ავტორი:

მატჩის პარალელურად "დინამო არენას" ცენტრალურ შესასვლელთან აქცია იმართება - რა ვითარებაა ადგილზე

მატჩის პარალელურად "დინამო არენას" ცენტრალურ შესასვლელთან აქცია იმართება - რა ვითარებაა ადგილზე

"დინამო არენას" ცენტრალურ შესასვლელთან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აქციას მართავენ. ორგანიზატორთა განცხადებით, ისინი აპროტესტებენ ლგბტ პროპაგანდას, რომელსაც მათი თქმით, სპორტსმენებიც მხარს უჭერენ.

აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ყოველივე ამან მიიღო პროპაგანდის ხასიათი, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაც ფეხბურთელ გურამ კაშიას მხრიდან ლგბტ დროშის ფერებიანი სამკლაურის გაკეთება იყო, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციამაც დაუჭირა მხარი. მედიასთან საუბრისას აქციის ორგანიზატორები ვერ აკონკრეტებენ, შევლენ თუ არა სტადიონზე და დაესწრებიან თუ არა ეროვნული ნაკრების თამაშს. სავარაუდოდ, აქციის მონაწილეები თამაშის მსვლელობის პარალელურად სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან გაჩერდებიან.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. რამე ექსცესს ადგილი არ ჰქონია.

წაიკითხეთ: "დინამო არენაზე" შეკრებილი გულშემატკივრები გურამ კაშიას გვარის გამოცხადებას ტაშითა და ოვაციით შეხვდნენ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ