კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეთიუ ბრაიზა - სიკვდილამდე დარწმუნებული ვიქნები, რომ 2008 წელს რუსულმა მხარემ გაისროლა პირველმა და საქართველოს მოუწია პასუხის გაცემა
მეთიუ ბრაიზა - სიკვდილამდე დარწმუნებული ვიქნები, რომ 2008 წელს რუსულმა მხარემ გაისროლა პირველმა და საქართველოს მოუწია პასუხის გაცემა

სიკ­ვდი­ლამ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი, რომ სწო­რედ რუ­სულ­მა მხა­რემ გა­ის­რო­ლა პირ­ველ­მა, რომ სწო­რედ ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი ის­როდ­ნენ რუს მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბის ზურგს ამო­ფა­რე­ბუ­ლე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს, ბო­ლოს და ბო­ლოს, მო­უ­წია პა­სუ­ხის გა­ცე­მა, - ასე აფა­სებს 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომს „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ინ­ტერ­ვი­უ­ში სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ყო­ფი­ლი თა­ნა­შემ­წე მე­თიუ ბრა­ი­ზა.

მე­თიუ ბრა­ი­ზას შე­ფა­სე­ბით, მა­შინ, პრე­ზი­დენტ ბუშს, ისე­ვე რო­გორც მის თით­ქმის ყვე­ლა ნა­ტო­ელ მე­გო­ბარს სჯე­რო­და, რომ რუ­სეთ­თან უფრო მეტი სა­ერ­თო ჰქონ­დათ, რომ რუ­სე­თი იზი­ა­რებ­და და­სავ­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს.

„პრე­ზი­დენტ ბუშს, რო­მელ­საც დიდ პა­ტივს ვცემ, ჯერ კი­დევ არ ეს­მო­და, თუ რას უმ­ზა­დებ­და პუ­ტი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს. ვფიქ­რობ, პრე­ზი­დენტ ბუშს, ისე­ვე რო­გორც მის თით­ქმის ყვე­ლა ნა­ტო­ელ კო­ლე­გას, სწამ­და და თან თავ­საც აჯე­რებ­და, რომ რუ­სეთ­თან უფრო მეტი სა­ერ­თო გვქონ­და, ვიდ­რე ეს რე­ა­ლუ­რად აღ­მოჩ­ნდა - რომ რუ­სე­თი იზი­ა­რებ­და და­სავ­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის წევ­რო­ბას ეს­წრა­ფო­და - არც ერთი ეს ვა­რა­უ­დი არ გა­მარ­თლდა. პრე­ზი­დენტ ბუშს რომ სცოდ­ნო­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ლო­ოდ უკ­რა­ი­ნის მოვ­ლე­ნებ­თან მიგ­ვიყ­ვან­და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რად ხის­ტი იქ­ნე­ბო­და პუ­ტინ­თან და ეტყო­და, რა მოჰ­ყვე­ბო­და წი­თე­ლი ხა­ზის გა­და­ბი­ჯე­ბას. მაგ­რამ პრობ­ლე­მა ის არის, რომ იმ დროს ჩვენ ჯერ კი­დევ არ გვქონ­და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ზუს­ტი პო­ლი­ტი­კა და გეგ­მა, თუ რო­გორ მო­ვიქ­ცე­ო­დით, თუ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან შე­ტო­პავ­და“,- აცხა­დებს ბრა­ი­ზა.

მი­სი­ვე თქმით, მსოფ­ლი­ო­ში არ ეგუ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც არ უპა­სუ­ხებ­და სა­კუ­თარ სუ­ვე­რე­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სე­პა­რა­ტის­ტულ თავ­დას­ხმას.

ბრა­ი­ზა აცხა­დებს, რომ 2008 წელს, „პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის აზრი არ ჰქონ­და იმის ჩა­გო­ნე­ბას, რომ არ გა­ე­ტა­რე­ბი­ნა ის პო­ლი­ტი­კა, რის­თვი­საც ხალ­ხმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­იყ­ვა­ნა“.

„ჩვენ შე­ვიკ­რი­ბეთ თეთრ სახ­ლში და ნა­ტო­ელ მო­კავ­ში­რე­ებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან ერ­თად შე­ვი­მუ­შა­ვეთ ახა­ლი სამ­შვი­დო­ბო გეგ­მა. ეს იყო 2008 წლის მა­ის­ში - სწო­რედ მა­შინ გა­ვი­აზ­რეთ, რომ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის აზრი არ ჰქონ­და იმის ჩა­გო­ნე­ბას, რომ არ გა­ე­ტა­რე­ბი­ნა ის პო­ლი­ტი­კა, რის­თვი­საც ხალ­ხმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­იყ­ვა­ნა - ის ნა­წი­ლობ­რივ ხალ­ხმა აირ­ჩია იმი­ტომ, რომ ქვე­ყა­ნა გა­ე­ერ­თი­ა­ნე­ბი­ნა. გა­ვი­აზ­რეთ, რომ ჩვე­ნი ჩა­გო­ნე­ბე­ბი, მოთ­მე­ნით მჯდა­რი­ყო, ნიშ­ნავ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის და სა­ზო­გა­დოდ სა­ქარ­თვე­ლოს ჩა­ყე­ნე­ბას გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში - ჩვე­ნი მსგავ­სი პო­ლი­ტი­კით ის რჩე­ბო­და უმ­ძი­მე­სი არ­ჩევ­ნის წი­ნა­შე: ან უნდა დას­თან­ხმე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის და ნა­წი­ლობ­რივ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­კარ­გვას, პა­რა­ლე­ლუ­რად უნდა გა­მოს­თხო­ვე­ბო­და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­ში სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ხილ­ვის იმედს, ან კი­დევ რუ­სეთ­თან ომში ჩაბ­მუ­ლი­ყო. რო­დე­საც ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­აზ­რეთ, ვი­მე­დოვ­ნებ­დით, რომ მეტი დრო გვექ­ნე­ბო­და, ამ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გეგ­მის ასა­მუ­შა­ვებ­ლად, მაგ­რამ დრო არ გვე­ყო. სიკ­ვდი­ლამ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი, რომ სწო­რედ რუ­სულ­მა მხა­რემ გა­ის­რო­ლა პირ­ველ­მა, რომ სწო­რედ ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი ის­როდ­ნენ რუს მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბის ზურგს ამო­ფა­რე­ბუ­ლე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს, ბო­ლოს და ბო­ლოს, მო­უ­წია პა­სუ­ხის გა­ცე­მა. მსოფ­ლი­ოს რო­მე­ლი პრე­ზი­დენ­ტი არ უპა­სუ­ხებ­და სა­კუ­თარ სუ­ვე­რე­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სე­პა­რა­ტის­ტულ თავ­დას­ხმას?”- აცხა­დებს ბრა­ი­ზა „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

მეთიუ ბრაიზა - სიკვდილამდე დარწმუნებული ვიქნები, რომ 2008 წელს რუსულმა მხარემ გაისროლა პირველმა და საქართველოს მოუწია პასუხის გაცემა

მეთიუ ბრაიზა - სიკვდილამდე დარწმუნებული ვიქნები, რომ 2008 წელს რუსულმა მხარემ გაისროლა პირველმა და საქართველოს მოუწია პასუხის გაცემა

სიკვდილამდე დარწმუნებული ვიქნები, რომ სწორედ რუსულმა მხარემ გაისროლა პირველმა, რომ სწორედ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მშვიდობისმყოფელები ისროდნენ რუს მშვიდობისმყოფელების ზურგს ამოფარებულები და საქართველოს, ბოლოს და ბოლოს, მოუწია პასუხის გაცემა, - ასე აფასებს 2008 წლის აგვისტოს ომს „კვირის პალიტრასთან“ინტერვიუში სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა.

მეთიუ ბრაიზას შეფასებით, მაშინ, პრეზიდენტ ბუშს, ისევე როგორც მის თითქმის ყველა ნატოელ მეგობარს სჯეროდა, რომ რუსეთთან უფრო მეტი საერთო ჰქონდათ, რომ რუსეთი იზიარებდა დასავლურ ღირებულებებს.

„პრეზიდენტ ბუშს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ჯერ კიდევ არ ესმოდა, თუ რას უმზადებდა პუტინი საქართველოს. ვფიქრობ, პრეზიდენტ ბუშს, ისევე როგორც მის თითქმის ყველა ნატოელ კოლეგას, სწამდა და თან თავსაც აჯერებდა, რომ რუსეთთან უფრო მეტი საერთო გვქონდა, ვიდრე ეს რეალურად აღმოჩნდა - რომ რუსეთი იზიარებდა დასავლურ ღირებულებებს და ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის წევრობას ესწრაფოდა - არც ერთი ეს ვარაუდი არ გამართლდა. პრეზიდენტ ბუშს რომ სცოდნოდა, ეს ყველაფერი საბოლოოდ უკრაინის მოვლენებთან მიგვიყვანდა, დარწმუნებული ვარ, ბევრად ხისტი იქნებოდა პუტინთან და ეტყოდა, რა მოჰყვებოდა წითელი ხაზის გადაბიჯებას. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ იმ დროს ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონდა ჩამოყალიბებული ზუსტი პოლიტიკა და გეგმა, თუ როგორ მოვიქცეოდით, თუ რუსეთი საქართველოში ძალიან შეტოპავდა“,- აცხადებს ბრაიზა.

მისივე თქმით, მსოფლიოში არ ეგულება პრეზიდენტი, რომელიც არ უპასუხებდა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტულ თავდასხმას.

ბრაიზა აცხადებს, რომ 2008 წელს, „პრეზიდენტ სააკაშვილისთვის აზრი არ ჰქონდა იმის ჩაგონებას, რომ არ გაეტარებინა ის პოლიტიკა, რისთვისაც ხალხმა ხელისუფლებაში მოიყვანა“.

„ჩვენ შევიკრიბეთ თეთრ სახლში და ნატოელ მოკავშირეებსა და საქართველოს მთავრობასთან ერთად შევიმუშავეთ ახალი სამშვიდობო გეგმა. ეს იყო 2008 წლის მაისში - სწორედ მაშინ გავიაზრეთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის აზრი არ ჰქონდა იმის ჩაგონებას, რომ არ გაეტარებინა ის პოლიტიკა, რისთვისაც ხალხმა ხელისუფლებაში მოიყვანა - ის ნაწილობრივ ხალხმა აირჩია იმიტომ, რომ ქვეყანა გაეერთიანებინა. გავიაზრეთ, რომ ჩვენი ჩაგონებები, მოთმენით მჯდარიყო, ნიშნავდა სააკაშვილის და საზოგადოდ საქართველოს ჩაყენებას გამოუვალ მდგომარეობაში - ჩვენი მსგავსი პოლიტიკით ის რჩებოდა უმძიმესი არჩევნის წინაშე: ან უნდა დასთანხმებოდა საქართველოს სუვერენული ტერიტორიის და ნაწილობრივ დამოუკიდებლობის დაკარგვას, პარალელურად უნდა გამოსთხოვებოდა ჩრდილოატლანტიკურ თანამეგობრობაში საკუთარი ქვეყნის ხილვის იმედს, ან კიდევ რუსეთთან ომში ჩაბმულიყო. როდესაც ეს ყველაფერი გავიაზრეთ, ვიმედოვნებდით, რომ მეტი დრო გვექნებოდა, ამ დიპლომატიური გეგმის ასამუშავებლად, მაგრამ დრო არ გვეყო. სიკვდილამდე დარწმუნებული ვიქნები, რომ სწორედ რუსულმა მხარემ გაისროლა პირველმა, რომ სწორედ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მშვიდობისმყოფელები ისროდნენ რუს მშვიდობისმყოფელების ზურგს ამოფარებულები და საქართველოს, ბოლოს და ბოლოს, მოუწია პასუხის გაცემა. მსოფლიოს რომელი პრეზიდენტი არ უპასუხებდა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტულ თავდასხმას?”- აცხადებს ბრაიზა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

იხილეთ სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები