე­უ­ფემ გა­ნა­ცხა­და, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბიც იქ­ნე­ბა.

„მარ­ტო ქა­და­გე­ბა არა. საკ­მა­ოდ დიდი ძალა აქვს სა­პატ­რი­არ­ქოს, ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას და ჩვენ სა­ხელ­მწი­ფოს ნა­წი­ლი ვართ. ცალ­კე არ გან­ვი­ხი­ლავთ ჩვენ თავს. ყო­ველ­თვის და­ვუდ­გე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს ძლი­ე­რე­ბას. არა­ვის არ და­ვა­ჩაგ­ვრი­ნებთ ჩვენს ქვე­ყა­ნას", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფემ.

ეპის­კო­პოსს მი­აჩ­ნია, რომ მა­რი­ხუ­ა­ნას მო­წე­ვის გამო ადა­მი­ანს არ უნდა იჭერ­დნენ, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი ზო­მე­ბი უნდა არ­სე­ბობ­დეს, რათა მა­რი­ხუ­ა­ნას მო­წე­ვა არ ხდე­ბო­დეს სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე და არ­სე­ბობ­დეს შე­ზღუდ­ვე­ბი.

„ვინც იმას სა­უბ­რობს, რომ ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია სა­ჭი­როა, მახ­სოვს, ცო­ლებს ცვლიდ­ნენ ნარ­კო­ტი­კებ­ში. ბევ­რი და­ი­ღუ­პა მაგ სე­ნით. ოჯა­ხე­ბი გა­ა­უ­ბე­დუ­რეს", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

დღეს ნარ­კო­მა­ნია აღარ არის მხო­ლოდ ცალ­კე­ულ პირ­თა სნე­უ­ლე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, არა­მედ მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრობ­ლე­მად იქცა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის ტახ­ტის მო­საყ­დრემ, მე­უ­ფე შიო მუ­ჯირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ნარ­კო­მა­ნი­ის თე­მა­ზე მიმ­დი­ნა­რე კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მე­უ­ფე შიომ აღ­ნიშ­ნა, „ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის ილუ­ზი­ებ­ში გაქ­ცე­ვის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი გახ­ლავთ სუ­ლი­ე­რი სი­ცა­რი­ე­ლე და ცხოვ­რე­ბის აზ­რის და­კარ­გვა“.

"მე­ტად მწვა­ვე და აქ­ტუ­ა­ლუ­რია თემა, რომ­ლის­თვი­საც დღეს ჩვენ შე­ვიკ­რი­ბეთ. არ დარ­ჩე­ნი­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის არ­ცერ­თი ფენა, რო­მელ­საც ბოლო პე­რი­ოდ­ში ნარ­კო­პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი არ აღელ­ვებ­დეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ნარ­კო­მა­ნია მემ­თვრა­ლე­ო­ბის უმ­ძი­მე­სი ფორ­მაა, რომ­ლის თა­ო­ბა­ზეც ეკ­ლე­სი­ის წმინ­და მა­მებს არა­ერ­თი გა­მო­ნათ­ქვა­მი აქვთ და­ტო­ვე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, წმინ­და ბა­სი­ლი დიდი და წმინ­და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი წერ­და, რომ თრო­ბის ნება ადა­მი­ანს სუ­ლიწ­მინ­დას გა­ნა­შო­რებს და ყო­ველ­გვა­რი ბო­რო­ტე­ბის სა­წინ­და­რია და რომ არა­ვინ ისე არ აღას­რუ­ლებს ეშ­მა­კის ნე­ბას, რო­გორც მემ­თვრა­ლე. კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არქ ილია მე­ო­რე­საც არა­ერ­თხელ უთ­ქვამს, რომ „კაცი, რო­მე­ლიც კარ­გავს სუ­ლიწ­მინ­დის მადლს, კარ­გავს ყვე­ლა­ფერს ამ ქვე­ყა­ნა­ზეც და მა­რა­დი­ულ ცხოვ­რე­ბა­შიც“. ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის ილუ­ზი­ებ­ში გაქ­ცე­ვის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი გახ­ლავთ სუ­ლი­ე­რი სი­ცა­რი­ე­ლე და ცხოვ­რე­ბის აზ­რის და­კარ­გვა. დღეს ნარ­კო­მა­ნია აღარ არის მხო­ლოდ ცალ­კე­ულ პირ­თა სნე­უ­ლე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, არა­მედ მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრობ­ლე­მად იქცა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ მხრივ და­მა­ჯე­რე­ბე­ლი სტა­ტის­ტი­კა არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ პირ­ველ ად­გილ­ზეა ნარ­კო­მომ­ხმა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ამ მძი­მე ვი­თა­რე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად სა­ჭი­როა ყვე­ლა რის­კის გათ­ვლა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რის მაქ­სი­მა­ლუ­რად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა.

კონ­სტი­ტუ­ცი­ის დღის აღ­სა­ნიშ­ნავ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ ბრძა­ნა, რომ ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცია ხალ­ხს უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

ერთი და ორი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ნარ­კო­ბიზ­ნე­სის წარ­მარ­თვას აპი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვერ უნდა წყვეტ­დეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბედ-იღ­ბალს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვერც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო, რო­მელ­საც გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მი­ე­ცა, არა­მედ უნდა წყვეტ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­პატ­რი­არ­ქოს ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დე­კა­ნოზ­მა და­ვით ისა­კა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში აპი­რე­ბენ პლან­ტა­ცი­ე­ბის გა­შე­ნე­ბას იმის­თვის, რომ ეს პრო­დუქ­ცია სა­ექ­სპორ­ტოდ გა­აგ­ზავ­ნონ სა­მე­დი­ცი­ნო მოხ­მა­რე­ბის მიზ­ნით. ეს არის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის თვა­ლებ­ში ნაც­რის შეყ­რა. რე­ა­ლუ­რად, ფაქ­ტობ­რი­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ნარ­კო­ტი­კი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­სა­ღე­ბის პროგ­რა­მის ამოქ­მე­დე­ბა ხდე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ ეკ­ლე­სია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­სა­ღი ფენა ამის წი­ნა­აღ­მდე­გი ვიქ­ნე­ბით, რათა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მა­ვანთ არ მი­ე­ცეს. უკვე გა­მოჩ­ნდნენ პი­როვ­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს უწყო­ბენ და და­სა­მა­ლი აღარ არის. ით­ქვა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვინ ღე­ბუ­ლობს ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ფაქ­ტობ­რი­ვად, კო­ლუმ­ბი­ის სა­ხეს იღებს სა­ქარ­თვე­ლო.

მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა იყოს აქ­ტი­უ­რი, რად­გან ნარ­კო­მა­ნია ყვე­ლა ოჯახს კა­ტას­ტრო­ფულ შე­დე­გებს უქა­დის", - გა­ნა­ცხა­და მამა და­ვით­მა.

მი­სი­ვე თქმით, ვინც იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ამ ქვე­ყა­ნა­ში, ეს არის კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

„ერთი და ორი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ნარ­კო­ბიზ­ნე­სის წარ­მარ­თვა­სა აპი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვერ უნდა წყვეტ­დეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბედ-იღ­ბალს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვერც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო, რო­მელ­საც გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მი­ე­ცა, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ვინც იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ამ ქვე­ყა­ნა­ში, ეს არის კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ეს არის მისი ინი­ცი­ა­ტი­ვა. მან გა­ი­ტა­ნა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე. თა­ვის დრო­ზე ვერ მო­ა­ხერ­ხა პარ­ლა­მენ­ტში. სა­კი­თხი გა­და­ი­ტა­ნა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში და შე­დე­გე­ბი სა­ხე­ზეა", - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნოზ­მა და­ვით­მა.

მთავ­რო­ბას მომ­ზა­დე­ბუ­ლი აქვს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც ნე­ბა­დარ­თულს ხდის სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­რი­ხუ­ა­ნას წარ­მო­ე­ბას, ექ­სპორტზე გა­ტა­ნის მიზ­ნით - ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი და კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბი­სათ­ვის.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ გახ­და ცნო­ბი­ლი, პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფის­ში გა­მარ­თულ უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მა­ზე, შს სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა დე­პუ­ტა­ტებს სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ექ­ტის სა­მუ­შაო ვა­რი­ან­ტი გა­აც­ნეს, რო­მე­ლიც ექ­სპორტზე გა­ტა­ნის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სწო­რედ მა­რი­ხუ­ა­ნას წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­ექ­ტის სა­მუ­შაო ვა­რი­ან­ტის მი­ხედ­ვით, მა­რი­ხუ­ა­ნას წარ­მო­ე­ბა ლი­ცენ­ზი­რე­ბად საქ­მი­ა­ნო­ბად გა­მო­ცხად­დე­ბა. ამას­თან, მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნია ვერ­სია, რომ­ლის მი­ხედ­ვით, გა­მო­ცხად­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ლი­ცენ­ზი­ან­ტი კონ­კურ­სის გზით გა­მოვ­ლინ­დე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ლი­ცენ­ზიო პი­რო­ბებ­ში გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­რი­ხუ­ა­ნას წარ­მო­ე­ბის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი არე­ა­ლი, რა­ო­დე­ნო­ბა და ასე შემ­დეგ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"ეს საქართველოს იგივეს მოუტანს, რაც კოლუმბიასა და ავღანეთს დაემართა" - სასულიერო პირები მარიხუანას წარმოებაზე

"ეს საქართველოს იგივეს მოუტანს, რაც კოლუმბიასა და ავღანეთს დაემართა" - სასულიერო პირები მარიხუანას წარმოებაზე

ვფიქრობ, დიდი შეცდომაა მარიხუანას წარმოება. შეიძლება ბიუჯეტზე ფიქრობდნენ, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე საერთოდ არ უფიქრიათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის საკითხებზე მიმდინარე კონფერენციის დაწყებამდე ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განუცხადა.

მისივე თქმით, მარიხუანას წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს იგივეს მოუტანს, რაც კოლუმბიასა და ავღანეთს დაემართა.

„ჩვენთან არც ერთ ძალოვან უწყებას არ აქვს ისეთი ნდობის ხარისხი, რომ პლანტაციების დაცვა ჩავაბაროთ. ჩანს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინაპირობა იყო იმის, რომ შემდეგ პლანტაციების საკითხი დაეყენებინათ. შევხედოთ და ვნახავთ. ფაქტები თავისთავად მეტყველებენ რაღაცაზე", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას ხალხის ნებაც უნდა გაითვალისწინონ.

„ქართველ კაცს ბევრის მოთმენა შეუძლია, მაგრამ ერთხელაც შეიძლება გაიღვიძოს და სხვა რეალობაში აღმოჩნდეს ბევრი. ჯერ ინიციატივა გაჟღერდა. ალბათ, მოთელვასავით არის. არის რაღაცა, რასაც არ დავთმობთ", - დასძინა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

კითხვაზე, კონკრეტული ნაბიჯები რა იქნება საპატრიარქოს მხრიდან, მეუფემ განაცხადა, რომ კონკრეტული ნაბიჯებიც იქნება.

„მარტო ქადაგება არა. საკმაოდ დიდი ძალა აქვს საპატრიარქოს, ქართულ ეკლესიას და ჩვენ სახელმწიფოს ნაწილი ვართ. ცალკე არ განვიხილავთ ჩვენ თავს. ყოველთვის დავუდგებით სახელმწიფოს ძლიერებას. არავის არ დავაჩაგვრინებთ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა მეუფემ.

ეპისკოპოსს მიაჩნია, რომ მარიხუანას მოწევის გამო ადამიანს არ უნდა იჭერდნენ, თუმცა გარკვეული ზომები უნდა არსებობდეს, რათა მარიხუანას მოწევა არ ხდებოდეს სამუშაო ადგილებზე და არსებობდეს შეზღუდვები.

„ვინც იმას საუბრობს, რომ ლიბერალიზაცია საჭიროა, მახსოვს, ცოლებს ცვლიდნენ ნარკოტიკებში. ბევრი დაიღუპა მაგ სენით. ოჯახები გააუბედურეს", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

დღეს ნარკომანია აღარ არის მხოლოდ ცალკეულ პირთა სნეულების გამოვლინება, არამედ მთელი საზოგადოების პრობლემად იქცა, - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში, ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, „ნარკოტიკული თრობის ილუზიებში გაქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სულიერი სიცარიელე და ცხოვრების აზრის დაკარგვა“.

"მეტად მწვავე და აქტუალურია თემა, რომლისთვისაც დღეს ჩვენ შევიკრიბეთ. არ დარჩენილა საზოგადოების არცერთი ფენა, რომელსაც ბოლო პერიოდში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული მოვლენები არ აღელვებდეს. მოგეხსენებათ, ნარკომანია მემთვრალეობის უმძიმესი ფორმაა, რომლის თაობაზეც ეკლესიის წმინდა მამებს არაერთი გამონათქვამი აქვთ დატოვებული. მაგალითად, წმინდა ბასილი დიდი და წმინდა იოანე ოქროპირი წერდა, რომ თრობის ნება ადამიანს სულიწმინდას განაშორებს და ყოველგვარი ბოროტების საწინდარია და რომ არავინ ისე არ აღასრულებს ეშმაკის ნებას, როგორც მემთვრალე. კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესაც არაერთხელ უთქვამს, რომ „კაცი, რომელიც კარგავს სულიწმინდის მადლს, კარგავს ყველაფერს ამ ქვეყანაზეც და მარადიულ ცხოვრებაშიც“. ნარკოტიკული თრობის ილუზიებში გაქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სულიერი სიცარიელე და ცხოვრების აზრის დაკარგვა. დღეს ნარკომანია აღარ არის მხოლოდ ცალკეულ პირთა სნეულების გამოვლინება, არამედ მთელი საზოგადოების პრობლემად იქცა. სამწუხაროდ, ამ მხრივ დამაჯერებელი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ სპეციალისტების აზრით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ნარკომომხმარებელთა რაოდენობით. შესაბამისად, მდგომარეობა ძალიან რთულია. ამ მძიმე ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა ყველა რისკის გათვლა და სპეციალისტების აზრის მაქსიმალურად გათვალისწინება.

კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ხალხს უნდა ემსახურებოდეს", - განაცხადა მეუფე შიომ.

ერთი და ორი ადამიანი, რომელიც საკუთარი ნარკობიზნესის წარმართვას აპირებს საქართველოში, ვერ უნდა წყვეტდეს ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალს ამასთან დაკავშირებით, ვერც საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც განუსაზღვრელი უფლებამოსილება მიეცა, არამედ უნდა წყვეტდეს საზოგადოება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში დეკანოზმა დავით ისაკაძემ განუცხადა.

„საქართველოში აპირებენ პლანტაციების გაშენებას იმისთვის, რომ ეს პროდუქცია საექსპორტოდ გააგზავნონ სამედიცინო მოხმარების მიზნით. ეს არის მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. რეალურად, ფაქტობრივად საქართველოში უკვე ნარკოტიკიული საშუალებების გასაღების პროგრამის ამოქმედება ხდება. ბუნებრივია, ჩვენ ეკლესია, საზოგადოების ჯანსაღი ფენა ამის წინააღმდეგი ვიქნებით, რათა ამის საშუალება მავანთ არ მიეცეს. უკვე გამოჩნდნენ პიროვნებები, რომლებიც ხელს უწყობენ და დასამალი აღარ არის. ითქვა, გადაწყვეტილებას ვინ ღებულობს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, კოლუმბიის სახეს იღებს საქართველო.

მთელი საზოგადოება უნდა იყოს აქტიური, რადგან ნარკომანია ყველა ოჯახს კატასტროფულ შედეგებს უქადის", - განაცხადა მამა დავითმა.

მისივე თქმით, ვინც იღებს გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში, ეს არის კონკრეტული პიროვნება - ბიძინა ივანიშვილი.

„ერთი და ორი ადამიანი, რომელიც საკუთარი ნარკობიზნესის წარმართვასა აპირებს საქართველოში, ვერ უნდა წყვეტდეს ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალს ამასთან დაკავშირებით. ვერც საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც განუსაზღვრელი უფლებამოსილება მიეცა, არამედ საზოგადოება. ვინც იღებს გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში, ეს არის კონკრეტული პიროვნება ბიძინა ივანიშვილი. ეს არის მისი ინიციატივა. მან გაიტანა თავიდან ბოლომდე. თავის დროზე ვერ მოახერხა პარლამენტში. საკითხი გადაიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში და შედეგები სახეზეა", - განაცხადა დეკანოზმა დავითმა.

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. ამასთან, მსჯელობის საგანია ვერსია, რომლის მიხედვით, გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და გამარჯვებული ლიცენზიანტი კონკურსის გზით გამოვლინდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში განისაზღვრება საქართველოში მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი, რაოდენობა და ასე შემდეგ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ