ავტორი:

"ხალხს  ზემოდან ეძახდა, მარიხუანა მომაწოდეთო" - ბათუმში ალი და ნინოს ქანდაკებაზე 29 წლის მამაკაცი ავიდა

"ხალხს  ზემოდან ეძახდა, მარიხუანა მომაწოდეთო" - ბათუმში ალი და ნინოს ქანდაკებაზე 29 წლის მამაკაცი ავიდა

ბათუმში, ალი და ნინოს ქანდაკებაზე 29 წლის მამაკაცი ავიდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი ქვემოთ მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებდა, მისთვის მარიხუანა მიეწოდებინათ.

„შევატყობინეთ სამართალდამცველებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს. მოიყვანეს ამწე და ისე ცდილობდნენ ეს ბიჭი ქანდაკებიდან ჩამოეყვანათ. თავიდან უარს ამბობდა ჩამოსვლაზე, მაგრამ საბოლოოდ ჩამოვიდა. აქ როგორც ამბობენ, ეს ბიჭი თერჯოლიდან არის, ზედმეტსახელად „ჩაქუჩას“ ეძახიან და სოციალურ ქსელში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ვიდეოებს აქვეყნებს. ქანდაკებაზე ასულიც ხალხს ზემოდან ეძახდა, მარიხუანა მომაწოდეთო“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

29 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: "ქვევით ბიჭებს უძახდა, ვისაც მოსაწევი გაქვთ ამომიტანეთო" - ახალგაზრდა მამაკაცი ალი და ნინოს ქანდაკებაზე ავიდა