ავტორი:

ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - თერთმეტმეტრიანი დარტყმა მსაჯმა უსამართლოდ დანიშნა

ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - თერთმეტმეტრიანი დარტყმა მსაჯმა უსამართლოდ დანიშნა

ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიქსუ პაატელაინენი მიიჩნევს, რომ 9 სექტემბრის შეხვედრაში თერთმეტმეტრიანი დარტყმა მსაჯმა უსამართლოდ დანიშნა. როგორც პაატელაინენმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ პენალტის დანიშვნის მომენტში ისიმულიანტა და მსაჯი უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყო. მთლიანობაში მწვრთნელი საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილია.

"მსურს ჩემი გუნდი შევაქო თავდადებისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის თამაშით. სწორედ ისე ვითამაშეთ, როგორც დაგეგმილი გვქონდა. ვნანობ, რომ დავმარცხდით, უკმაყოფილო ვარ, თუმცა ჩემი გადასაწყვეტი არ არის, რატომ დაინიშნა თერთმეტმეტრიანი. საქართველო ჯგუფში ფავორიტია. ქართველი ფეხბურთელები ძლიერ ევროპულ ნაკრებებში თამაშობენ, თუმცა ყველას აქვს შესაძლებლობა წარმატების მიღწევის.

მიმაჩნია, რომ უსამართლოდ დაინიშნა პენალტი. მსაჯი უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყო ამ სიტუაციაში. მიმაჩნია, რომ თერთმეტრიანი არ იყო", - განაცხადა მწვრთნელმა.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეორე ტურში მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის 77-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა თერთმეტრიანი დარტყმის შედეგად გაიტანა.

ნახეთ ვიდეო: პენალტი, რომელმაც საქართველოს ნაკრებს ლატვიასთან გამარჯვება მოუტანა - 1:0

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ