პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს მთავრობა, ექსპორტზე გატანის მიზნით, მარიხუანას წარმოებას დაიწყებს
საქართველოს მთავრობა, ექსპორტზე გატანის მიზნით, მარიხუანას წარმოებას დაიწყებს

მთავ­რო­ბას მომ­ზა­დე­ბუ­ლი აქვს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც ნე­ბა­დარ­თულს ხდის სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­რი­ხუ­ა­ნას წარ­მო­ე­ბას, ექ­სპორტზე გა­ტა­ნის მიზ­ნით - ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი და კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბი­სათ­ვის.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თვის“ გახ­და ცნო­ბი­ლი, პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფის­ში გა­მარ­თულ უმ­რავ­ლე­სო­ბის გუ­შინ­დელ სხდო­მა­ზე, შს სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა დე­პუ­ტა­ტებს სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ექ­ტის სა­მუ­შაო ვა­რი­ან­ტი გა­აც­ნეს, რო­მე­ლიც ექ­სპორტზე გა­ტა­ნის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სწო­რედ მა­რი­ხუ­ა­ნას წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­ექ­ტის სა­მუ­შაო ვა­რი­ან­ტის მი­ხედ­ვით, მა­რი­ხუ­ა­ნას წარ­მო­ე­ბა ლი­ცენ­ზი­რე­ბად საქ­მი­ა­ნო­ბად გა­მო­ცხად­დე­ბა. ამას­თან, მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნია ვერ­სია, რომ­ლის მი­ხედ­ვით, გა­მო­ცხად­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ლი­ცენ­ზი­ან­ტი კონ­კურ­სის გზით გა­მოვ­ლინ­დე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ლი­ცენ­ზიო პი­რო­ბებ­ში გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­რი­ხუ­ა­ნას წარ­მო­ე­ბის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი არე­ა­ლი, რა­ო­დე­ნო­ბა და ასე შემ­დეგ.

სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ცხა­რე დის­კუ­სია და კა­მა­თი გა­ი­მარ­თა. თა­ვად პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იდე­ას მხარს უჭერს.

ამა­ვე პა­კე­ტის ფარ­გლებ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბის შე­მო­ღე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის წე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. კერ­ძოდ, სკო­ლებ­ში, სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში მთავ­რო­ბა მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის აკ­რძალ­ვას გეგ­მავს. აკ­რძალ­ვა ასე­ვე გავ­რცე­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ ახლო მო­მა­ვალ­ში გავა.

იხი­ლეთ ვი­დეო: ექ­სპორტზე გა­ტა­ნის მიზ­ნით, მთავ­რო­ბა ქვე­ყა­ნა­ში მა­რი­ხუ­ა­ნას წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბას გეგ­მავს - იდე­ას მხარს ივა­ნიშ­ვი­ლი უჭერს

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

საქართველოს მთავრობა, ექსპორტზე გატანის მიზნით, მარიხუანას წარმოებას დაიწყებს

საქართველოს მთავრობა, ექსპორტზე გატანის მიზნით, მარიხუანას წარმოებას დაიწყებს

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

როგორც “ინტერპრესნიუსთვის“ გახდა ცნობილი, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. ამასთან, მსჯელობის საგანია ვერსია, რომლის მიხედვით, გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და გამარჯვებული ლიცენზიანტი კონკურსის გზით გამოვლინდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში განისაზღვრება საქართველოში მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი, რაოდენობა და ასე შემდეგ.

სააგენტოს ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცხარე დისკუსია და კამათი გაიმართა. თავად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იდეას მხარს უჭერს.

ამავე პაკეტის ფარგლებში განიხილება შეზღუდვების შემოღება მარიხუანას მოხმარების წესებთან დაკავშირებით. კერძოდ, სკოლებში, საჯარო დაწესებულებებსა და ზოგადად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მთავრობა მარიხუანას მოხმარების აკრძალვას გეგმავს. აკრძალვა ასევე გავრცელება გარკვეული პროფესიული წრეების წარმომადგენლებზე.

საკანონმდებლო პაკეტი მთავრობის სხდომაზე, სავარაუდოდ ახლო მომავალში გავა.

იხილეთ ვიდეო: ექსპორტზე გატანის მიზნით, მთავრობა ქვეყანაში მარიხუანას წარმოების დაწყებას გეგმავს - იდეას მხარს ივანიშვილი უჭერს

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ