ავტორი:

"დინამო არენასთან" აქცია ამ დრომდე არ დაწყებულა - "ქართული მარშის" სამი წევრი გამოკითხვაზეა გადაყვანილი

"დინამო არენასთან" აქცია ამ დრომდე არ დაწყებულა - "ქართული მარშის" სამი წევრი გამოკითხვაზეა გადაყვანილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ქართული მარშის" წევრი კონსტანტინე მორგოშია და რამაზ გაგნიძე დაკავებულები არ არიან, არამედ პოლიციაში გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ასევე გამოკითხვაზე იმყოფება "ქართული მარშის" წევრი მიხეილ ამისულაშვილი.

"ქართული მარშის" მიერ 18:00 საათზე დაანონსებული საპროტესტო აქცია გურამ კაშიას წინააღმდეგ ამ დრომდე არ დაწყებულა. აქცია "დინამო არენას" ცენტრალურ შესასვლელთან უნდა ჩატარებულიყო. ადგილზე "ქართული მარშის" 20-მდე წევრი იმყოფებოდა. მათი განცხადებით, შსს-ს დაკავებული ჰყავს მათი ორგანიზაციის ლიდერები, მათ შორის კონსტანტინე მორგოშია და რამაზ გაგნიძე, რის გამოც ისინი აქციას ვერ იწყებენ.

"ქართული მარში" გურამ კაშიასგან ლგბტ საზოგადოების მხარდაჭერისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ნახეთ ვიდეო: რა ხდება ამ წუთებში "დინამო-არენასთან", სადაც საქართველო-ლატვიის საფეხბურთო მატჩი უნდა დაიწყოს

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს