მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქრისტინე ძიძიგური აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა
ქრისტინე ძიძიგური აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლედ ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი და­ი­ნიშ­ნა. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის დე­პარ­ტა­მენ­ტში სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რიზ­მის სტი­მუ­ლი­რე­ბი­სა და სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რებს გა­უ­წევს კუ­რი­რე­ბას.

„მას 7 წლი­ა­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა გა­აჩ­ნია გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო რეკ­ლა­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 2016-2017 წლებ­ში, ამე­რი­კულ, დი­ზა­ინ ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნია „ნო­მად ჰილ“-ში ის იკა­ვებ­და გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რი­სა და მრჩე­ვე­ლის პო­ზი­ცი­ას კომ­პა­ნი­ის ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­კი­თხებ­ში. ამა­ვე კომ­პა­ნი­ას ის წარ­მო­ად­გენ­და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში.

2010-2014 წლებ­ში ქრის­ტი­ნე მუ­შა­ობ­და პა­რიზ­ში ფრან­გუ­ლი მა­ღა­ლი მო­დის სა­ა­გენ­ტო­ებ­ში და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწევ­და ფრან­გუ­ლი მა­ღა­ლი მო­დის ბრენ­დებს მსოფ­ლიო მას­შტა­ბით. 2014 წლი­დან დღემ­დე ის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ „ქარ­თუ­ლი ფონ­დის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

გა­ნათ­ლე­ბით აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ახა­ლი მო­ად­გი­ლე სო­ცი­ო­ლო­გია და ფლობს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის, სო­ცი­ა­ლურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რი­სა და მა­გის­ტრის ხა­რის­ხებს სო­ცი­ო­ლო­გი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 2011-2014 წლებ­ში, მან გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო რო­ბერტ სორ­ბო­ნის სა­ხე­ლო­ბის ფრან­გუ­ლი ენი­სა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის სას­წავ­ლე­ბელ­ში. ფლობს სამ უცხო ენას - ინ­გლი­სურს, ფრან­გულ­სა და რუ­სულს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი ყო­ფი­ლი მო­დე­ლია, ის პრინც ხუან ბაგ­რა­ტი­ონ­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ქრისტინე ძიძიგური აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა

ქრისტინე ძიძიგური აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ქრისტინე ძიძიგური დაინიშნა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ის დეპარტამენტში საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირებისა და სერვისების განვითარების სამსახურებს გაუწევს კურირებას.

„მას 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია გაყიდვების მენეჯმენტისა და საერთაშორისო რეკლამის მიმართულებით. 2016-2017 წლებში, ამერიკულ, დიზაინ ტურისტულ კომპანია „ნომად ჰილ“-ში ის იკავებდა გაყიდვების მენეჯერისა და მრჩეველის პოზიციას კომპანიის ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხებში. ამავე კომპანიას ის წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

2010-2014 წლებში ქრისტინე მუშაობდა პარიზში ფრანგული მაღალი მოდის სააგენტოებში და პოპულარიზაციას უწევდა ფრანგული მაღალი მოდის ბრენდებს მსოფლიო მასშტაბით. 2014 წლიდან დღემდე ის საქველმოქმედო ფონდ „ქართული ფონდის“ თანადამფუძნებელია.

განათლებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის ახალი მოადგილე სოციოლოგია და ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებს სოციოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 2011-2014 წლებში, მან განათლება მიიღო რობერტ სორბონის სახელობის ფრანგული ენისა და ცივილიზაციის სასწავლებელში. ფლობს სამ უცხო ენას - ინგლისურს, ფრანგულსა და რუსულს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ქრისტინე ძიძიგური ყოფილი მოდელია, ის პრინც ხუან ბაგრატიონზეა დაქორწინებული.

"პანდემიის პერიოდში თავდაუზოგავად მუშაობდა..." - მარნეულში გარდაიცვალა 23 წლის ექიმი, რომელმაც კოვიდი რამდენიმე დღის წინ დაამარცხა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოს სამეფო ოჯახი ახალი წევრის მოლოდინში - პრინცი იოანე და ქრისტინე ბაგრატიონები პირველ შვილს ელოდებიან