საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მშენებლობისთვის გეოლოგიურ დასკვნას შემოწმების გარეშე ყიდულობენ - ჟურნალისტური ექსპერიმენტის შოკისმომგვრელი შედეგი
მშენებლობისთვის გეოლოგიურ დასკვნას შემოწმების გარეშე ყიდულობენ - ჟურნალისტური ექსპერიმენტის შოკისმომგვრელი შედეგი

სა­ქარ­თვე­ლო­ში მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ნა­წი­ლი გე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის გა­რე­შე და ზოგ­ჯერ ყალ­ბი გე­ო­ტექ­ნი­კუ­რი დას­კვნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის "შავი ხვრე­ლე­ბის" წყა­ლო­ბით შე­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა აშენ­დეს იქ, სა­დაც მისი აგე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, მათ შო­რის - მოძ­რა­ვი გრუნ­ტე­ბი­სა და მი­წის­ქვე­შა აგ­რე­სი­უ­ლი წყლე­ბის არე­ალ­შიც, ყალ­ბი გე­ო­ტექ­ნი­კუ­რი დას­კვნის ყიდ­ვა კი 200-300 ლა­რად შე­იძ­ლე­ბა. და ეს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო სე­ის­მუ­რად სა­ხი­ფა­თო რე­გი­ონ­შია და კონ­სტრუქ­ცი­ის სე­ის­მომ­დგრა­დო­ბას სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ დღეს ვი­ღა­ცის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სი ხვალ, შე­საძ­ლოა, მო­სახ­ლე­ო­ბის სა­საკ­ლა­ოდ იქ­ცეს!

"კვი­რის პა­ლიტ­რამ" გა­და­წყვი­ტა, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა და გე­ო­ტექ­ნი­კუ­რი დას­კვნის შე­სა­ძე­ნად ინ­ტერ­ნეტ­ში სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მას მივ­მარ­თეთ. აღ­მოჩ­ნდა, რომ კვლე­ვებ­სა და სა­ინ­ჟინ­რო-გე­ო­ლო­გი­ურ დას­კვნას ბევ­რი კომ­პა­ნია თუ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მე გვთა­ვა­ზობს. პირ­ვე­ლი­ვე მი­თი­თე­ბულ ნო­მერ­ზე დავ­რე­კეთ და სა­უ­ბა­რიც ჩავ­წე­რეთ. სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის სტი­ლი და­ცუ­ლია. არც მო­სა­უბ­რის სა­ხე­ლი შეგ­ვიც­ვლია. სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ჯა­რო სივ­რცე­ში არ ვამ­ხელთ, თუმ­ცა მიგ­ვაჩ­ნია, რომ ასე­თი ქმე­დე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს და შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა რე­ა­გი­რე­ბა უნდა მო­ახ­დი­ნონ, მით უფრო, რომ რო­გორც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ამ­გვა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მას­შტა­ბუ­რი ხა­სი­ა­თი­საა.

- გა­მარ­ჯო­ბა, სან­დრო ხართ? გე­ო­ლო­გი­ურ დას­კვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გი­რე­კავთ. რო­გორც მი­თხრეს, სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბი­სას ეს სა­ბუ­თიც მჭირ­დე­ბა. მი­თხრეს, რომ შე­მიძ­ლია გთხო­ვოთ ამ სა­ბუ­თის დამ­ზა­დე­ბა და შემ­დეგ ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით გა­მო­მიგ­ზავ­ნით. რა და­მიჯ­დე­ბა?

- სად არის ტე­რი­ტო­რი­უ­ლად ნაკ­ვე­თი?

- დი­ღომ­ში, სა­სა­მარ­თლოს უკან... და­ახ­ლო­ე­ბით 700 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია...

- ეგ არა­ფე­რია, გა­კეთ­დე­ბა... რო­გო­რი სახ­ლია?

- ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი...

- ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი სარ­და­ფით?

- დიახ, სარ­და­ფით...

- რად­გან სარ­და­ფით კეთ­დე­ბა, ქალ­ბა­ტო­ნო... სამ-ნა­ხე­ვარ მეტრზე მა­ინც უნდა ჩა­ვი­დეთ სიღ­რმე­ში და გრუნ­ტის ანა­ლი­ზი უნდა ავი­ღოთ. მანდ, ალ­ბათ, ჭა­ბურ­ღი­ლი დაგ­ვჭირ­დე­ბა. მან­ქა­ნა უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ და გა­ვა­კე­თოთ.

- ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რაა? ვინც თქვე­ნი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მომ­ცა, მი­თხრა, რომ არ იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მა და მხო­ლოდ ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს. სხვა პრო­ცე­დუ­რე­ბი მინ­და ავი­ცი­ლო თა­ვი­დან.

- ნუ... თუ ისე­თი გინ­დათ გა­კეთ­დეს, ქალ­ბა­ტო­ნო, და მხო­ლოდ სა­ბუ­თის­თვის გინ­დათ... მხო­ლოდ სა­ბუ­თი რომ და­გიმ­ზა­დოთ, გად­მო­მიგ­ზავ­ნეთ მი­წის ნაკ­ვე­თის სა­კა­დას­ტრო კოდი და ამის მი­ხედ­ვით ვნა­ხავ კომ­პი­უ­ტერ­ში თქვენს ტე­რი­ტო­რი­ას, ამო­ვი­ღებ სა­კა­დას­ტრო გეგ­მას და მას­ზე ვი­თომ დავ­სვამ "შურ­ფებს". რა­ღა­ცებს გა­ვა­კე­თებ ისე, ზე­პი­რად, არც ვნა­ხავ იმ ტე­რი­ტო­რი­ას. და­ახ­ლო­ე­ბით ვიცი, რაც არის მანდ. მა­გას კი გა­გი­კე­თებთ, მაგ­რამ თუ სარ­დაფს აკე­თებთ, მანდ შე­საძ­ლე­ბე­ლია გრუნ­ტის წყლე­ბი იყოს.

- მე უნდა ავა­შე­ნო სახ­ლი და გავ­ყი­დო. შე­სა­ბა­მი­სად, მინ­და მხო­ლოდ სა­ბუ­თი, ყო­ველ­გვა­რი კვლე­ვის გა­რე­შე.

- და მშე­ნებ­ლო­ბის დროს რომ წყა­ლი ამო­ვი­დეს? მერე რას ფიქ­რობთ? წყა­ლი თუ არ არის, მა­შინ მანდ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თე­ბა, მაგ­რამ რომ იყოს?

- არა მგო­ნია, იყოს წყა­ლი, რად­გან ირ­გვლივ სულ სახ­ლე­ბია და არ­სად წყა­ლი არ არის და ჩემ­თან რა­ტომ ამო­ვა?

- კარ­გი, მა­შინ გა­ვა­კე­თოთ... მე ახლა ჩემს მე­ილს გა­მო­გიგ­ზავ­ნით და თუ ტო­პოგ­რა­ფი­აც გაქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი, სა­კა­დას­ტრო კოდ­თან ერ­თად გად­მო­მიგ­ზავ­ნეთ. 250 ლარი და­გიჯ­დე­ბათ. დღეს ოთხშა­ბა­თია და პა­რას­კე­ვის­თვის სა­ბუ­თი მზად იქ­ნე­ბა.

- თქვენ კომ­პა­ნია ხართ? პრობ­ლე­მა ხომ არ მექ­ნე­ბა თქვენ გა­ცე­მულ დას­კვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­რი­ა­ში? ლი­ცენ­ზია გაქვთ?

- არა, არა, ქალ­ბა­ტო­ნო... ინდმე­წარ­მე ვარ და ოთხი წე­ლია, ვა­კე­თებ ამ საქ­მეს და არა­ვის პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია. ბე­ჭედ­დას­მულ ელექტრო­ვერ­სი­ას მოგ­ცემთ და დის­კზე ჩა­წე­რილ­საც. არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა ამ სა­ბუთს არ ექ­ნე­ბა და არც არა­ვინ შე­მო­გე­და­ვე­ბათ...

ორი დღის შემ­დეგ თვი­თონ დაგ­ვი­რე­კა:

- თქვენ ორი დღის წინ და­მი­რე­კეთ, გე­ო­ლო­გი­უ­რი დას­კვნა გინ­დო­დათ...

- დიახ, მაგ­რამ იცით, ჩემს მე­უღ­ლეს ვე­ლა­პა­რა­კე და მთხო­ვა, გა­მე­გო, რომ მოხ­ვი­დეთ და ჩა­ა­ტა­როთ კვლე­ვა ისე, რო­გორც წესი და რი­გია, რა დაგ­ვიჯ­დე­ბა?

- ამი­ტომ გი­თხა­რით ქალ­ბა­ტო­ნო, რად­გან მანდ ისე­თი პრობ­ლე­მე­ბია, რომ შე­საძ­ლოა, შემ­დეგ იჩი­ნოს თავი. ამი­ტომ მანდ ერთი ბურ­ღი რომ მო­ვიყ­ვა­ნოთ და 3-4 მეტ­რამ­დე რომ გავ­ბურ­ღოთ და ზუს­ტად გა­ვი­გოთ, რა არის, ამას 200 ლარი სჭირ­დე­ბა. თუ მი­წის­ქვე­შა წყა­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა, კი­დევ 100 ლარი და­ე­მა­ტე­ბა. ძვი­რი ღირს წყლის აგ­რე­სი­უ­ლო­ბა­ზე ერთი ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა. მანდ თა­ბა­ში­რი­ა­ნი თი­ხე­ბია, რო­მე­ლიც ბე­ტონ­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს, რე­აქ­ცი­ა­ში შე­დის და მის დაშ­ლას იწ­ვევს. ამ შემ­თხვე­ვა­ში კონ­სტრუქ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბი­სას უნდა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მარ­კის ბე­ტო­ნი, რო­მელ­ზეც მი­წის­ქვე­შა აგ­რე­სი­უ­ლი წყლე­ბი გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს. მოკ­ლედ, 500 ლარი და­გიჯ­დე­ბათ სულ. რო­გორც გი­თხა­რით, თუ მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად გინ­დათ სა­ბუ­თი, 250 ლარი ღირს, ხოლო თუ ისე, რო­გორც სა­ჭი­როა - 500 ლარი. ასეც კეთ­დე­ბა და ისეც. არც ერთი არ ვართ ან­გე­ლო­ზე­ბი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

koxtapiso
0

ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ტოპოგრაფიული გეგმა რითაც ავიცილებთ ხარვეზებს.

ავტორი:

მშენებლობისთვის გეოლოგიურ დასკვნას შემოწმების გარეშე ყიდულობენ - ჟურნალისტური ექსპერიმენტის შოკისმომგვრელი შედეგი

მშენებლობისთვის გეოლოგიურ დასკვნას შემოწმების გარეშე ყიდულობენ - ჟურნალისტური ექსპერიმენტის შოკისმომგვრელი შედეგი

საქართველოში მშენებლობების ნაწილი გეოლოგიური კვლევის გარეშე და ზოგჯერ ყალბი გეოტექნიკური დასკვნების საფუძველზე მიმდინარეობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ კანონმდებლობის "შავი ხვრელების" წყალობით შენობა შეიძლება აშენდეს იქ, სადაც მისი აგება დაუშვებელია, მათ შორის - მოძრავი გრუნტებისა და მიწისქვეშა აგრესიული წყლების არეალშიც, ყალბი გეოტექნიკური დასკვნის ყიდვა კი 200-300 ლარად შეიძლება. და ეს მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სეისმურად სახიფათო რეგიონშია და კონსტრუქციის სეისმომდგრადობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სპეციალისტები ამბობენ, რომ დღეს ვიღაცისთვის მომგებიანი სამშენებლო ბიზნესი ხვალ, შესაძლოა, მოსახლეობის სასაკლაოდ იქცეს!

"კვირის პალიტრამ" გადაწყვიტა, ჟურნალისტური ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და გეოტექნიკური დასკვნის შესაძენად ინტერნეტში საძიებო სისტემას მივმართეთ. აღმოჩნდა, რომ კვლევებსა და საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას ბევრი კომპანია თუ ინდივიდუალური მეწარმე გვთავაზობს. პირველივე მითითებულ ნომერზე დავრეკეთ და საუბარიც ჩავწერეთ. სატელეფონო საუბრის სტილი დაცულია. არც მოსაუბრის სახელი შეგვიცვლია. სხვა ინფორმაციას საჯარო სივრცეში არ ვამხელთ, თუმცა მიგვაჩნია, რომ ასეთი ქმედება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შესაბამისმა ორგანოებმა რეაგირება უნდა მოახდინონ, მით უფრო, რომ როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, ამგვარი მოქმედებები მასშტაბური ხასიათისაა.

- გამარჯობა, სანდრო ხართ? გეოლოგიურ დასკვნასთან დაკავშირებით გირეკავთ. როგორც მითხრეს, სახლის მშენებლობისას ეს საბუთიც მჭირდება. მითხრეს, რომ შემიძლია გთხოვოთ ამ საბუთის დამზადება და შემდეგ ელექტრონული ფოსტით გამომიგზავნით. რა დამიჯდება?

- სად არის ტერიტორიულად ნაკვეთი?

- დიღომში, სასამართლოს უკან... დაახლოებით 700 კვადრატული მეტრია...

- ეგ არაფერია, გაკეთდება... როგორი სახლია?

- ორსართულიანი...

- ორსართულიანი სახლი სარდაფით?

- დიახ, სარდაფით...

- რადგან სარდაფით კეთდება, ქალბატონო... სამ-ნახევარ მეტრზე მაინც უნდა ჩავიდეთ სიღრმეში და გრუნტის ანალიზი უნდა ავიღოთ. მანდ, ალბათ, ჭაბურღილი დაგვჭირდება. მანქანა უნდა მივიყვანოთ და გავაკეთოთ.

- ეს აუცილებელი პროცედურაა? ვინც თქვენი ტელეფონის ნომერი მომცა, მითხრა, რომ არ იქნება პრობლემა და მხოლოდ ელექტრონული ფოსტით შეიძლება გაკეთდეს. სხვა პროცედურები მინდა ავიცილო თავიდან.

- ნუ... თუ ისეთი გინდათ გაკეთდეს, ქალბატონო, და მხოლოდ საბუთისთვის გინდათ... მხოლოდ საბუთი რომ დაგიმზადოთ, გადმომიგზავნეთ მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი და ამის მიხედვით ვნახავ კომპიუტერში თქვენს ტერიტორიას, ამოვიღებ საკადასტრო გეგმას და მასზე ვითომ დავსვამ "შურფებს". რაღაცებს გავაკეთებ ისე, ზეპირად, არც ვნახავ იმ ტერიტორიას. დაახლოებით ვიცი, რაც არის მანდ. მაგას კი გაგიკეთებთ, მაგრამ თუ სარდაფს აკეთებთ, მანდ შესაძლებელია გრუნტის წყლები იყოს.

- მე უნდა ავაშენო სახლი და გავყიდო. შესაბამისად, მინდა მხოლოდ საბუთი, ყოველგვარი კვლევის გარეშე.

- და მშენებლობის დროს რომ წყალი ამოვიდეს? მერე რას ფიქრობთ? წყალი თუ არ არის, მაშინ მანდ ყველაფერს გავაკეთება, მაგრამ რომ იყოს?

- არა მგონია, იყოს წყალი, რადგან ირგვლივ სულ სახლებია და არსად წყალი არ არის და ჩემთან რატომ ამოვა?

- კარგი, მაშინ გავაკეთოთ... მე ახლა ჩემს მეილს გამოგიგზავნით და თუ ტოპოგრაფიაც გაქვთ გაკეთებული, საკადასტრო კოდთან ერთად გადმომიგზავნეთ. 250 ლარი დაგიჯდებათ. დღეს ოთხშაბათია და პარასკევისთვის საბუთი მზად იქნება.

- თქვენ კომპანია ხართ? პრობლემა ხომ არ მექნება თქვენ გაცემულ დასკვნასთან დაკავშირებით მერიაში? ლიცენზია გაქვთ?

- არა, არა, ქალბატონო... ინდმეწარმე ვარ და ოთხი წელია, ვაკეთებ ამ საქმეს და არავის პრობლემა არ ჰქონია. ბეჭედდასმულ ელექტროვერსიას მოგცემთ და დისკზე ჩაწერილსაც. არავითარი პრობლემა ამ საბუთს არ ექნება და არც არავინ შემოგედავებათ...

ორი დღის შემდეგ თვითონ დაგვირეკა:

- თქვენ ორი დღის წინ დამირეკეთ, გეოლოგიური დასკვნა გინდოდათ...

- დიახ, მაგრამ იცით, ჩემს მეუღლეს ველაპარაკე და მთხოვა, გამეგო, რომ მოხვიდეთ და ჩაატაროთ კვლევა ისე, როგორც წესი და რიგია, რა დაგვიჯდება?

- ამიტომ გითხარით ქალბატონო, რადგან მანდ ისეთი პრობლემებია, რომ შესაძლოა, შემდეგ იჩინოს თავი. ამიტომ მანდ ერთი ბურღი რომ მოვიყვანოთ და 3-4 მეტრამდე რომ გავბურღოთ და ზუსტად გავიგოთ, რა არის, ამას 200 ლარი სჭირდება. თუ მიწისქვეშა წყალი აღმოჩნდება, კიდევ 100 ლარი დაემატება. ძვირი ღირს წყლის აგრესიულობაზე ერთი ანალიზის გაკეთება. მანდ თაბაშირიანი თიხებია, რომელიც ბეტონზე ცუდად მოქმედებს, რეაქციაში შედის და მის დაშლას იწვევს. ამ შემთხვევაში კონსტრუქციის მშენებლობისას უნდა იყოს გამოყენებული განსაკუთრებული მარკის ბეტონი, რომელზეც მიწისქვეშა აგრესიული წყლები გავლენას ვერ მოახდენს. მოკლედ, 500 ლარი დაგიჯდებათ სულ. როგორც გითხარით, თუ მხოლოდ ფორმალურად გინდათ საბუთი, 250 ლარი ღირს, ხოლო თუ ისე, როგორც საჭიროა - 500 ლარი. ასეც კეთდება და ისეც. არც ერთი არ ვართ ანგელოზები. განაგრძეთ კითხვა