საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზი "პიზასა" და ქართველი "ნიკო გაგრინსკის" სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა - აფხაზეთში "კანონიერი ქურდების" შურისძიება გრძელდება
აფხაზი "პიზასა" და ქართველი "ნიკო გაგრინსკის" სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა - აფხაზეთში "კანონიერი ქურდების" შურისძიება გრძელდება

აფხა­ზეთ­ში ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი­სა და კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის მიერ გავ­ლე­ნე­ბის­თვის ბრძო­ლამ კარ­გა ხა­ნია სა­ხი­ფა­თო მას­შტა­ბე­ბი მი­ი­ღო. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ად­გი­ლობ­რი­ვი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის", 52 წლის რაულ ბარცბას კუთ­ვნილ Range Rover-ს ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნი­დან ეს­რო­ლეს.

ბარცბა ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში "პი­ზას" მეტ­სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი და მას წლე­ბია აფხა­ზეთ­ში გავ­ლე­ნი­ან ქარ­თველ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დთან " ნი­კო­ლოზ დგე­ბუ­ა­ძეს­თან, იგი­ვე ნიკა "გაგ­რინ­სკის­თან" და­პი­რის­პი­რე­ბა აქვს. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, ბოლო შემ­თხვე­ვაც შუ­რის­ძი­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლის უკან გაგ­რე­ლი დგე­ბუ­ა­ძე და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი დგა­ნან.

გა­მო­ცე­მა primecrime.ru-ის ცნო­ბით, "პი­ზას­თვის" მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ აფხა­ზეთ­ში თან­ხე­ბი არას­წო­რად "ნა­წილ­დე­ბა". ეს ეხე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ლის რა­ი­ონს, სა­დაც შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე, ის ქა­ლა­ქის ცენ­ტრში 300-მდე თა­ვის "თა­ნა­მო­აზ­რეს­თან" ერ­თად მი­ვი­და და ქარ­თვე­ლი ქურ­დე­ბის­გან ე.წ. ობ­ში­ა­კი მო­ი­თხო­ვა, რო­მელ­საც ბარცბას გა­ლე­ლი ნა­თე­სა­ვი ჩირო შო­ნია, იგი­ვე "ჩირო გალ­სკი" ინა­ხავ­და...

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თვე­ლი "ქურ­დე­ბი" ამ თან­ხის მი­ცე­მის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი იყ­ვნენ, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ ბარცბას გალ­ში ვი­ზი­ტი შე­ტა­კე­ბის გა­რე­შე ვერ ჩა­ივ­ლი­და. თუმ­ცა მათ­თან რუ­სე­თი­დან გა­ლელ­მა კა­ხა­ბერ ფარ­ფა­ლი­ამ და­უ­რე­კა და უთხრა, რომ "პი­ზას­თვის" თან­ხა გა­და­ე­ცათ...

"ამ ამ­ბი­დან მა­ლე­ვე ით­ქვა, რომ მშვი­დო­ბა, რო­მე­ლიც ფარ­ფა­ლი­ას ძა­ლის­ხმე­ვით შე­ნარ­ჩუნ­და, დრო­ე­ბი­თი იყო, რად­გან "პი­ზას" უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი მტე­რი ჰყავს..." - წერ­დნენ აფხა­ზე­ბი.

რაულ ბარცბა და გაგ­რე­ლი ნი­კო­ლოზ დგე­ბუ­ა­ძე წლე­ბია და­პი­რის­პი­რე­ბულ ბა­ნა­კებს წარ­მო­ად­გე­ნენ, რად­გან ბარცბა და მისი მომ­ხრე­ე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ დგე­ბუ­ა­ძის გავ­ლე­ნას აფხა­ზეთ­ში, თუმ­ცა ეს უკა­ნას­კნე­ლი გავ­ლე­ნებს არ თმობ­და.

გა­სუ­ლი წლის 24 აგ­ვის­ტოს, გუ­და­უ­თა­ში ე.წ. ქურ­დე­ბის შეხ­ვედ­რი­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბის მცდე­ლო­ბა სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვით დას­რულ­და - ნიკა "გაგ­რინ­სკი" დაჭ­რეს. მა­შინ სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა კი­დევ ერთი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი", თურ­ქი რა­შად ის­მა­ი­ლო­ვიც, რო­მე­ლიც დგე­ბუ­ა­ძის და­სახ­მა­რებ­ლად გუ­და­უ­თა­ში იყო ჩა­სუ­ლი.

სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა გუ­და­უ­თა­ში ერთ-ერთი კრი­მი­ნა­ლის სახ­ლში მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ეს სახ­ლი "ნე­იტ­რა­ლუ­რია" ანუ მას­ზე "აფხა­ზუ­რი მი­ლი­ცი­ის იუ­რის­დიქ­ცია არ ვრცელ­დე­ბა".

"გუ­და­უ­თის გარ­ჩე­ვა­ზე" რუ­სე­თის რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში გავ­ლე­ნე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა საქ­მის სიმწვა­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კონ­სე­სუ­სი ვერ შედ­გა.

primecrime.ru-ს ცნო­ბით, გუ­და­უ­თის გარ­ჩე­ვა­ზე ბარცბას კრას­ნო­და­რი­სა და სტავ­რო­პო­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლი "ქურ­დე­ბი" უტევ­დნენ, მას ფი­ზი­კუ­რა­დაც გა­უს­წორ­დნენ, თუმ­ცა ბარცბამ დრო იხელ­თა და პის­ტო­ლე­ტი­დან ცე­ცხლი გახ­სნა, რა დრო­საც რა­შიდ ალი­ე­ვი, იგი­ვე "რა­შად გი­ან­ჯინ­სკი", რო­მან დმიტ­რი­ე­ვი, "რომა სტავ­რო­პოლ­სკი" და "ნიკო გაგ­რინ­სკი" და­იჭრ­ნენ.

ად­გი­ლობ­რი­ვი აფხა­ზე­ბი მა­შინ ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ამ კონ­ფლიქტს გაგ­რძე­ლე­ბა მოჰ­ყვე­ბო­და, რად­გან ნი­კო­ლოზ დგე­ბუ­ა­ძე (ნიკა "გაგ­რინ­სკი") აფხა­ზეთ­ში სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით კი არა, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" მიწ­ვე­ვით იყო ჩა­სუ­ლი. მისი ცემა კი მათი ავ­ტო­რი­ტე­ტის ხელ­ყო­ფა­საც ნიშ­ნავ­და...

ცნო­ბი­ლია, რომ რაულ ბარცბას აფხა­ზეთ­ში "მთა­ვა­რი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" ტი­ტუ­ლის მი­ღე­ბა სურს და მხო­ლოდ გუ­და­უ­თის კლა­ნის ლი­დე­რის "პო­ზი­ცია" არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს... მისი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი მტრე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­შია 46 წლის ნა­დირ სა­ლი­ფო­ვი, რო­მელ­საც მთე­ლი პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის ლი­დე­რო­ბა უნდა.

ავტორი:

აფხაზი "პიზასა" და ქართველი "ნიკო გაგრინსკის" სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა - აფხაზეთში "კანონიერი ქურდების" შურისძიება გრძელდება

აფხაზი "პიზასა" და ქართველი "ნიკო გაგრინსკის" სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა - აფხაზეთში "კანონიერი ქურდების" შურისძიება გრძელდება

აფხაზეთში ე.წ. კანონიერი ქურდებისა და კრიმინალური ავტორიტეტების მიერ გავლენებისთვის ბრძოლამ კარგა ხანია სახიფათო მასშტაბები მიიღო. რამდენიმე დღის წინ ადგილობრივი "კანონიერი ქურდის", 52 წლის რაულ ბარცბას კუთვნილ Range Rover-ს ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს.

ბარცბა ქურდულ სამყაროში "პიზას" მეტსახელით არის ცნობილი და მას წლებია აფხაზეთში გავლენიან ქართველ "კანონიერ ქურდთან " ნიკოლოზ დგებუაძესთან, იგივე ნიკა "გაგრინსკისთან" დაპირისპირება აქვს. არსებული ცნობით, ბოლო შემთხვევაც შურისძიებას უკავშირდება, რომლის უკან გაგრელი დგებუაძე და მისი თანამოაზრეები დგანან.

გამოცემა primecrime.ru-ის ცნობით, "პიზასთვის" მიუღებელია, რომ აფხაზეთში თანხები არასწორად "ნაწილდება". ეს ეხება განსაკუთრებით გალის რაიონს, სადაც შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე, ის ქალაქის ცენტრში 300-მდე თავის "თანამოაზრესთან" ერთად მივიდა და ქართველი ქურდებისგან ე.წ. ობშიაკი მოითხოვა, რომელსაც ბარცბას გალელი ნათესავი ჩირო შონია, იგივე "ჩირო გალსკი" ინახავდა...

არსებული ინფორმაციით, ქართველი "ქურდები" ამ თანხის მიცემის კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბარცბას გალში ვიზიტი შეტაკების გარეშე ვერ ჩაივლიდა. თუმცა მათთან რუსეთიდან გალელმა კახაბერ ფარფალიამ დაურეკა და უთხრა, რომ "პიზასთვის" თანხა გადაეცათ...

"ამ ამბიდან მალევე ითქვა, რომ მშვიდობა, რომელიც ფარფალიას ძალისხმევით შენარჩუნდა, დროებითი იყო, რადგან "პიზას" უკვე ძალიან ბევრი მტერი ჰყავს..." - წერდნენ აფხაზები.

რაულ ბარცბა და გაგრელი ნიკოლოზ დგებუაძე წლებია დაპირისპირებულ ბანაკებს წარმოადგენენ, რადგან ბარცბა და მისი მომხრეები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ დგებუაძის გავლენას აფხაზეთში, თუმცა ეს უკანასკნელი გავლენებს არ თმობდა.

გასული წლის 24 აგვისტოს, გუდაუთაში ე.წ. ქურდების შეხვედრისა და მოლაპარაკების მცდელობა სისხლიანი გარჩევით დასრულდა - ნიკა "გაგრინსკი" დაჭრეს. მაშინ სიკვდილს გადაურჩა კიდევ ერთი "კანონიერი ქურდი", თურქი რაშად ისმაილოვიც, რომელიც დგებუაძის დასახმარებლად გუდაუთაში იყო ჩასული.

სისხლიანი გარჩევა გუდაუთაში ერთ-ერთი კრიმინალის სახლში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ეს სახლი "ნეიტრალურია" ანუ მასზე "აფხაზური მილიციის იურისდიქცია არ ვრცელდება".

"გუდაუთის გარჩევაზე" რუსეთის რამდენიმე რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში გავლენების გადანაწილება იყო დამოკიდებული, თუმცა საქმის სიმწვავიდან გამომდინარე, კონსესუსი ვერ შედგა.

primecrime.ru-ს ცნობით, გუდაუთის გარჩევაზე ბარცბას კრასნოდარისა და სტავროპოლიდან ჩამოსული "ქურდები" უტევდნენ, მას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, თუმცა ბარცბამ დრო იხელთა და პისტოლეტიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც რაშიდ ალიევი, იგივე "რაშად გიანჯინსკი", რომან დმიტრიევი, "რომა სტავროპოლსკი" და "ნიკო გაგრინსკი" დაიჭრნენ.

ადგილობრივი აფხაზები მაშინ ვარაუდობდნენ, რომ ამ კონფლიქტს გაგრძელება მოჰყვებოდა, რადგან ნიკოლოზ დგებუაძე (ნიკა "გაგრინსკი") აფხაზეთში საკუთარი ინიციატივით კი არა, "კანონიერი ქურდების" მიწვევით იყო ჩასული. მისი ცემა კი მათი ავტორიტეტის ხელყოფასაც ნიშნავდა...

ცნობილია, რომ რაულ ბარცბას აფხაზეთში "მთავარი კანონიერი ქურდის" ტიტულის მიღება სურს და მხოლოდ გუდაუთის კლანის ლიდერის "პოზიცია" არ აკმაყოფილებს... მისი მრავალრიცხოვანი მტრების ჩამონათვალშია 46 წლის ნადირ სალიფოვი, რომელსაც მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის ლიდერობა უნდა.

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

"მდინარეში თავს მაყოფინებდნენ და მირტყამდნენ... აღიარებას ითხოვდნენ" - რას ჰყვება აფხაზეთში ნაწამები რუსი ტურისტი და როგორ ეხმაურებიან ფაქტს სოხუმში?

"ვინმეს ჰქონდა იმედი, რომ თურქეთი ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებდა?" - რა შეფასებები მოჰყვა დე ფაქტო აფხაზეთში ერდოღანის განცხადებას