საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადაწყვეტილება ცნობილია - "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭერს
გადაწყვეტილება ცნობილია - "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭერს

ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვუ­წო­დებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე მხა­რი და­უ­ჭი­როს ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რას, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დღეს გა­ი­მარ­თა პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს სხდო­მა, სა­დაც გან­ვი­ხი­ლეთ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კი­თხი. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ იცავს პი­რო­ბას და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში არ წა­რად­გენს თა­ვის კან­დი­დატს. შე­გახ­სე­ნებთ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზებს: სა­ქარ­თვე­ლო არის სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა, სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა თავს იყ­რის პარ­ლა­მენ­ტსა და მთავ­რო­ბა­ში, ხოლო პრე­ზი­დენ­ტი აღ­ჭურ­ვი­ლია არ­სე­ბი­თად წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბით. ამ სის­ტე­მა­ში, პრე­ზი­დენ­ტი უნდა იყოს ზე­პარ­ტი­უ­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი და ის არ უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს არც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის და არც ოპო­ზი­ცი­ის ინ­ტე­რე­სებს, არა­მედ ის უნდა იყოს ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის ობი­ექ­ტუ­რი დამ­ცვე­ლი.

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ უნდა დამ­კვიდ­რდეს პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის ახა­ლი, ევ­რო­პუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ტრა­დი­ცია, რა­საც ჩვენს მიერ პარ­ტი­უ­ლი კან­დი­და­ტის წა­მო­ყე­ნე­ბა უდა­ოდ ხელს შე­უშ­ლი­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გუნდში არა­ერ­თი ღირ­სე­უ­ლი ლი­დე­რი გვყავს, რო­მელ­საც საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში და­მა­ჯე­რებ­ლად გა­მარ­ჯვე­ბა შე­ეძ­ლო, მიგ­ვაჩ­ნია, რომ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი პლუ­რა­ლიზ­მის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­დატს უნდა და­ვუთ­მოთ.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გუ­შინ ამო­ი­წუ­რა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის ვადა, რა­მაც მოგ­ვცა სა­შუ­ა­ლე­ბა არ­ჩე­ვა­ნი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა წარ­დგე­ნილ კან­დი­და­ტებს შო­რის.

პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს მიერ მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რას: ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არის გა­მორ­ჩე­უ­ლი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ნიკო ნი­კო­ლა­ძი­სა და ივა­ნე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შთა­მო­მა­ვა­ლი; მას აქვს გა­მორ­ჩე­უ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა; სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტზე მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის გაყ­ვა­ნა; რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, ის თავ­გა­მო­დე­ბით იბ­რძო­და სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის და­სა­ცა­ვად; ბო­ლოს, ის იყო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ღირ­სე­უ­ლი წევ­რი და ყო­ველ­თვის გა­მო­ხა­ტავ­და თა­ვის პრინ­ცი­პულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ზურგს უმაგ­რებს დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და მას შე­უძ­ლია გახ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ზე­პარ­ტი­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი.

ვფიქ­რობთ, რომ ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს შე­უძ­ლია და­ამ­კვიდ­როს ახა­ლი ტრა­დი­ცია ჩვენს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში, მას შე­უძ­ლია პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს არა რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის ან პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის, არა­მედ ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე დაყ­რდნო­ბით.

ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვუ­წო­დებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე მხა­რი და­უ­ჭი­როს ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რას.

ავტორი:

გადაწყვეტილება ცნობილია - "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭერს

გადაწყვეტილება ცნობილია - "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭერს

ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებთ, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხარი დაუჭიროს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც განვიხილეთ საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნების“ მონაწილეობის საკითხი. უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ „ქართული ოცნება“ იცავს პირობას და საპრეზიდენტო არჩევნებში არ წარადგენს თავის კანდიდატს. შეგახსენებთ ამ გადაწყვეტილების მიზეზებს: საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პოლიტიკური ძალაუფლება თავს იყრის პარლამენტსა და მთავრობაში, ხოლო პრეზიდენტი აღჭურვილია არსებითად წარმომადგენლობითი უფლებამოსილებებით. ამ სისტემაში, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული და მიუკერძოებელი თანამდებობის პირი და ის არ უნდა წარმოადგენდეს არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციის ინტერესებს, არამედ ის უნდა იყოს ხალხის ინტერესების ობიექტური დამცველი.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა დამკვიდრდეს პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციონირების ახალი, ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის დამახასიათებელი ტრადიცია, რასაც ჩვენს მიერ პარტიული კანდიდატის წამოყენება უდაოდ ხელს შეუშლიდა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდში არაერთი ღირსეული ლიდერი გვყავს, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვება შეეძლო, მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მაქსიმალური პლურალიზმის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის თანამდებობა დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა დავუთმოთ.

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ამოიწურა საპრეზიდენტო კანდიდატების დასახელების ვადა, რამაც მოგვცა საშუალება არჩევანი გაგვეკეთებინა წარდგენილ კანდიდატებს შორის.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას: ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის გამორჩეული ქართული ოჯახის წარმომადგენელი, ნიკო ნიკოლაძისა და ივანე ზურაბიშვილის შთამომავალი; მას აქვს გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილება; საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში, მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა; რამდენიმეწლიანი ოპოზიციური მოღვაწეობის პერიოდში, ის თავგამოდებით იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სამართლიანობის დასაცავად; ბოლოს, ის იყო საქართველოს პარლამენტის ღირსეული წევრი და ყოველთვის გამოხატავდა თავის პრინციპულ დამოკიდებულებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური და დიპლომატიური გამოცდილება და მას შეუძლია გახდეს საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი.

ვფიქრობთ, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დაამკვიდროს ახალი ტრადიცია ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში, მას შეუძლია პრეზიდენტის უფლებამოსილებები განახორციელოს არა რომელიმე პარტიის ან პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე დაყრდნობით.

ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებთ, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხარი დაუჭიროს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები