სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემოსავლებით დატოვეს თანამდებობა განათლების სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა
რა შემოსავლებით დატოვეს თანამდებობა განათლების სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გუ­შინ, თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვეს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ებ­მა - თე­მურ მურ­ღუ­ლი­ამ და ლია გი­გა­ურ­მა. გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ ასე­ვე: შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი; გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­მარ სა­ნი­კი­ძე; მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი და ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის გენ­დი­რექ­ტო­რი მა­ნა­ნა მი­ქა­ბე­რი­ძე.

გა­მოც­დე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნულ პოსტზე გა­სულ წელს შე­მო­სავ­ლის სა­ხით, 136 339,29 ლარი მი­ი­ღო.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­მი­ნოშ­ვი­ლის ბოლო, მიმ­დი­ნა­რე წელს შევ­სე­ბულ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მი­მი­ნოშ­ვი­ლი ფლობს 340 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლსა და 900 კვ. მეტ­რის მი­წის ნაკ­ვეთს თბი­ლის­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სხვა­დას­ხვა სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე მას ჯამ­ში, 108,529.46 ლარი ჰქონ­და.

თა­მარ სა­ნი­კი­ძის შე­მო­სა­ვალ­მა კი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის პოსტზე 2017 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 55 033 ლარი შე­ად­გი­ნა. სა­ნი­კი­ძე ფლობს 91,93 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის ბი­ნას ბა­თუმ­ში; მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბილს BMW X5 (რო­მე­ლიც სხვა პირ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი). მას­ვე დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე 3 265,07 დო­ლა­რი ჰქონ­და.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ლია გი­გა­უ­რის შე­მო­სა­ვალ­მა კი წინა წელს 62 870,86 ლარი შე­ად­გი­ნა. ამას­თან, გი­გა­უ­რი ფლობს 62,52 კვ. მეტ­რის ბი­ნას თბი­ლის­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სა­ან­კო ან­გა­რი­შებ­ზე ჯამ­ში, 449,17 დო­ლა­რი; 70,84 ევრო და 5 318.24 ლარი ჰქონ­და. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რა შემოსავლებით დატოვეს თანამდებობა განათლების სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა

რა შემოსავლებით დატოვეს თანამდებობა განათლების სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა

განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, გუშინ, თანამდებობა დატოვეს განათლების მინისტრის მოადგილეებმა - თემურ მურღულიამ და ლია გიგაურმა. გათავისუფლდნენ ასევე: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი; განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორი მანანა მიქაბერიძე.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა აღნიშნულ პოსტზე გასულ წელს შემოსავლის სახით, 136 339,29 ლარი მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაცია მიმინოშვილის ბოლო, მიმდინარე წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული. დეკლარაციის მიხედვით, მიმინოშვილი ფლობს 340 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლსა და 900 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს თბილისში. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე მას ჯამში, 108,529.46 ლარი ჰქონდა.

თამარ სანიკიძის შემოსავალმა კი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოსტზე 2017 წლის განმავლობაში 55 033 ლარი შეადგინა. სანიკიძე ფლობს 91,93 კვ. მეტრი ფართობის ბინას ბათუმში; მსუბუქი ავტომობილს BMW X5 (რომელიც სხვა პირზეა გაფორმებული). მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 3 265,07 დოლარი ჰქონდა.

განათლების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის შემოსავალმა კი წინა წელს 62 870,86 ლარი შეადგინა. ამასთან, გიგაური ფლობს 62,52 კვ. მეტრის ბინას თბილისში. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას დეკლარაციის შევსების მომენტში საანკო ანგარიშებზე ჯამში, 449,17 დოლარი; 70,84 ევრო და 5 318.24 ლარი ჰქონდა. განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები