ავტორი:

Victoria’s Secret-ის ახალი ანგელოზი ვინი ჰარლოუ გახდა

Victoria’s Secret-ის ახალი ანგელოზი ვინი ჰარლოუ გახდა

24 წლის კანადელი მოდელი ვინი ჰარლოუ Victoria’s Secret-ის ანგელოზი გახდა და ბრენდის შოუში მიიღებს მონაწილეობას, ინფორმაციას ELLE ავრცელებს.

მოდელმა სიახლე თაყვანისმცემლებს „ინსტაგრამის“ საშუალებით გაუზიარა. სოციალურ ქსელში ვინიმ განათავსა ვიდეო, სადაც სიხარულისგან ტირილს ვერ იკავებს. თეთრეულის მწარმოებელი ბრენდის შოუში მონაწილეობას ის ნოემბერში მიიღებს, პოდიუმზე ბელა ჰადიდთან, ბარბარა პალვინთან, ლეომი ანდერსონთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად გამოჩნდება.

ვინი „ინსტაგრამზე“ წერს, რომ კონკურსის წინ ის იმდენად ნერვიულობდა, რომ მძღოლს სთხოვა, „გზა გაეგრძელებინა, რომ მოსამზადებლად მეტი დრო ჰქონოდა“.

ვინი ვიტილიგოთი დაავადებული პირველი მოდელი იქნება, რომელიც ასეთ ცნობილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

ნახეთ ვიდეო : Victoria’s Secret-ის ახალი ანგელოზი ვინი ჰარლოუ გახდა

ჯო ბაიდენს ძაღლი მოუკვდა - რა ინფორმაციას ავრცელებს თეთრი სახლი

სკანდალი მინსკი-თბილისის ავიარეისზე - ქართველი მგზავრები ნასვამ თანამემამულეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

რონალდუს ეფექტი? - პორტუგალიელი ვარსკვლავის ქმედების შემდეგ, კოკა-კოლას აქციების ფასი დაეცა და კომპანიამ მილიარდობით დოლარი იზარალა