საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფორმაცია დაკარგულ ჯარისკაცებზე, ფაშისტების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტყვეთა ბანაკიდან
ინფორმაცია დაკარგულ ჯარისკაცებზე, ფაშისტების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტყვეთა ბანაკიდან

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მი­მო­ფან­ტუ­ლი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მო­ნა­ცე­მებს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უშე­დე­გოდ ეძებ­დნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, შთა­მო­მავ­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი... AMBEBI.GE-მ სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რავ მათ­განს აპოვ­ნი­ნა უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი წი­ნაპ­რე­ბის საძ­მო საფ­ლა­ვი თუ მათი პი­რა­დი დო­კუ­მენ­ტე­ბი.

გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი მეგი სტემ­პე­ნი კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი მე­ომ­რის მო­ნა­ცე­მებს გვაწ­ვდის; აქვე გან­ვმარ­ტავთ, რომ სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, გვარ-სა­ხე­ლებ­სა და ხან­და­ხან მი­სა­მარ­თებ­შიც შე­საძ­ლოა შეც­დო­მე­ბი იყოს.

შაქ­რო რა­დი­ვი­როს ძე ყუ­რე­ში­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1908 წლის მა­ის­ში. დედა - რო­ნია ყუ­რე­ში­ძე. ტყვედ ჩა­ვარ­და: 07.12.1943 წელს, ქერჩში ბა­ნა­კი შტა­ლა­გი 12 ბ; გარ­და­იც­ვა­ლა 1944 წლის 16 ივ­ნისს.

გი­ორ­გი პლა­ტო­ნის ძე არო­ბე­ლი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1918 წლის ივ­ლის­ში, მი­სა­მარ­თი: ქ. თბი­ლი­სი, დი­დუ­ბის რა­ი­ო­ნი, ფო­თის ქუჩა, ნო­მე­რი: 9. დედა: მარო ადა­მის ძე არო­ბე­ლი­ძე/დო­ლი­ძი­სა. ტყვედ ჩა­ვარ­და: 26.06.1941 წელს. ბა­ნა­კი შტა­ლა­გი 4 ბ. გარ­და­იც­ვა­ლა: 1941 წლის 28 დე­კემ­ბერს, მი­ზე­ზი უც­ნო­ბია.

სე­ვე­რი­ან ტა­რი­ე­ლის ძე ბორ­ჩა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1909 წლის 6 იან­ვარს. მი­სა­მარ­თი: ქ. თბი­ლი­სი ორ­ჯო­ნი­კი­ძის/ ეხ­ლან­დე­ლი თევ­დო­რე მღვდლის 78. დედა: ებ­რა­ლი­ძე. პრო­ფე­სია: მზა­რე­უ­ლი. ტყვედ ჩა­ვარ­და - 1942 წლის 14 მა­ისს ქერჩში. ბა­ნა­კი შტა­ლა­გი 4 ჰ (304) გარ­და­იც­ვა­ლა - 1942 წელს 4 ოქ­ტომ­ბერს, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით.

სერ­გეი გრი­გო­რის ძე ბალ­ხა­მაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წლის 27 იან­ვარს, მი­სა­მარ­თი, პა­ტა­რა გო­რი­ჯვა­რი. მამა: ბალ­ხა­მაშ­ვი­ლი გრი­გო­რი ალექ­სან­დრეს ძე. ომამ­დე სტუ­დენ­ტი იყო, თუმ­ცა, პრო­ფე­სია და სას­წავ­ლებ­ლის და­სა­ხე­ლე­ბა ცნო­ბი­ლი არ არის, სი­მაღ­ლე: 165 სმ. თმის ფერი: შავი. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 5 ოქ­ტომ­ბერს. ბა­ნა­კი შტა­ლა­გი 4 ჰ (304) გარ­და­იც­ვა­ლა - 1942 წლის 21 იან­ვარს, მი­ზე­ზი უც­ნო­ბია.

სტე­ფა­ნე ალექ­სან­დრეს ძე ჭედ­ლიშ­ვი­ლი (სა­ვა­რა­უ­დოდ, მჭედ­ლიშ­ვი­ლი) - და­ბა­დე­ბუ­ლი 1905 წლის 15 თე­ბერ­ვალს, თბი­ლის­ში. პრო­ფე­სია: ტრაქ­ტო­რის მძღო­ლი. დედა: ოლგა ჭუ­ჭუ­ლაშ­ვი­ლი/ჭედ­ლიშ­ვი­ლი­სა. ტყვედ ჩა­ვარ­და: 15.08.1942 წელს. მისი პი­რა­დი დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ ტყვედ აყ­ვა­ნი­სა და ტყვე­თა ბა­ნაკ­ში შეყ­ვა­ნი­სას უკვე შშმ პირი იყო, თუმ­ცა, მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის, კონ­კრე­ტუ­ლად რო­გორ იყო გა­მო­ხა­ტუ­ლი. ბა­ნა­კი შტა­ლა­გი 4 ჰ (304) გარ­და­იც­ვა­ლა: 1943 წლის 10 ოქ­ტომ­ბერს.

ივა­ნე ცხო­რუ­ბაშ­ვი­ლი (სა­ვა­რა­უ­დოდ, ცხოვ­რე­ბაშ­ვი­ლი) - და­ბა­დე­ბუ­ლი 1905 წელს, ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნი, სო­ფე­ლი არ­ცე­ვი. სი­მაღ­ლე: 170; თმის ფერი: შავი. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 18 აპ­რილს; ბა­ნა­კი შტა­ლა­გი 4 ჰ (304) პი­რა­დი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ტყვე­თა ბა­ნაკ­ში შეყ­ვა­ნი­სას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უწე­რია “სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი”. გარ­და­იც­ვა­ლა 1942 წლის 31 აგ­ვის­ტოს. მი­ზე­ზი უც­ნო­ბია.

ირა­დი­ონ (სა­ვა­რა­უ­დოდ, ირო­დი­ონ) გი­ორ­გის ძე გე­ლაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1915 წელს, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჩუმ­ლაყ­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და: 08.06.1942 წელს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი 4 ბ. გარ­და­იც­ვა­ლა 1944 წლის 18 იან­ვარს. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი - ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი.

მარ­თა­ლია, ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი რამ­დე­ნი­მე მე­ომ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა ეს ბა­ნა­კი სას­ტი­კი პი­რო­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და მათ შეყ­ვა­ნი­დან მოკ­ლე ხან­ში სიკ­ვდი­ლი “და­უ­ფიქ­სი­რეს”, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი გა­უ­საძ­ლი­სი პი­რო­ბე­ბის­გან და­ი­ღუპ­ნენ, ან დახ­ვრი­ტეს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ინფორმაცია დაკარგულ ჯარისკაცებზე, ფაშისტების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტყვეთა ბანაკიდან

ინფორმაცია დაკარგულ ჯარისკაცებზე, ფაშისტების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტყვეთა ბანაკიდან

მეორე მსოფლიო ომის დროს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტული ქართველი ჯარისკაცების მონაცემებს, წლების განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ ოჯახის წევრები, შთამომავლები და ახლობლები... AMBEBI.GE-მ სხვადასხვა წყაროებისა და ფიზიკური პირების დახმარებით, ამ წლების განმავლობაში უამრავ მათგანს აპოვნინა უგზო-უკვლოდ დაკარგული წინაპრების საძმო საფლავი თუ მათი პირადი დოკუმენტები.

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მეგი სტემპენი კიდევ რამდენიმე ქართველი მეომრის მონაცემებს გვაწვდის; აქვე განვმარტავთ, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო, გვარ-სახელებსა და ხანდახან მისამართებშიც შესაძლოა შეცდომები იყოს.

შაქრო რადივიროს ძე ყურეშიძე - დაბადებული 1908 წლის მაისში. დედა - რონია ყურეშიძე. ტყვედ ჩავარდა: 07.12.1943 წელს, ქერჩში ბანაკი შტალაგი 12 ბ; გარდაიცვალა 1944 წლის 16 ივნისს.

გიორგი პლატონის ძე არობელიძე - დაბადებული 1918 წლის ივლისში, მისამართი: ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი, ფოთის ქუჩა, ნომერი: 9. დედა: მარო ადამის ძე არობელიძე/დოლიძისა. ტყვედ ჩავარდა: 26.06.1941 წელს. ბანაკი შტალაგი 4 ბ. გარდაიცვალა: 1941 წლის 28 დეკემბერს, მიზეზი უცნობია.

სევერიან ტარიელის ძე ბორჩაძე - დაბადებული 1909 წლის 6 იანვარს. მისამართი: ქ. თბილისი ორჯონიკიძის/ ეხლანდელი თევდორე მღვდლის 78. დედა: ებრალიძე. პროფესია: მზარეული. ტყვედ ჩავარდა - 1942 წლის 14 მაისს ქერჩში. ბანაკი შტალაგი 4 ჰ (304) გარდაიცვალა - 1942 წელს 4 ოქტომბერს, ტუბერკულოზით.

სერგეი გრიგორის ძე ბალხამაშვილი - დაბადებული 1919 წლის 27 იანვარს, მისამართი, პატარა გორიჯვარი. მამა: ბალხამაშვილი გრიგორი ალექსანდრეს ძე. ომამდე სტუდენტი იყო, თუმცა, პროფესია და სასწავლებლის დასახელება ცნობილი არ არის, სიმაღლე: 165 სმ. თმის ფერი: შავი. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 5 ოქტომბერს. ბანაკი შტალაგი 4 ჰ (304) გარდაიცვალა - 1942 წლის 21 იანვარს, მიზეზი უცნობია.

სტეფანე ალექსანდრეს ძე ჭედლიშვილი (სავარაუდოდ, მჭედლიშვილი) - დაბადებული 1905 წლის 15 თებერვალს, თბილისში. პროფესია: ტრაქტორის მძღოლი. დედა: ოლგა ჭუჭულაშვილი/ჭედლიშვილისა. ტყვედ ჩავარდა: 15.08.1942 წელს. მისი პირადი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ტყვედ აყვანისა და ტყვეთა ბანაკში შეყვანისას უკვე შშმ პირი იყო, თუმცა, მითითებული არ არის, კონკრეტულად როგორ იყო გამოხატული. ბანაკი შტალაგი 4 ჰ (304) გარდაიცვალა: 1943 წლის 10 ოქტომბერს.

ივანე ცხორუბაშვილი (სავარაუდოდ, ცხოვრებაშვილი) - დაბადებული 1905 წელს, ქარელის რაიონი, სოფელი არცევი. სიმაღლე: 170; თმის ფერი: შავი. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 18 აპრილს; ბანაკი შტალაგი 4 ჰ (304) პირადი დოკუმენტების მიხედვით, ტყვეთა ბანაკში შეყვანისას ჯანმრთელობის მდგომარეობაში უწერია “სრულიად ჯანმრთელი”. გარდაიცვალა 1942 წლის 31 აგვისტოს. მიზეზი უცნობია.

ირადიონ (სავარაუდოდ, იროდიონ) გიორგის ძე გელაშვილი - დაბადებული 1915 წელს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში. ტყვედ ჩავარდა: 08.06.1942 წელს. ბანაკი: შტალაგი 4 ბ. გარდაიცვალა 1944 წლის 18 იანვარს. გარდაცვალების მიზეზი - ტუბერკულოზი.

მართალია, ზემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე მეომრის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ეს ბანაკი სასტიკი პირობებით გამოირჩეოდა და მათ შეყვანიდან მოკლე ხანში სიკვდილი “დაუფიქსირეს”, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გაუსაძლისი პირობებისგან დაიღუპნენ, ან დახვრიტეს...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ