ავტორი:

68 გარდაცვლილი, 165 დაჭრილი - ყველაზე სისხლიანი წელი ავღანეთში ტერაქტებით გრძელდება

68 გარდაცვლილი, 165 დაჭრილი - ყველაზე სისხლიანი წელი ავღანეთში ტერაქტებით გრძელდება

ავღანეთის აღმოსავლეთით თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა. CNN-ის ინფორმაციით, სულ მცირე 165-მა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო, მათ შორის არიან ბავშვებიც.

პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარე მომანდარას რაიონში, პოლიციის შენობასთან მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავდა, როდესაც თვითმკვლელმა ხალხის ნაკადში აიფეთქა თავი. ტერორისტის ვინაობა უცნობია.

რამდენიმე დღის წინ ქაბულში აფეთქების შედეგად 20 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 2 ჟურნალისტი იყო. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. გაეროს ანგარიშის თანახმად, ბოლო 6 თვეში თავდასხმების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა რეკორდულად დიდია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე