სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს დღევანდელ მატჩზე დამსწრე მოქალაქეებს აფრთხილებს - საგანგებო ბრფინგი უწყებაში
შსს დღევანდელ მატჩზე დამსწრე მოქალაქეებს აფრთხილებს - საგანგებო ბრფინგი უწყებაში

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო დღეს, 20:00 სა­ათ­ზე ბო­რის პა­ი­ჭა­ძის სა­ხე­ლო­ბის დი­ნა­მო არე­ნა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­სა და ლატ­ვი­ის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბებს შო­რის გა­სა­მართ მატჩთან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

„გვსურს კი­დევ ერთხელ გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ დღეს, 20:00 სა­ათ­ზე ბო­რის პა­ი­ჭა­ძის სა­ხე­ლო­ბის დი­ნა­მო არე­ნა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­სა და ლატ­ვი­ის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბებს შო­რის გა­სა­მართ მატჩს.

სხვა­დას­ხვა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლია მატჩზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცალ­კე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მიერ პრო­ტეს­ტის სხვა­დას­ხვა ფორ­მით გა­მო­ხატ­ვა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო პა­ტივს სცემს გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბულ პრინ­ციპს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მატჩზე დამ­სწრე პი­რებ­მაც გა­მო­ი­ჩი­ნონ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მა­ღა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო თვით­შეგ­ნე­ბა და მათი მხრი­დან პრო­ტეს­ტი არ გას­ცდეს გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­საშ­ვებ ზღვარს, რათა საფრ­თხე არ შე­ექ­მნას სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს ან ადა­მი­ან­თა უსაფრ­თხო­ე­ბას.

ამას­თან, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩის დროს, ნე­ბის­მი­ერ­მა დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ამ ან ძა­ლა­დო­ბამ შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს მატ­ჩის შე­წყვე­ტა და უდი­დე­სი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს რო­გორც ქარ­თულ ფეხ­ბურთს, ისე მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის იმიჯს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, რო­გორც ქვე­ყა­ნა­ში მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბა, კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს მატჩზე დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას, აზრი გა­მო­ხა­ტოს არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი ფორ­მით და იმოქ­მე­დოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ცია იმოქ­მე­დებს სა­კუ­თა­რი მან­და­ტის ფარ­გლებ­ში და გა­მო­ი­ყე­ნებს კა­ნო­ნით და­საშ­ვებ ყვე­ლა ზო­მას უწეს­რი­გო­ბის აღ­საკ­ვე­თად.

ძა­ლა­დო­ბის ან დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ფაქ­ტი იქ­ნე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­კვე­თი­ლი პო­ლი­ცი­ის მიერ, ხოლო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის ნე­ბის­მი­ე­რი დამ­რღვე­ვი, გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა, რე­ლი­გი­ი­სა, სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა, პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის, ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის თუ სხვა ნიშ­ნი­სა, კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით აგებს პა­სუხს“, - გა­ნა­ცხა­და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

შსს დღევანდელ მატჩზე დამსწრე მოქალაქეებს აფრთხილებს - საგანგებო ბრფინგი უწყებაში

შსს დღევანდელ მატჩზე დამსწრე მოქალაქეებს აფრთხილებს - საგანგებო ბრფინგი უწყებაში

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, 20:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გასამართ მატჩთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ დღეს, 20:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გასამართ მატჩს.

სხვადასხვა მედია საშუალებებში და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია მატჩზე საზოგადოების ცალკეული ჯგუფების მიერ პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოხატვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს. მნიშვნელოვანია, რომ მატჩზე დამსწრე პირებმაც გამოიჩინონ დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება და მათი მხრიდან პროტესტი არ გასცდეს გამოხატვის თავისუფლების დასაშვებ ზღვარს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგს ან ადამიანთა უსაფრთხოებას.

ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საფეხბურთო მატჩის დროს, ნებისმიერმა დესტაბილიზაციამ ან ძალადობამ შესაძლოა გამოიწვიოს მატჩის შეწყვეტა და უდიდესი ზიანი მიაყენოს როგორც ქართულ ფეხბურთს, ისე მთლიანად ქვეყნის იმიჯს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს მატჩზე დამსწრე საზოგადოებას, აზრი გამოხატოს არაძალადობრივი ფორმით და იმოქმედოს კანონის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და გამოიყენებს კანონით დასაშვებ ყველა ზომას უწესრიგობის აღსაკვეთად.

ძალადობის ან დესტაბილიზაციის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი პოლიციის მიერ, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის ნებისმიერი დამრღვევი, განურჩევლად სქესისა, რელიგიისა, სექსუალური ორიენტაციისა, პოლიტიკური შეხედულების, ეთნიკური წარმომავლობის თუ სხვა ნიშნისა, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს