პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზეწოლა თავისუფალ მედიაზე თუ ვალის გადაუხდელობა - რა ხდება იბერიაში?
ზეწოლა თავისუფალ მედიაზე თუ ვალის გადაუხდელობა - რა ხდება იბერიაში?

თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლა თუ ფი­ნან­სურ და­ვა­ლი­ა­ნე­ბა­ზე თა­ვის არი­დე­ბა - ტე­ლე­კომ­პა­ნია “იბე­რი­ას“ გარ­შე­მო ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გრძელ­დე­ბა. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ზე­წო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო კი კომ­პა­ნი­ის დიდ და­ვა­ლი­ა­ნე­ბა­ზე სა­უბ­რობს, რომ­ლის ჩა­მო­წე­რა­საც უწყე­ბა არ აპი­რებს.


რა ბრალ­დე­ბებს უყე­ნებს "იბე­რია" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას?

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი, ჯერ კი­დევ 7 თვის წინ და­ი­წყო. მა­შინ „იბე­რი­ას“ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, რაც მათი თქმით, მთა­ვარ დამ­ფი­ნან­სე­ბელ­ზე - „ომე­გა ჯგუფ­ზე“ ზე­წო­ლით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ „ომე­გა ჯგუფს“ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შე­უქ­მნეს:


„კომ­პა­ნია „ომე­გა ჯგუ­ფი“ დღე­საც დემ­პინ­გის მსხვერ­პლია, რაც სე­რი­ო­ზულ ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებს უქ­მნის ტე­ლე­კომ­პა­ნია „იბე­რი­ას“. არხზე მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვვა­რა­უ­დობთ, რომ ეს ხდე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იმის­თვის, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ ვე­ღარ გა­აგ­რძე­ლოს მა­უ­წყებ­ლო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კით. „იბე­რია“ არის ტე­ლე­ვი­ზია, რო­მე­ლიც ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ხდე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლი და დევ­ნის ობი­ექ­ტი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის გამო. ჩვენ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მო­ვუ­წო­დებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, აღ­კვე­თოს „ომე­გა“ ჯგუ­ფის მი­მართ მი­მარ­თუ­ლი უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბი“, - ნათ­ქვა­მი იყო ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.


ამ გან­ცხა­დე­ბას მა­შინ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლა კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხა: "ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბე­ბი სრუ­ლი აბ­სურ­დია, ამი­ტომ ამ ბრალ­დე­ბებს არ მი­ვი­ღებთ“, - გა­ნა­ცხა­და მა­შინ­დელ­მა პრე­მი­ერ­მა.


თუმ­ცა, ნა­ხე­ვა­რი წლის შემ­დეგ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ანა­ლო­გი­ურ ბრალ­დე­ბებს ისევ უყე­ნე­ბენ. ოღონდ, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ­ჯე­რად უფრო მყა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბით. ტე­ლე­კომ­პა­ნია რამ­დე­ნი­მე დღეა მა­უ­წყებ­ლო­ბის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და. დღეს არ­ხმა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით მა­უ­წყებ­ლო­ბაც შე­წყვი­ტა.


„ახლა უკვე ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და - ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან პირ­და­პირ ხდე­ბო­და მო­თხოვ­ნა, რომ მათ უნ­დო­დათ „იბე­რია“. რო­დე­საც ჩვენ ეს ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღეთ უტყუ­ა­რად, გა­მო­ვე­დით და ვთქვით, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ზე ხდე­ბო­და დარ­ტყმა. დღეს ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან გა­მო­ვე­დით, შევ­წყვი­ტეთ მა­უ­წყებ­ლო­ბა და მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ­დე მსვლე­ლო­ბა მო­ვა­წყეთ, თუმ­ცა არა­ვინ გა­მო­სუ­ლა.


რაც შე­ე­ხე­ბა და­ვა­ლი­ა­ნე­ბას, ეს სა­და­ვო თე­მაა. კომ­პა­ნი­ის ერთი დღის გა­ჩე­რე­ბის ზა­რა­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 15 მი­ლი­ო­ნია და უკვე სამ­ჯერ გა­ა­ჩე­რეს წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში. პრობ­ლე­მებს ხე­ლოვ­ნუ­რად უქ­მნი­ან, თუმ­ცა „ომე­გა ჯგუ­ფი“ გა­მოთ­ქვამს მზად­ყოფ­ნას, და­უ­წე­რონ ეს და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, მოხ­დეს მისი რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო არ მო­დის ამა­ზე.


მე­გო­ნა ამ ქვე­ყა­ნა­ში აღარ მოხ­დე­ბო­და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის გა­და­ფორ­მე­ბა და ასე წა­ღე­ბა, მაგ­რამ შევ­ცდი. ვფიქ­რობ, მალე კი­დევ უფრო ბევ­რი რამე გა­მოჩ­ნდე­ბა. ეს არის და­სა­წყი­სი კი­დევ უფრო მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და დე­ტა­ლი გა­მოჩ­ნდე­ბა, მით უმე­ტეს, რომ ლონ­დონ­ში სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო“ - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ტე­ლე­კომ­პა­ნია „იბე­რი­ას“ სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ვახო ხუზ­მი­აშ­ვილ­მა.


რას პა­სუ­ხობს "იბე­რი­ას" ბრალ­დე­ბებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა?

"იბე­რი­ას" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო. უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, "ომე­გა ჯგუ­ფი“ ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნი­აა, რო­მელ­საც 50 მი­ლი­ონ­ზე მეტი ვალი ერი­ცხე­ბა ბი­უ­ჯე­ტის წი­ნა­შე".


„ომე­გა ჯგუფ­ში“ შე­მა­ვალ, სი­გა­რე­ტის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნია შპს „ოჯთ"-ს (ომე­გა ჯგუ­ფის თამ­ბა­ქო) სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბის სა­ხით, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ერი­ცხე­ბა 51 მლნ 717 ათა­სი ლარი, რომ­ლის ძი­რი­თად ნა­წილს შე­ად­გენს თამ­ბა­ქოს ნა­წარმ­ზე აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დის გა­და­უხ­დე­ლო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლია გა­დამ­ხდე­ლის მიერ 2015-2018 წლებ­ში. ეს არის ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნია, რო­მელ­საც 50 მი­ლი­ონ­ზე მეტი ვალი ერი­ცხე­ბა ბი­უ­ჯე­ტის წი­ნა­შე. თან­ხის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო, ამ­ჟა­მად, კომ­პა­ნი­ის მი­მართ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია იძუ­ლე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი - ინ­კა­სო და ყა­და­ღა.


აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, კომ­პა­ნი­ამ ორ­ჯერ მი­მარ­თა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურს სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის­თვის (გრა­ფი­კის­თვის), რო­მე­ლიც მათი მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად გა­ფორმ­და, თუმ­ცა გა­დამ­ხდე­ლის მიერ გა­დახ­დის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, ორი­ვე გრა­ფი­კი გა­უქ­მდა კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად.


გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნი­ამ 11-ჯერ წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურს, იძუ­ლე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის არ გა­მო­ყე­ნე­ბის/გა­უქ­მე­ბის თხოვ­ნით, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მხრი­დან, რათა არ შე­ფერ­ხე­ბუ­ლი­ყო სა­წარ­მოს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. იძუ­ლე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­და­ვა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კომ­პა­ნი­ამ სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბის ნაც­ვლად, გა­ნაგ­რძო და­ვა­ლი­ა­ნე­ბის ზრდა, რის გა­მოც შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი“ - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს 7 სექ­ტემ­ბრის გან­ცხა­დე­ბა­ში.


სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით დღეს გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა. ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის თქმით, სა­ხელ­მწი­ფოს შან­ტა­ჟის ენით ვე­რა­ვინ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბა.


„სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­სო­დეს არ ყო­ფი­ლა ბიზ­ნე­სის მი­მართ ასე­თი მე­გობ­რუ­ლი და არც მე­დია ყო­ფი­ლა ასე­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი, რო­გორც ეს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­შია.


სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მინ­და გი­თხრათ, რომ მი­უ­ღე­ბე­ლია და მე ვი­ტყო­დი მეტ­საც, რომ სა­მარ­ცხვი­ნოა მე­დი­ას ამო­ფა­რე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი ბიზ­ნე­სი, რო­დე­საც თა­ვის მე­დი­ას იყე­ნებს შან­ტა­ჟის ია­რა­ღად და ცდი­ლობს, რომ გა­და­სა­ხა­დე­ბი­დან თავი აი­რი­დოს.


სა­ხელ­მწი­ფოს ვე­რა­ვინ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბა შან­ტა­ჟის ენით. ეს არის ხალ­ხის ფული და კე­თი­ლი ინე­ბონ და გა­და­ი­ხა­დონ ბი­უ­ჯეტ­ში. ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­თა­ვა­ზე­ბა იყო მათ მი­მართ, რამ­დენ­ჯერ­მე შევ­თა­ვა­ზეთ გრა­ფი­კი, თან ისე­თი, რო­გო­რიც მათ მო­ი­თხო­ვეს, მაგ­რამ არც ერთხელ არ შე­ას­რუ­ლეს. შე­სა­ბა­მი­სად, არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი ამას მე­დი­ას­თან არა აქვს, ეს არის სრუ­ლი სპე­კუ­ლა­ცია“, - აღ­ნიშ­ნა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.


რა კავ­ში­რი აქვს ლე­ვან ყი­ფი­ანს „იბე­რი­ას­თან“?

იმის ერთ-ერთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა „იბე­რი­ა­ზე“ ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლებს, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ ფა­რუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­ზეც მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დამ­ფუძ­ნებ­ლის, ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლი­სა და სპორ­ტის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ლე­ვან ყი­ფი­ა­ნის სა­უ­ბა­რია ასა­ხუ­ლი:


"ყვე­ლა გა­მო­დის - „რუს­თა­ვი 2“-ზე უა­რე­სი არი­სო „იბე­რია“... ძნე­ლია, როცა ლა­პა­რა­კობ დათ­მო­ბა­ზე, როცა ტე­ლე­ვი­ზია აგერ ასეთ ამ­ბებ­შია... მთე­ლი შენი ბი­უ­ჯე­ტიც გვკი­დია, შენი ომე­გაც და ყვე­ლა­ფე­რი... რაც იქი­დან მო­დის, ყვე­ლა­ფე­რი მი­დის იქ. ჰგო­ნი­ათ, რომ ის არის ყვე­ლა­ფე­რი.


ტე­ლე­ვი­ზია რო გაც­ვა­ლოთ რა, აი ამ პრობ­ლე­მებ­ში... მოვ­დი­ვარ კე­თი­ლი ნე­ბით და ჰა, შე­ი­ტე­ნეთ ერთ ად­გი­ლას. ეს პრობ­ლე­მე­ბი მაქვს და გა­და­მი­წყვი­ტეთ და გა­დავ­კოც­ნით ერ­თმა­ნეთს“, - ეუბ­ნე­ბა სა­ტე­ლე­ფო­ნო ფა­რულ ჩა­ნა­წერ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის.


არის თუ არა ეს ჩა­ნა­წე­რი ავ­თენ­ტუ­რი, ან რა კავ­ში­რი აქვს მას „იბე­რი­ის“ ამ­ჟა­მინ­დელ პრობ­ლე­მებ­თან, უც­ნო­ბია. თა­ვად ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს. მას­თან და­კავ­ში­რე­ბა AMBEBI.GE-მ სცა­და, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.


ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბა­ზე პა­სუხს არ აგებს ტე­ლე­კომ­პა­ნი­აც. „იბე­რი­ას“ სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ვახო ხუზ­მი­აშ­ვი­ლის თქმით, ამ გან­ცხა­დე­ბა­ზე მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას რე­ა­გი­რე­ბა უნდა მო­ეხ­დი­ნა.


"ჩა­ნა­წერ­ში ყი­ფი­ა­ნის კავ­ში­რის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია. ავ­თენ­ტუ­რო­ბა, კე­თი­ლი ინე­ბოს და პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ინ­ტე­რეს­დეს ამით. ამა­ში სულ ცოტა, ხე­ლის შეშ­ლაც იკ­ვე­თე­ბა, მაგ­რამ რა­ტომ არის პრო­კუ­რა­ტუ­რა ჩუ­მად, ვერ გე­ტყვით", - თქვა ხუზ­მი­აშ­ვილ­მა.



დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ზეწოლა თავისუფალ მედიაზე თუ ვალის გადაუხდელობა - რა ხდება იბერიაში?

ზეწოლა თავისუფალ მედიაზე თუ ვალის გადაუხდელობა - რა ხდება იბერიაში?

თავისუფალ მედიაზე ზეწოლა თუ ფინანსურ დავალიანებაზე თავის არიდება - ტელეკომპანია “იბერიას“ გარშემო ვნებათაღელვა გრძელდება. ტელეკომპანიის წარმომადგენლები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ, ფინანსთა სამინისტრო კი კომპანიის დიდ დავალიანებაზე საუბრობს, რომლის ჩამოწერასაც უწყება არ აპირებს.


რა ბრალდებებს უყენებს "იბერია" ხელისუფლებას?

ტელეკომპანიამ ფინანსურ პრობლემებზე საუბარი, ჯერ კიდევ 7 თვის წინ დაიწყო. მაშინ „იბერიას“ ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ტელეკომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს, რაც მათი თქმით, მთავარ დამფინანსებელზე - „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლით არის გამოწვეული. ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ „ომეგა ჯგუფს“ ფინანსური პრობლემები მიზანმიმართულად შეუქმნეს:


„კომპანია „ომეგა ჯგუფი“ დღესაც დემპინგის მსხვერპლია, რაც სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უქმნის ტელეკომპანია „იბერიას“. არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვვარაუდობთ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით. „იბერია“ არის ტელევიზია, რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში ხდება მიუღებელი და დევნის ობიექტი, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო. ჩვენ, ჟურნალისტები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღკვეთოს „ომეგა“ ჯგუფის მიმართ მიმართული უკანონო ქმედებები“, - ნათქვამი იყო ჟურნალისტების განცხადებაში.


ამ განცხადებას მაშინ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა და მედიაზე ზეწოლა კატეგორიულად გამორიცხა: "ჩვენი ხელისუფლების პირობებში მედიაზე ზეწოლის შესახებ ბრალდებები სრული აბსურდია, ამიტომ ამ ბრალდებებს არ მივიღებთ“, - განაცხადა მაშინდელმა პრემიერმა.


თუმცა, ნახევარი წლის შემდეგ ტელეკომპანია "იბერიის" თანამშრომლები ხელისუფლებას ანალოგიურ ბრალდებებს ისევ უყენებენ. ოღონდ, როგორც ამბობენ, ამჯერად უფრო მყარი არგუმენტებით. ტელეკომპანია რამდენიმე დღეა მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. დღეს არხმა პროტესტის ნიშნად რამდენიმე საათით მაუწყებლობაც შეწყვიტა.


„ახლა უკვე ჩვენთვის ცნობილი გახდა - ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ ხდებოდა მოთხოვნა, რომ მათ უნდოდათ „იბერია“. როდესაც ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ უტყუარად, გამოვედით და ვთქვით, რომ ტელეკომპანიაზე ხდებოდა დარტყმა. დღეს ტელევიზიიდან გამოვედით, შევწყვიტეთ მაუწყებლობა და მთავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობა მოვაწყეთ, თუმცა არავინ გამოსულა.


რაც შეეხება დავალიანებას, ეს სადავო თემაა. კომპანიის ერთი დღის გაჩერების ზარალი, დაახლოებით 15 მილიონია და უკვე სამჯერ გააჩერეს წელიწადნახევარში. პრობლემებს ხელოვნურად უქმნიან, თუმცა „ომეგა ჯგუფი“ გამოთქვამს მზადყოფნას, დაუწერონ ეს დავალიანება, მოხდეს მისი რესტრუქტურიზაცია, მაგრამ სახელმწიფო არ მოდის ამაზე.


მეგონა ამ ქვეყანაში აღარ მოხდებოდა ტელეკომპანიების გადაფორმება და ასე წაღება, მაგრამ შევცდი. ვფიქრობ, მალე კიდევ უფრო ბევრი რამე გამოჩნდება. ეს არის დასაწყისი კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებები და დეტალი გამოჩნდება, მით უმეტეს, რომ ლონდონში სამართალწარმოება დაიწყო“ - განუცხადა AMBEBI.GE-ს ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა.


რას პასუხობს "იბერიას" ბრალდებებს ხელისუფლება?

"იბერიას" ჟურნალისტების განცხადებებს გამოეხმაურა ფინანსთა სამინისტრო. უწყების ოფიციალური განცხადების მიხედვით, "ომეგა ჯგუფი“ ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც 50 მილიონზე მეტი ვალი ერიცხება ბიუჯეტის წინაშე".


„ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ"-ს (ომეგა ჯგუფის თამბაქო) საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. აღნიშნული დავალიანება დეკლარირებულია გადამხდელის მიერ 2015-2018 წლებში. ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც 50 მილიონზე მეტი ვალი ერიცხება ბიუჯეტის წინაშე. თანხის გადაუხდელობის გამო, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები - ინკასო და ყადაღა.


აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში, კომპანიამ ორჯერ მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების გადანაწილებისთვის (გრაფიკისთვის), რომელიც მათი მოთხოვნის შესაბამისად გაფორმდა, თუმცა გადამხდელის მიერ გადახდის პირობების დარღვევის გამო, ორივე გრაფიკი გაუქმდა კანონმდებლობის შესაბამისად.


გარდა ამისა, კომპანიამ 11-ჯერ წერილობით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, იძულებითი ღონისძიებების არ გამოყენების/გაუქმების თხოვნით, რომელიც გათვალისწინებული იყო შემოსავლების სამსახურის მხრიდან, რათა არ შეფერხებულიყო საწარმოს ფუნქციონირება. იძულებითი ღონისძიებების გადავადების მიუხედავად, კომპანიამ საგადასახადო დავალიანების შემცირების ნაცვლად, განაგრძო დავალიანების ზრდა, რის გამოც შემოსავლების სამსახური იძულებული გახდა გამოეყენებინა კანონით მინიჭებული ღონისძიებები“ - ნათქვამია სამინისტროს 7 სექტემბრის განცხადებაში.


საკითხთან დაკავშირებით დღეს განმარტება გააკეთა ფინანსთა მინისტრმა. ივანე მაჭავარიანის თქმით, სახელმწიფოს შანტაჟის ენით ვერავინ დაელაპარაკება.


„საქართველოს ხელისუფლება არასოდეს არ ყოფილა ბიზნესის მიმართ ასეთი მეგობრული და არც მედია ყოფილა ასეთი თავისუფალი, როგორც ეს ჩვენი ხელისუფლების პირობებშია.


სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ მიუღებელია და მე ვიტყოდი მეტსაც, რომ სამარცხვინოა მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი, როდესაც თავის მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს, რომ გადასახადებიდან თავი აირიდოს.


სახელმწიფოს ვერავინ დაელაპარაკება შანტაჟის ენით. ეს არის ხალხის ფული და კეთილი ინებონ და გადაიხადონ ბიუჯეტში. ყველანაირი შეთავაზება იყო მათ მიმართ, რამდენჯერმე შევთავაზეთ გრაფიკი, თან ისეთი, როგორიც მათ მოითხოვეს, მაგრამ არც ერთხელ არ შეასრულეს. შესაბამისად, არანაირი კავშირი ამას მედიასთან არა აქვს, ეს არის სრული სპეკულაცია“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.


რა კავშირი აქვს ლევან ყიფიანს „იბერიასთან“?

იმის ერთ-ერთ მტკიცებულებად, რომ ხელისუფლება „იბერიაზე“ ზეწოლას ახორციელებს, ტელეკომპანიამ ფარული სატელეფონო ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელზეც მათი ინფორმაციით, დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისა და სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის საუბარია ასახული:


"ყველა გამოდის - „რუსთავი 2“-ზე უარესი არისო „იბერია“... ძნელია, როცა ლაპარაკობ დათმობაზე, როცა ტელევიზია აგერ ასეთ ამბებშია... მთელი შენი ბიუჯეტიც გვკიდია, შენი ომეგაც და ყველაფერი... რაც იქიდან მოდის, ყველაფერი მიდის იქ. ჰგონიათ, რომ ის არის ყველაფერი.


ტელევიზია რო გაცვალოთ რა, აი ამ პრობლემებში... მოვდივარ კეთილი ნებით და ჰა, შეიტენეთ ერთ ადგილას. ეს პრობლემები მაქვს და გადამიწყვიტეთ და გადავკოცნით ერთმანეთს“, - ეუბნება სატელეფონო ფარულ ჩანაწერში სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილის.


არის თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური, ან რა კავშირი აქვს მას „იბერიის“ ამჟამინდელ პრობლემებთან, უცნობია. თავად ლევან ყიფიანი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. მასთან დაკავშირება AMBEBI.GE-მ სცადა, თუმცა უშედეგოდ.


ჩანაწერის ავთენტურობაზე პასუხს არ აგებს ტელეკომპანიაც. „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ვახო ხუზმიაშვილის თქმით, ამ განცხადებაზე მთავარ პროკურატურას რეაგირება უნდა მოეხდინა.


"ჩანაწერში ყიფიანის კავშირის შესახებ ყველაფერი ნათელია. ავთენტურობა, კეთილი ინებოს და პროკურატურა დაინტერესდეს ამით. ამაში სულ ცოტა, ხელის შეშლაც იკვეთება, მაგრამ რატომ არის პროკურატურა ჩუმად, ვერ გეტყვით", - თქვა ხუზმიაშვილმა.



"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ