სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გამითიშოთ, მელაპარაკეთ, ვკვდები..." - ტერაქტისას გარდაცვლილი ადამიანების ბოლო სატელეფონო საუბრები
"არ გამითიშოთ, მელაპარაკეთ, ვკვდები..." - ტერაქტისას გარდაცვლილი ადამიანების ბოლო სატელეფონო საუბრები

აშშ-ში 11 სექ­ტემ­ბერს მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტი­დან 18 წელი გა­ვი­და. 2001 წელს ტე­რო­რის­ტებ­მა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლეს. მათ­მა ნა­წილ­მა სიკ­ვდი­ლის წინ ახ­ლობ­ლებ­თან და­რეკ­ვა და დამ­შვი­დო­ბე­ბა მო­ას­წრო, ნა­წილ­მა კი - სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რებს სთხო­ვა დახ­მა­რე­ბა.

სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა The Independent წერს.

მე­ლი­სა დოი

32 წლის მე­ლი­სა დოი მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში 83-ე სარ­თულ­ზე მუ­შა­ობ­და. მას შემ­დეგ, რაც თვითმფრი­ნა­ვი შე­ნო­ბას შე­ე­ჯა­ხა, ხუთ ადა­მი­ან­თან ერ­თად ოფი­სი­დან გას­ვლას ამა­ოდ ცდი­ლობ­და. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ნიუ-იორ­კის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დის­პეტ­ჩერს ესა­უბ­რა.

მას ჰკი­თხეს, ვინ­მე თუ მი­ვი­და მის და­სახ­მა­რებ­ლად :

„ჯერ­ჯე­რო­ბით, არა­ვინ, მთლი­ა­ნი სარ­თუ­ლი ინ­გრე­ვა, ია­ტაკ­ზე ვწე­ვართ და ვერ ვსუნ­თქავთ, ძა­ლი­ან ცხე­ლა, ძა­ლი­ან... შე­გიძ­ლი­ათ, არ გა­მი­თი­შოთ და მე­ლა­პა­რა­კოთ, მგო­ნია, რომ ვკვდე­ბი...“ - პა­სუ­ხობს ჩა­ნა­წერ­ში დოი.

კე­ვინ კოსგრუ­ვი

46 წლის კროსგრუ­ვი თავ­დას­ხმის შე­დე­გად იმა­ვე შე­ნო­ბა­ში ჩარ­ჩა და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ცხელ ხაზ­ზე და­რე­კა.

„ახალ­გაზ­რდე­ბი ვართ, ჯერ არ ვართ მზად სიკ­ვდი­ლის­თვის. ჩემი ცოლი ფიქ­რობს, რომ ახლა თავს კარ­გად ვგრძნობ, და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი, რომ შე­ნო­ბი­დან უკვე გავ­დი­ო­დი და კარ­გად ვარ და....“ - სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი კე­ვი­ნის ყვი­რილ­მა და­ას­რუ­ლა, შე­ნო­ბა ჩა­მო­ინ­გრა.

ბეტი ონგი

ბეტი American Airlines-ის ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, თვითმფრი­ნა­ვი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის შე­ნო­ბას შე­ე­ჯა­ხა. მან ავი­ა­კომ­პა­ნი­ას თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბის და ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბის დაჭ­რის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნა. მან სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბის თქმაც მო­ას­წრო.

მფრი­ნა­ვის კა­ბი­ნა დაბ­ლო­კი­ლია, ბიზ­ნესკლას­ში დაჭ­რი­ლე­ბი არი­ან, სუნ­თქვა გვი­ჭირს, სა­ვა­რა­უ­დოდ, გაგ­ვი­ტა­ცეს

2001 წელს, 11 სექ­ტემ­ბერს თავ­დამ­სხმე­ლებ­მა 2,997 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს.

ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ გა­ტა­ცე­ბუ­ლი ოთხი სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი­დან პირ­ვე­ლი - "ბო­ინგ- 767" ნიუ-იორკში, მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის ჩრდი­ლო­ე­თის ცა­თამბჯენს 93-ე და 99-ე სარ­თუ­ლებს შო­რის, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, 08:45 სა­ათ­ზე შე­ე­ჯა­ხა.

თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე 81 მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის - 5 ტე­რო­რის­ტი და ეკი­პა­ჟის 11 წევ­რი.

შე­ჯა­ხე­ბი­სას გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ლიფ­ტის მა­ღა­რო­დან გა­მო­სუ­ლი სი­ცხით კი, ადა­მი­ა­ნე­ბი ფო­ი­ე­ში უჰა­ე­რო­ბის გამო იღუ­პე­ბოდ­ნენ. მე­ო­რე თვითმფრი­ნა­ვი, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, 09:03 სა­ათ­ზე "ტყუ­პე­ბის" სამ­ხრეთ ცა­თამბჯენს, 77- ე და 81- ე სარ­თუ­ლებს შო­რის შე­ე­ჯა­ხა.

თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე 56 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის - ეკი­პა­ჟის 9 წევ­რი და 5 ტე­რო­რის­ტი. 09:59 სა­ათ­ზე, მცი­რე ინ­ტერ­ვა­ლე­ბით, ორი­ვე ცა­თამბჯე­ნი მთლი­ა­ნად ჩა­მო­ინ­გრა.

მე­სა­მე გა­ტა­ცე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი - "ბო­ინგ- 757" ვირ­ჯი­ნი­ის შტა­ტის ქა­ლაქ არ­ლინგტონ­ში ეჯა­ხე­ბა პენ­ტა­გო­ნის და­სავ­ლეთ ნა­წილს დი­ლის 9:37 სთ-ზე, რი­თაც შე­ი­წი­რა ბორტზე მყო­ფი 59 სი­ცო­ცხლე. შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუ­პა შე­ნო­ბა­ში მყო­ფი სამ­ხედ­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო 125 პირი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

"არ გამითიშოთ, მელაპარაკეთ, ვკვდები..." - ტერაქტისას გარდაცვლილი ადამიანების ბოლო სატელეფონო საუბრები

"არ გამითიშოთ, მელაპარაკეთ, ვკვდები..." - ტერაქტისას გარდაცვლილი ადამიანების ბოლო სატელეფონო საუბრები

აშშ-ში 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტიდან 18 წელი გავიდა. 2001 წელს ტერორისტებმა უამრავი ადამიანი იმსხვერპლეს. მათმა ნაწილმა სიკვდილის წინ ახლობლებთან დარეკვა და დამშვიდობება მოასწრო, ნაწილმა კი - სამაშველო სამსახურებს სთხოვა დახმარება.

სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერების შესახებ გამოცემა The Independent წერს.

მელისა დოი

32 წლის მელისა დოი მსოფლიო სავაჭრო ცენტრში 83-ე სართულზე მუშაობდა. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი შენობას შეეჯახა, ხუთ ადამიანთან ერთად ოფისიდან გასვლას ამაოდ ცდილობდა. გარდაცვალებამდე ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის დისპეტჩერს ესაუბრა.

მას ჰკითხეს, ვინმე თუ მივიდა მის დასახმარებლად :

„ჯერჯერობით, არავინ, მთლიანი სართული ინგრევა, იატაკზე ვწევართ და ვერ ვსუნთქავთ, ძალიან ცხელა, ძალიან... შეგიძლიათ, არ გამითიშოთ და მელაპარაკოთ, მგონია, რომ ვკვდები...“ - პასუხობს ჩანაწერში დოი.

კევინ კოსგრუვი

46 წლის კროსგრუვი თავდასხმის შედეგად იმავე შენობაში ჩარჩა და სასწრაფო დახმარების ცხელ ხაზზე დარეკა.

„ახალგაზრდები ვართ, ჯერ არ ვართ მზად სიკვდილისთვის. ჩემი ცოლი ფიქრობს, რომ ახლა თავს კარგად ვგრძნობ, დავურეკე და ვუთხარი, რომ შენობიდან უკვე გავდიოდი და კარგად ვარ და....“ - სატელეფონო საუბარი კევინის ყვირილმა დაასრულა, შენობა ჩამოინგრა.

ბეტი ონგი

ბეტი American Airlines-ის ბორტგამცილებელი იყო, თვითმფრინავი სავაჭრო ცენტრის შენობას შეეჯახა. მან ავიაკომპანიას თვითმფრინავის გატაცების და ეკიპაჟის წევრების დაჭრის შესახებ შეატყობინა. მან სხვა მნიშვნელოვანი დეტალების თქმაც მოასწრო.

მფრინავის კაბინა დაბლოკილია, ბიზნესკლასში დაჭრილები არიან, სუნთქვა გვიჭირს, სავარაუდოდ, გაგვიტაცეს

2001 წელს, 11 სექტემბერს თავდამსხმელებმა 2,997 ადამიანი მოკლეს.

ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი - "ბოინგ- 767" ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93-ე და 99-ე სართულებს შორის, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე შეეჯახა.

თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის - 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი.

შეჯახებისას გაჩენილი ხანძრის შედეგად, რამდენიმე წუთში, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, ლიფტის მაღაროდან გამოსული სიცხით კი, ადამიანები ფოიეში უჰაერობის გამო იღუპებოდნენ. მეორე თვითმფრინავი, ადგილობრივი დროით, 09:03 საათზე "ტყუპების" სამხრეთ ცათამბჯენს, 77- ე და 81- ე სართულებს შორის შეეჯახა.

თვითმფრინავის ბორტზე 56 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის - ეკიპაჟის 9 წევრი და 5 ტერორისტი. 09:59 საათზე, მცირე ინტერვალებით, ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა.

მესამე გატაცებული თვითმფრინავი - "ბოინგ- 757" ვირჯინიის შტატის ქალაქ არლინგტონში ეჯახება პენტაგონის დასავლეთ ნაწილს დილის 9:37 სთ-ზე, რითაც შეიწირა ბორტზე მყოფი 59 სიცოცხლე. შეჯახების შედეგად ადგილზევე დაიღუპა შენობაში მყოფი სამხედრო და სამოქალაქო 125 პირი.

ოქსფორდის უნივერსიტეტი ვაქცინის გამოცდას განაახლებს - რა გვერდითი მოვლენა გამოუვლინდა ერთ-ერთ მოხალისეს, რის მერეც გამოცდა შეჩერდა

ირანელი მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს - ვინ იყო ნავიდ აფკარი და რატომ გამოუტანეს უმკაცრესი სასჯელი

"განათლებულ ხალხს კორონასი გჯერათო? დაგვცინოდნენ, პირბადით რომ დავდიოდით" - საქართველოს მეზობელი ქვეყნები, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდებს ხსნის