ავტორი:

"ჩემი მოლოდინი გამართლდა, გახარებული ვარ" - სალომე ზურაბიშვილის კომენტარი "ქართული ოცნების" მხარდაჭერაზე

"ჩემი მოლოდინი გამართლდა, გახარებული ვარ" - სალომე ზურაბიშვილის კომენტარი "ქართული ოცნების" მხარდაჭერაზე

ძალიან გახარებული ვარ ამ საღამოს, ჩემი მოლოდინი გამართლდა, - ასე აფასებს არჩევნებში "ქართული ოცნების" მხარდაჭერას დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სწორი და დემოკრატიულია თავად მმართველი გუნდისთვისაც.

"გამართლდა მოლოდინი. ძალიან გახარებული ვარ ამ საღამოს. მადლიერი ვარ ამ მხარდაჭერისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ცხადია დადებითი გადაწყვეტილებაა. მმართველი გუნდისთვისაც ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სწორი და დემოკრატიულია",- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, მმართველი პარტია 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და მხარს პრეზიდენტის პოსტზე დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები