ავტორი:

ზაზა სარალიძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა

ზაზა სარალიძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა

ზაზა სარალიძე პრევენციის მიზნით სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ის აქციის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

ამას წინ უძღოდა სამართალდამცველებსა და ზაზა სარალიძეს შორის დაპირისპირება. აქციის მონაწილეები პარლამენტთან კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. აღნიშნულის გამო დაიწყო შეხლა-შემოხლა. სარალიძემ რამდენჯერმე სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს თემურ კუპატაძეს. დაპირისპირების დროს ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის აქციის მონაწილეებმა ადგილიდან გაიყვანეს, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩასვეს.

მას შემდეგ, რაც სარალიძე რუსთაველის გამზირიდან გაიყვანეს, კიდევ რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეები გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ პოლიციამ მათი კარვები ტერიტორიიდან გაიტანა. ამის შემდეგ კი აქციის ერთ-ერთ მონაწილე ქალსა და ქვეითად მოსიარულე მოქალაქეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი საპატრულო პოლიციამ აღმოფხვრა.

პარლამენტის შენობის წინ ამ დრომდე რჩებიან მალხაზ მაჩალიკაშვილი და აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე. გაძლიერებულია შს სამინისტროს წარმომადგენელთა რაოდენობა.

ნახეთ ვიდეო: დაპირისპირება ზაზა სარალიძესა და საპატრულო პოლიციას შორის აქციაზე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ