ავტორი:

რომელი გეგმური ოპერაციები და რა თანხით უფინანსდებათ პაციენტებს საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში

რომელი გეგმური ოპერაციები და რა თანხით უფინანსდებათ პაციენტებს საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, 2013 წლის 28 თებერვლიდან მოქმედებს. პროგრამა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასთან ერთად ქირურგიულ მომსახურებასაც ითვალისწინებს და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს სხვადასხვა სახის ოპერაცია უფინანსდებათ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეები არიან:

  • საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები;
  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები
  • ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და თავშესაფრის მაძიებელი პირები
  • გარდა 1 იანვრის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული, საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული და იმ ბრალდებული/მსჯავრდებული პირებისა, რომლებიც იმყოფებიან პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (აღნიშნული პირები განსხვავებული სამედიცინო მომსახურებით სარგებლობენ)

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სტატუსის მქონე პირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსხვავებული სახის ოპერაციები უფინანსდებათ. უფრო კონკრეტულად, პირებს, რომელთა ოჯახებიც „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არიან რეგისტრირებულები და მინიჭებული აქვთ 70 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულა, რამდენიმე გეგმური ქირურგიული ოპერაცია უფინანსდებათ, რომელთა ღირებულება მაქსიმუმ 15 000 ლარია. კერძოდ, ონკოქირურგიული, კარდიოქირურგიული და სხვა ქირურგიული ოპერაციები მათ 70%-იანი თანადაფინანსებით უტარდებათ.

რაც შეეხება 6-დან 17 წლის ჩათვლით ასაკის პირებს, მათაც ისეთი ტიპის ოპერაციები უფინანსდებათ, რომელთა ღირებულებაც 15 000 ლარს არ აღემატება. აღნიშნული ასაკის პირებს ონკოქირურგიული და კარდიოქირურგიული ოპერაციები 100%-იანი დაფინანსებით, სხვა გეგმური ქირურგიული ოპერაციები კი 70%-იანი დაფინანსებით უტარდებათ. მათ, ვისაც წლიურად 40 000 ლარზე ნაკლები და თვიურად 1 000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ, 15 000 ლარამდე ღირებულების მქონე ონკოქირურგიული, კარდიოქირურგიული და სხვა გეგმური ოპერაციები 70%-იანი დაფინანსებით უტარდებათ.

მათაც, ვისი თვიური შემოსავალი 1 000 ლარზე ნაკლებია ან სხვა პირებს, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ოპერაციები 70%-ით უფინანსდებათ. ვეტერანებს, რომლებიც ჩამოთვლილთაგან განსხვავებული პაკეტით სარგებლობენ, გეგმური ქირურგიული ოპერაციები 100%-ით უფინანსდებათ, ამავე სადაზღვევო სისტემით სარგებლობენ საპენსიო ასაკის პირებიც.

0-5 წლის ბავშვებს ონკოქირურგიული და კარდიოქირურგიული ოპერაციები 100%-ით, ხოლო სხვა გეგმური ოპერაციები 80%-ით უფინანსდებათ. დაფინანსებას შშმ ბავშვებიც ამავე პრინციპით იღებენ. ონკოქირურგიული და კარდიოქირურგიული ოპერაციები და სხვა გეგმური ოპერაციები მკვეთრად გამოხატულ შშმპ პირებსა და სტუდენტებს სახელმწიფო 80%-ით უფინანსებთ, მკვეთრად გამოხატულ შშმპ და საპენსიო ასაკის ვეტერანებს კი 100%-ით.

2017 წლის 1 იანვრიდან პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარი და მეტია, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მომსახურება პროგრამის მხოლოდ შემდეგი კომპონენტების ფარგლებში:

  • მშობიარობა/საკეისრო კვეთა და მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული მომსახურება
  • ინფექციური დაავადებებების მართვა (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი 1.7.1 მიხედვით)

ასევე, პროგრამით გათვალისწინებული სრული მომსახურებით სარგებლობენ საპენსიო ასაკის პირები, მათი შემოსავლისა და დაზღვევის სტატუსის მიუხედავად.

გარდა ამისა, თუ 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართულ პირს ამა თუ იმ მიზეზით შეუწყდა სადაზღვევო კონტრაქტი, ამ შემთხვევაში მოქალაქე ჩაერთვება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და გარდამავალ პერიოდში მიიღებს კონკრეტული ტიპის შესაბამისი ე.წ. მინიმალური პაკეტის პირობებით გათვალისწინებულ სამედიცინო მომსახურებას, მოსარგებლეთა კატეგორიის მიხედვით.

ცნობისთვის, გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის, პაციენტს შეუძლია დარეგისტრირდეს სურვილის მიხედვით შერჩეულ ნებისმიერ დაწესებულებაში, ამასთან რეგისტრაციის შეცვლა შესაძლებელია 2 თვეში ერთხელ.

პროგრამით მოსარგებლე პირს უფლება აქვს, რომ რეგისტრირებული იყოს მხოლოდ ერთ კლინიკაში - გეგმური ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში. თუმცა, გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მისაღებად, არ არსებობს რაიმე შეზღუდვა სამედიცინო დაწესებულების არჩევისას.

"მე ვარ ეპიდ-კონტაქტი "ქორწილის კლასტერიდან", თავს ვალდებულად ვთვლი სიცხადე შემოვიტანო სიტუაციაში"

ქუთაისში "ვენდისის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - სარესტორნო ქსელში 32-ე სკოლის თანამშრომლები იმყოფებოდნენ

დაცვის პოლიციის თანამშრომელს, რომელიც სახელმწიფო ქონების სააგენტოს შენობას იცავს, კორონავირუსი დაუდასტურდა