Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები
ქართული  ტელევიზიების  მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები

ვინ არი­ან ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის რე­ა­ლუ­რი მფლო­ბე­ლე­ბი, რა ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ მათ და ატა­რე­ბენ თუ არა რო­მე­ლი­მე გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი თუ ბიზ­ნეს­დაჯ­გუ­ფე­ბის ინ­ტე­რე­სებს - ეს კი­თხვე­ბი დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია. გა­დავ­ხე­დოთ, თუ რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წამ­ყვან ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში.

ჰოლ­დინ­გი „იმე­დი“

„ეს ჰოლ­დინ­გი აერ­თი­ა­ნებს ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმედს“, „მა­ესტროს“ და GDS-ს.

ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დი“ - ამ ტე­ლე­ვი­ზი­ას სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო მარ­თავს, რომ­ლის თავ­მჯდო­მა­რე არის მა­ღალ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო წრე­ებ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ირაკ­ლი რუ­ხა­ძე, მისი მო­ად­გი­ლე კი ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ინა გუ­და­ვა­ძეა. ირაკ­ლი რუ­ხა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი გავ­ლე­ნი­ა­ნი ბიზ­ნეს­მე­ნია და მსხვი­ლი ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი აქვს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. მა­გა­ლი­თად, ის „იმე­დის“ პა­რა­ლე­ლუ­რად, „ლი­ბერ­თი ბან­კის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეც არის. ასე­ვე მარ­თავს ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯა­ხის სხვა აქ­ტი­ვებ­საც. მან რამ­დე­ნი­მე თვის წინ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა, რომ სურს „ქარ­თუ ბან­კის“ შე­ძე­ნა. 2018 წლის მა­ის­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კომ­პა­ნია „ჰა­ნი­ველ პარტნერსს“, რომ­ლის მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი ბიზ­ნეს­მე­ნი ირაკ­ლი რუ­ხა­ძეა, „იმე­დის“ 100%-იანი წი­ლის შე­ძე­ნა სურ­და. რუ­ხა­ძემ ამის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ის გა­ნა­ცხა­და, რომ „მსჯე­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს“. რო­გორც ჩანს, სა­ბო­ლოო შე­თან­ხმე­ბა ვერ ან არ შედ­გა, რად­გან ამ დრო­ის­თვის „იმე­დის“ 100%-იან წილს კვლავ ინა გუ­და­ვა­ძის კომ­პა­ნია ფლობს.

„მა­ესტრო“ - დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სა­კონ­ტრო­ლო პა­კეტს ოფი­ცი­ა­ლუ­რად კვლავ გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე („უც­ნო­ბი“) ფლობს, ინა გუ­და­ვა­ძეს კი მხო­ლოდ 25% ეკუთ­ვნის. თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად “მა­ესტროც” ირაკ­ლი რუ­ხა­ძის მმარ­თვე­ლო­ბის ქვე­შაა.

„ჯი-დი-ესი“ ჰოლ­დინგ “იმე­დის” მე­სა­მე ტე­ლე­ვი­ზია. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი ინა გუ­და­ვა­ძის კომ­პა­ნი­აა. მა­ნამ­დე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ერ­თა­დერ­თი მფლო­ბე­ლი ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შვი­ლი, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი იყო.

„რუს­თა­ვი 2“

“რუს­თა­ვი 2”-ის მფლო­ბე­ლე­ბი „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი არი­ან. დღეს ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში გა­დამ­წყვე­ტი სი­ტყვა ეკუთ­ვნის რუ­სე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ნი­კო­ლოზ ნა­ყო­ფი­ას - „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის, დე­პუ­ტატ კობა ნა­ყო­ფი­ას შვილს. „რუს­თა­ვი 2“-ში მსხვი­ლი წი­ლის მფლო­ბე­ლე­ბად რჩე­ბი­ან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ძმე­ბი - ლე­ვან და გი­ორ­გი ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლე­ბი. ნი­კო­ლოზ ნა­ყო­ფი­ას ბიზ­ნე­სი ტუ­რიზ­მის სფე­რო­შიც აქვს, მა­მა­მისს კობა ნა­ყო­ფი­ას კი ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი ოქ­რო­სა და სა­სარ­გებ­ლო წი­ა­ღი­სე­უ­ლის მო­პო­ვე­ბის კომ­პა­ნი­ებ­ში ჰქონ­და და დღე­ი­სათ­ვის ერთ-ერთ მსხვილ ქარ­თველ ბიზ­ნეს­მე­ნად ით­ვლე­ბა. ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლებს ბიზ­ნე­სის დიდი ნა­წი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ აქვთ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, მათ სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბო­და ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სი ფი­ჭურ და ინ­ტერ­ნეტპ­რო­ვა­ი­დერ კომ­პა­ნი­ებ­ში.

„იბე­რია“

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ის" მე­პატ­რო­ნე თამ­ბა­ქოს მაგ­ნა­ტი ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლია. ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, „იბე­რი­ას“ ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის შვი­ლე­ბის კომ­პა­ნია ფლობს. ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის ძი­რი­თა­დი ბიზ­ნე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში თამ­ბა­ქოს იმ­პორ­ტი და წარ­მო­ე­ბაა. არის “ომე­გა ჯგუ­ფის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. გარ­და ამი­სა, ის „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი­დან“ აჭა­რის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს წევ­რია. მისი მე­უღ­ლე ნატო ჩხე­ი­ძე კი ამა­ვე პარ­ტი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტია.

„პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი“

„პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი“ ჰოლ­დინგ „პა­ლიტ­რა­მე­დი­ას“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის, რომ­ლის მფლო­ბე­ლე­ბი ირაკ­ლი თევ­დო­რაშ­ვი­ლი და ზაზა ბუ­ა­ძე არი­ან. „პა­ლიტ­რა­მე­დი­ას“ საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი სფე­რო მე­დი­ა­ბიზ­ნე­სია. მას­ში ტე­ლე­ვი­ზი­ის გარ­და, შე­დის რა­დიო, გა­ზე­თე­ბი, ჟურ­ნა­ლე­ბი და ვებ-სა­ი­ტე­ბი. ასე­ვე სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი”.

“ტვ პირ­ვე­ლი“

„ტვ პირ­ვე­ლი“ ბიზ­ნეს­მენ ავთო (ჭუტა) წე­რეთ­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ტე­ლე­ვი­ზი­ის 100%-იან წილს მისი შვი­ლი, ვახ­ტანგ (ვატო) წე­რე­თე­ლი ფლობს. ავთო წე­რე­თელს და მის ვაჟს რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნე­სი ეკუთ­ვნით, მათ­გან ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი თამ­ბა­ქოს ბიზ­ნე­სია.

ტე­ლე­კომ­პა­ნია „კავ­კა­სია“

ტე­ლე­კომ­პა­ნია „კავ­კა­სი­ის“ 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია ნინო ჯან­გი­რაშ­ვი­ლი. ჯან­გი­რაშ­ვი­ლის ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მე­დი­ა­ბიზ­ნე­სია.

„ობი­ექ­ტი­ვი“

„ობი­ექ­ტი­ვი“ პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტატ, „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ ლი­დერ ირმა ინაშ­ვილ­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­აა. თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, „ობი­ექ­ტივს“ გამ­გე­ო­ბა მარ­თავს, რო­მელ­საც ირაკ­ლი ცი­ლი­კიშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

შე­ნიშ­ვნა: აქ მოყ­ვა­ნი­ლია იმ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მფლო­ბელ­თა მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ქმნი­ან სა­ინ­ფორ­მა­ციო და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ გა­და­ცე­მებს.

ელზა წიკ­ლა­უ­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები

ქართული  ტელევიზიების  მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები

ვინ არიან ქართული ტელევიზიების რეალური მფლობელები, რა ბიზნესინტერესები აქვთ მათ და ატარებენ თუ არა რომელიმე გავლენიანი პოლიტიკური თუ ბიზნესდაჯგუფების ინტერესებს - ეს კითხვები დღესაც აქტუალურია. გადავხედოთ, თუ რა ხდება საქართველოს წამყვან ტელევიზიებში.

ჰოლდინგი „იმედი“

„ეს ჰოლდინგი აერთიანებს ტელეკომპანია „იმედს“, „მაესტროს“ და GDS-ს.

ტელეკომპანია „იმედი“ - ამ ტელევიზიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს, რომლის თავმჯდომარე არის მაღალ სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებული ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე, მისი მოადგილე კი ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძეა. ირაკლი რუხაძე საქართველოში ერთ-ერთი გავლენიანი ბიზნესმენია და მსხვილი ბიზნესინტერესები აქვს სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, ის „იმედის“ პარალელურად, „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც არის. ასევე მართავს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის სხვა აქტივებსაც. მან რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სურს „ქართუ ბანკის“ შეძენა. 2018 წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია „ჰანიველ პარტნერსს“, რომლის მმართველი პარტნიორი ბიზნესმენი ირაკლი რუხაძეა, „იმედის“ 100%-იანი წილის შეძენა სურდა. რუხაძემ ამის შესახებ მხოლოდ ის განაცხადა, რომ „მსჯელობა მიმდინარეობს“. როგორც ჩანს, საბოლოო შეთანხმება ვერ ან არ შედგა, რადგან ამ დროისთვის „იმედის“ 100%-იან წილს კვლავ ინა გუდავაძის კომპანია ფლობს.

„მაესტრო“ - დღეის მდგომარეობით ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტს ოფიციალურად კვლავ გიორგი გაჩეჩილაძე („უცნობი“) ფლობს, ინა გუდავაძეს კი მხოლოდ 25% ეკუთვნის. თუმცა, რეალურად “მაესტროც” ირაკლი რუხაძის მმართველობის ქვეშაა.

„ჯი-დი-ესი“ ჰოლდინგ “იმედის” მესამე ტელევიზია. ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ინა გუდავაძის კომპანიაა. მანამდე ტელეკომპანიის ერთადერთი მფლობელი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი იყო.

„რუსთავი 2“

“რუსთავი 2”-ის მფლობელები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული ბიზნესმენები არიან. დღეს ამ ტელეკომპანიაში გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეს ნიკოლოზ ნაყოფიას - „ნაცმოძრაობის“ წევრის, დეპუტატ კობა ნაყოფიას შვილს. „რუსთავი 2“-ში მსხვილი წილის მფლობელებად რჩებიან მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ძმები - ლევან და გიორგი ყარამანიშვილები. ნიკოლოზ ნაყოფიას ბიზნესი ტურიზმის სფეროშიც აქვს, მამამისს კობა ნაყოფიას კი ბიზნესინტერესები ოქროსა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების კომპანიებში ჰქონდა და დღეისათვის ერთ-ერთ მსხვილ ქართველ ბიზნესმენად ითვლება. ყარამანიშვილებს ბიზნესის დიდი ნაწილი საზღვარგარეთ აქვთ. რაც შეეხება საქართველოს, მათ სახელს უკავშირდებოდა ბიზნესინტერესი ფიჭურ და ინტერნეტპროვაიდერ კომპანიებში.

„იბერია“

ტელეკომპანია "იბერიის" მეპატრონე თამბაქოს მაგნატი ზაზა ოქუაშვილია. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, „იბერიას“ ზაზა ოქუაშვილის შვილების კომპანია ფლობს. ზაზა ოქუაშვილის ძირითადი ბიზნესი საქართველოში თამბაქოს იმპორტი და წარმოებაა. არის “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი. გარდა ამისა, ის „პატრიოტთა ალიანსიდან“ აჭარის უზენაესი საბჭოს წევრია. მისი მეუღლე ნატო ჩხეიძე კი ამავე პარტიიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატია.

„პალიტრანიუსი“

„პალიტრანიუსი“ ჰოლდინგ „პალიტრამედიას“ შემადგენლობაში შედის, რომლის მფლობელები ირაკლი თევდორაშვილი და ზაზა ბუაძე არიან. „პალიტრამედიას“ საქმიანობის მთავარი სფერო მედიაბიზნესია. მასში ტელევიზიის გარდა, შედის რადიო, გაზეთები, ჟურნალები და ვებ-საიტები. ასევე საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი”.

“ტვ პირველი“

„ტვ პირველი“ ბიზნესმენ ავთო (ჭუტა) წერეთლის სახელს უკავშირდება, თუმცა ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ტელევიზიის 100%-იან წილს მისი შვილი, ვახტანგ (ვატო) წერეთელი ფლობს. ავთო წერეთელს და მის ვაჟს რამდენიმე ბიზნესი ეკუთვნით, მათგან ყველაზე მთავარი თამბაქოს ბიზნესია.

ტელეკომპანია „კავკასია“

ტელეკომპანია „კავკასიის“ 100%-იანი წილის მფლობელია ნინო ჯანგირაშვილი. ჯანგირაშვილის ბიზნესსაქმიანობის მთავარი მიმართულება მედიაბიზნესია.

„ობიექტივი“

„ობიექტივი“ პარლამენტის დეპუტატ, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ირმა ინაშვილთან ასოცირებული ტელეკომპანიაა. თუმცა ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, „ობიექტივს“ გამგეობა მართავს, რომელსაც ირაკლი ცილიკიშვილი ხელმძღვანელობს.

შენიშვნა: აქ მოყვანილია იმ ტელევიზიების მფლობელთა მონაცემები, რომლებიც ქმნიან საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს.

ელზა წიკლაური

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

აჭარულ სამზარეულოს „ბელარუს 1“ გადაცემებს მიუძღვნის