მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უდაბნოს მონასტრის თავზე კლდის დიდი ნაწილი ჩამოშალა... აზერბაიჯანელები გასუფთავების უფლებას არ გვაძლევენ" - განდეგილი გიდი, რომელიც მონასტერში "დავითის ცრემლებს" ეზიდება
"უდაბნოს მონასტრის თავზე კლდის დიდი ნაწილი ჩამოშალა... აზერბაიჯანელები გასუფთავების უფლებას არ გვაძლევენ" - განდეგილი გიდი, რომელიც მონასტერში "დავითის ცრემლებს" ეზიდება

ჯერ კი­დევ 21 წლის იყო, სა­ე­რო ცხოვ­რე­ბა რომ მი­ა­ტო­ვა და და­ვით­გა­რე­ჯის მო­ნას­ტერ­თან ახ­ლოს, სე­ის­მო­ლო­გე­ბის მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლში და­სახ­ლდა. ახლა უკვე 35 წლის არის. 14 წე­ლია, რაც კლდის ძირ­ში მდე­ბა­რე ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლში მარ­ტო ცხოვ­რობს. მარ­თა­ლია, სახ­ლში არც შუქი აქვს, არც გაზი და არც წყა­ლი, მაგ­რამ მი­აჩ­ნია, რომ კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ში იმ­ყო­ფე­ბა. ამ­ბობს, რომ მისი ყოფა გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო და ნა­ყო­ფი­ე­რია, ვიდ­რე ერში მცხოვ­რე­ბი ბევ­რი ახალ­გაზ­რდი­სა. ზვი­ად ანა­ნი­აშ­ვი­ლით მას შემ­დეგ და­ვინ­ტე­რეს­დი, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­ვით­გა­რე­ჯის ბერ­მო­ნაზვნე­ბის­თვის, ყო­ველ დი­ლით წყა­რო­დან წყალს ხე­ლით ეზი­დე­ბა. ის პრო­ფე­სი­ით გი­დია, ქარ­თველ და უცხო­ელ ტუ­რის­ტებს და­ვით­გა­რეჯ­სა და მის ახ­ლომ­დე­ბა­რე ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებს აც­ნობს... ფლობს ინ­გლი­სურ და რუ­სულ ენებს, უყ­ვარს ის­ტო­რია, ლი­ტე­რა­ტუ­რა და მოგ­ზა­უ­რო­ბა...

- ზვი­ად, გან­დე­გი­ლად ცხოვ­რე­ბა რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ?

- ამის­თვის ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს. სო­ფელ უდაბ­ნო­დან ვარ. ჩემი ოჯა­ხი მე­ფუტკრე­ო­ბას მის­დევს. მორ­წმუ­ნე მშობ­ლე­ბი მყავს. რო­დე­საც პა­ტა­რა ბიჭი ვი­ყა­ვი, მა­მას და­ვით­გა­რე­ჯის მო­ნას­ტერ­ში ყო­ველ კვი­რას მოვ­ყავ­დი. აქვე მო­ვი­ნათ­ლე. თან­და­თან ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და ეს მო­ნას­ტე­რი... დრო­დად­რო ვრჩე­ბო­დი კი­დეც. 21 წლის რომ გავ­ხდი, მო­ვე­დი და სულ დავ­რჩი.

- ტა­ძარ­ში დარ­ჩით თუ სე­ის­მო­ლო­გი­ურ სად­გურ­ში?

- ტა­ძარ­ში. სე­ის­მო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ვმე­გობ­რობ­დი. ერთ დღეს მი­თხრეს, - მა­ინც სულ აქ ხარ, დაგ­ვეხ­მა­რეო. უარი არ მით­ქვამს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სე­ის­მო­ლო­გი­უ­რი სად­გუ­რი ყვე­ლა ძველ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა და­ტო­ვა და მარ­ტო დავ­რჩი.

- თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე მშობ­ლე­ბის რე­აქ­ცია რო­გო­რი იყო?

- მშობ­ლე­ბი, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ეკ­ლე­სი­უ­რი ხალ­ხია. მოს­წონთ ღმერ­თთან ახ­ლოს რომ ვარ, თა­ნაც ჩემს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას არ ზღუ­და­ვენ.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი გყავთ?

- ორი ძმა და ერთი და. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი მხო­ლოდ და არის, სამი შვი­ლი ჰყავს.

- თქვენ არას­დროს ყო­ფილ­ხართ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი?

- არა.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი?

- არა­ერ­თხელ.

- სიყ­ვა­რულ­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბამ ხომ არ გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ "გან­დე­გი­ლად" ცხოვ­რე­ბა?

- არა, ცხოვ­რე­ბა­ში ისე­თი სირ­თუ­ლე არა­ფე­რი გა­და­მი­ტა­ნია, რაც სხვას არ ჰქო­ნია. უბ­რა­ლოდ, ხა­სი­ა­თი მაქვს ასე­თი, სიმ­ყუდ­რო­ვე, სიმ­შვი­დე მიყ­ვარს. მსი­ა­მოვ­ნებს, რომ მო­ნას­ტერ­ში ყო­ველ­დღე დავ­დი­ვარ, დიდ პა­ტი­ვად მი­მაჩ­ნია, რომ ბერ­მო­ნაზვნე­ბის­თვის წყა­როს წყა­ლი მო­მაქვს და მერე მათ­თან ერ­თად ვტრა­პე­ზობ. ტუ­რის­ტე­ბის გა­მას­პინ­ძლე­ბაც ძალ­ზე მსი­ა­მოვ­ნებს...

- სე­ის­მო­ლო­გი­ურ სად­გურ­ში რას საქ­მი­ა­ნობთ?

- ერ­თობ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი როლი მაქვს, დრო­სა და ენერ­გი­ას არ მარ­თმევს. სე­ის­მო­და­ნად­გა­რე­ბი ჩემს სახ­ლთან ახ­ლოს, კლდე­ში გა­მოკ­ვე­თილ 25-მეტ­რი­ან გვი­რაბ­შია და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. რო­გორც კი სე­ის­მუ­რი რყე­ვა მოხ­დე­ბა, ინ­ფორ­მა­ცია ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში გა­და­ე­ცე­მა გე­ო­ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუტს. მე და­ნად­გა­რე­ბის მუ­შა­ო­ბას ვა­დევ­ნებ თვალ­ყურს. თუ რა­ი­მე ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა შე­იქ­მნე­ბა, ტე­ლე­ფო­ნით უნდა ვაც­ნო­ბო შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს. სულ ეს არის ჩემი ფუნ­ქცია.

- ტუ­რის­ტე­ბი ამ გვი­რა­ბით არ ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან?

- კი, მაგ­რამ იქ შეს­ვლა აკ­რძა­ლუ­ლია. გვი­რა­ბი და­კე­ტი­ლია, მხო­ლოდ მე მაქვს შეს­ვლის უფ­ლე­ბა.

- სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა რა­ტომ და­ტო­ვეს სე­ის­მო­სად­გუ­რი?

- მი­ზე­რუ­ლი ხელ­ფა­სის გამო. არ უღირ­დათ, მცი­რე ხელ­ფა­სის გამო ოჯა­ხე­ბი­დან მო­შო­რე­ბით ცხოვ­რე­ბა. მე მა­ინც აქ ვი­ყა­ვი და პრე­ტენ­ზია არა­ფერ­ზე მაქვს, არც ამ ხელ­ფა­სის იმედ­ზე ვარ, ჩემი ძი­რი­თა­დი პრო­ფე­სია გი­დო­ბაა.

- სახ­ლი, სა­დაც ცხოვ­რობთ, ალ­ბათ ძვე­ლი აშე­ნე­ბუ­ლია.

- დიახ, კო­მუ­ნის­ტებ­მა აა­შე­ნეს, სე­ის­მო­ლო­გი­უ­რი სად­გუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის. თა­ვის დრო­ზე არ იქ­ნე­ბო­და ური­გო. ჩემ­თვის არც ახ­ლაა ცუდი. უბ­რა­ლოდ, მე­გობ­რებს არ მოს­წონთ. შო­რი­დან ყვე­ლა­ფე­რი რო­მან­ტი­კუ­ლად და ზღაპ­რუ­ლად ეჩ­ვე­ნე­ბათ, მაგ­რამ რომ მოვ­ლენ, ერთ დღე­ზე მეტ­ხანს ვერ ჩერ­დე­ბი­ან.

- თქვენ რო­გორ ჩერ­დე­ბით, შუ­ქის, ინ­ტერ­ნე­ტი­სა და წყლის გა­რე­შე ან ტან­საც­მელს სად რე­ცხავთ?

- შუ­ქის გა­რე­შე არ მი­ჭირს, ინ­ტერ­ნე­ტი ტე­ლე­ფონ­ში მაქვს, ინ­ფორ­მა­ცი­ებ­საც ვკი­თხუ­ლობ და ფილ­მებ­საც ვუ­ყუ­რებ, ტე­ლე­ფონს კი მო­ნას­ტერ­ში ვტვირ­თავ. წყა­ლი ხე­ლით მო­მაქვს და ტან­საც­მელ­საც ხე­ლით ვრე­ცხავ.

- გუ­ლახ­დი­ლად მი­თხა­რით, არ გი­ჭირთ ასე ცხოვ­რე­ბა?

- არა, პი­რი­ქით. ერ­შიც ხომ მი­ცხოვ­რია, მაგ­რამ მე აქ უფრო მომ­წონს.

- თქვე­ნი ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე რო­გო­რია?

- დი­ლით ძა­ლი­ან ადრე ვდგე­ბი, თავს ვი­წეს­რი­გებ, მერე წყა­რო­დან, რო­მელ­საც და­ვი­თის ცრემ­ლებს ვე­ძა­ხით, მო­ნას­ტერ­ში წყა­ლი მი­მაქვს, ბერ­მო­ნაზვნებ­თან ერ­თად ვტრა­პე­ზობ. ამა­სო­ბა­ში თუ ტუ­რის­ტე­ბი და­მი­რე­კა­ვენ, ჩა­ვალ და ამო­ვიყ­ვან, თუ არა და წა­ვალ სახ­ლში, წიგნს წა­ვი­კი­თხავ ან ფილ­მს ვუ­ყუ­რებ... დრო­დად­რო სე­ის­მო­სად­გურ­საც დავ­ხე­დავ ხოლ­მე...

- ტუ­რის­ტე­ბი ხში­რად გი­რე­კა­ვენ?

- კი, ძა­ლი­ან ხში­რად, ზოგ­ჯერ სამ­ჯერ და ოთხჯე­რაც მი­წევს გას­ვლა. დრო­დად­რო მეც ვხდე­ბი ტუ­რის­ტი. პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევ­რი უცხო­ე­ლი მე­გო­ბა­რი მყავს და ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან.

- უცხო ენე­ბი სად ის­წავ­ლეთ?

- რუ­სუ­ლი თა­ვი­დან­ვე კარ­გად ვი­ცო­დი. იმ თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ, რუ­სულ მულ­ტფილ­მებს რომ უყუ­რებ­დნენ და რუს ბავ­შვებ­თან თა­მა­შობ­დნენ. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­გლი­სურს, ლექ­სი­კო­ნი­სა და ინ­ტერ­ნე­ტის დახ­მა­რე­ბით ვის­წავ­ლე. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი საქ­მე მაქვს, მაგ­რამ სწავ­ლი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თვის დრო მა­ინც საკ­მა­რი­სად მრჩე­ბა.

- ბე­რად აღ­კვე­ცას ხომ არ აპი­რებთ?

- ჯერ არ ვიცი. ამა­ზე ადრე უფრო ბევ­რს ვფიქ­რობ­დი, თუმ­ცა სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვერ მი­ვი­ღე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ტა­რა აღარ ვარ, ჯერ ვერ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი, ოჯა­ხის შექ­მნა­ზეც ვფიქ­რობ, თუმ­ცა ჯერ ესეც ვერ გა­და­მი­წყვე­ტია.

- ალ­ბათ რთუ­ლია ისე­თი ქა­ლის პოვ­ნა, ვინც აქ წა­მოგ­ყვე­ბათ.

- არა, ასე­თი დი­ლე­მის წი­ნა­შე არც არა­ვის და­ვა­ყე­ნებ. ოჯახს თუ შევ­ქმნი, მერე და­ვუბ­რუნ­დე­ბი სა­ე­რო ცხოვ­რე­ბას. მე რომ აქ კარ­გად ვგრძნობ თავს, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ცოლ-შვილ­საც აქ ცხოვ­რე­ბას ვა­ი­ძუ­ლებ. აქ ის პი­რო­ბე­ბი ნამ­დვი­ლად არ არის, ბავ­შვე­ბი რომ გავ­ზარ­დო. ერთი სი­ტყვით, ჯერ არ ვიცი, მო­მა­ვალ­ში რას ვი­ზამ, ახლა სხვა სა­ფიქ­რა­ლი და სა­დარ­დე­ბე­ლი მაქვს.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- უდაბ­ნო­სა და ჩი­ჩხი­ტუ­რის მო­ნას­ტრე­ბის გამო ძა­ლი­ან ვდარ­დობ. ალ­ბათ ყვე­ლამ იცის, რომ ეს მო­ნას­ტრე­ბი და­ვი­თის ლავ­რის სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით, კლდის ფერ­დობ­ზეა. უდაბ­ნოს მო­ნას­ტე­რი მრა­ვალ ეკ­ლე­სია-სე­ნაკს მო­ი­ცავს. აქ არის ღვთის­მშობ­ლის ეკ­ლე­სია, სა­დაც უნი­კა­ლუ­რი, 856-864 წლებ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ფრეს­კე­ბია. ასე­ვე, უნი­კა­ლუ­რი ფრეს­კუ­ლი მო­ხა­ტუ­ლო­ბაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი ჩი­ჩხი­ტურ­შიც. დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ თვალ­წინ ნად­გურ­დე­ბა, ინ­გრე­ვა, იშ­ლე­ბა, ჩვენ კი ვე­რა­ფერს ვა­კე­თებთ, უფრო სწო­რად, უფ­ლე­ბას არ გვაძ­ლე­ვენ, რომ ეს ის­ტო­რი­უ­ლი სა­გან­ძუ­რი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. ორი კვი­რის წინ წვი­მამ უდაბ­ნოს მო­ნას­ტრის თავ­ზე კლდის დიდი ნა­წი­ლი ჩა­მო­შა­ლა... გა­სუფ­თა­ვე­ბის უფ­ლე­ბას არ გვაძ­ლე­ვენ. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"უდაბნოს მონასტრის თავზე კლდის დიდი ნაწილი ჩამოშალა... აზერბაიჯანელები გასუფთავების უფლებას არ გვაძლევენ" - განდეგილი გიდი, რომელიც მონასტერში "დავითის ცრემლებს" ეზიდება

"უდაბნოს მონასტრის თავზე კლდის დიდი ნაწილი ჩამოშალა... აზერბაიჯანელები გასუფთავების უფლებას არ გვაძლევენ" - განდეგილი გიდი, რომელიც მონასტერში "დავითის ცრემლებს" ეზიდება

ჯერ კიდევ 21 წლის იყო, საერო ცხოვრება რომ მიატოვა და დავითგარეჯის მონასტერთან ახლოს, სეისმოლოგების მიტოვებულ სახლში დასახლდა. ახლა უკვე 35 წლის არის. 14 წელია, რაც კლდის ძირში მდებარე ორსართულიან სახლში მარტო ცხოვრობს. მართალია, სახლში არც შუქი აქვს, არც გაზი და არც წყალი, მაგრამ მიაჩნია, რომ კომფორტულ გარემოში იმყოფება. ამბობს, რომ მისი ყოფა გაცილებით საინტერესო და ნაყოფიერია, ვიდრე ერში მცხოვრები ბევრი ახალგაზრდისა. ზვიად ანანიაშვილით მას შემდეგ დავინტერესდი, როდესაც გავიგე, რომ ახალგაზრდა მამაკაცი დავითგარეჯის ბერმონაზვნებისთვის, ყოველ დილით წყაროდან წყალს ხელით ეზიდება. ის პროფესიით გიდია, ქართველ და უცხოელ ტურისტებს დავითგარეჯსა და მის ახლომდებარე ეკლესია-მონასტრებს აცნობს... ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, უყვარს ისტორია, ლიტერატურა და მოგზაურობა...

- ზვიად, განდეგილად ცხოვრება რამ გადაგაწყვეტინათ?

- ამისთვის ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. სოფელ უდაბნოდან ვარ. ჩემი ოჯახი მეფუტკრეობას მისდევს. მორწმუნე მშობლები მყავს. როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, მამას დავითგარეჯის მონასტერში ყოველ კვირას მოვყავდი. აქვე მოვინათლე. თანდათან ძალიან შემიყვარდა ეს მონასტერი... დროდადრო ვრჩებოდი კიდეც. 21 წლის რომ გავხდი, მოვედი და სულ დავრჩი.

- ტაძარში დარჩით თუ სეისმოლოგიურ სადგურში?

- ტაძარში. სეისმოლოგიური სამსახურის თანამშრომლებთან ვმეგობრობდი. ერთ დღეს მითხრეს, - მაინც სულ აქ ხარ, დაგვეხმარეო. უარი არ მითქვამს. დროთა განმავლობაში სეისმოლოგიური სადგური ყველა ძველმა თანამშრომელმა დატოვა და მარტო დავრჩი.

- თქვენს გადაწყვეტილებაზე მშობლების რეაქცია როგორი იყო?

- მშობლები, როგორც უკვე გითხარით, ეკლესიური ხალხია. მოსწონთ ღმერთთან ახლოს რომ ვარ, თანაც ჩემს დამოუკიდებლობას არ ზღუდავენ.

- დედმამიშვილები გყავთ?

- ორი ძმა და ერთი და. დაოჯახებული მხოლოდ და არის, სამი შვილი ჰყავს.

- თქვენ არასდროს ყოფილხართ დაოჯახებული?

- არა.

- შეყვარებული?

- არაერთხელ.

- სიყვარულში იმედგაცრუებამ ხომ არ გადაგაწყვეტინათ "განდეგილად" ცხოვრება?

- არა, ცხოვრებაში ისეთი სირთულე არაფერი გადამიტანია, რაც სხვას არ ჰქონია. უბრალოდ, ხასიათი მაქვს ასეთი, სიმყუდროვე, სიმშვიდე მიყვარს. მსიამოვნებს, რომ მონასტერში ყოველდღე დავდივარ, დიდ პატივად მიმაჩნია, რომ ბერმონაზვნებისთვის წყაროს წყალი მომაქვს და მერე მათთან ერთად ვტრაპეზობ. ტურისტების გამასპინძლებაც ძალზე მსიამოვნებს...

- სეისმოლოგიურ სადგურში რას საქმიანობთ?

- ერთობ მოკრძალებული როლი მაქვს, დროსა და ენერგიას არ მართმევს. სეისმოდანადგარები ჩემს სახლთან ახლოს, კლდეში გამოკვეთილ 25-მეტრიან გვირაბშია დამონტაჟებული. როგორც კი სეისმური რყევა მოხდება, ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში გადაეცემა გეოფიზიკის ინსტიტუტს. მე დანადგარების მუშაობას ვადევნებ თვალყურს. თუ რაიმე ტექნიკური პრობლემა შეიქმნება, ტელეფონით უნდა ვაცნობო შესაბამის სამსახურს. სულ ეს არის ჩემი ფუნქცია.

- ტურისტები ამ გვირაბით არ ინტერესდებიან?

- კი, მაგრამ იქ შესვლა აკრძალულია. გვირაბი დაკეტილია, მხოლოდ მე მაქვს შესვლის უფლება.

- სხვა თანამშრომლებმა რატომ დატოვეს სეისმოსადგური?

- მიზერული ხელფასის გამო. არ უღირდათ, მცირე ხელფასის გამო ოჯახებიდან მოშორებით ცხოვრება. მე მაინც აქ ვიყავი და პრეტენზია არაფერზე მაქვს, არც ამ ხელფასის იმედზე ვარ, ჩემი ძირითადი პროფესია გიდობაა.

- სახლი, სადაც ცხოვრობთ, ალბათ ძველი აშენებულია.

- დიახ, კომუნისტებმა ააშენეს, სეისმოლოგიური სადგურის თანამშრომლებისთვის. თავის დროზე არ იქნებოდა ურიგო. ჩემთვის არც ახლაა ცუდი. უბრალოდ, მეგობრებს არ მოსწონთ. შორიდან ყველაფერი რომანტიკულად და ზღაპრულად ეჩვენებათ, მაგრამ რომ მოვლენ, ერთ დღეზე მეტხანს ვერ ჩერდებიან.

- თქვენ როგორ ჩერდებით, შუქის, ინტერნეტისა და წყლის გარეშე ან ტანსაცმელს სად რეცხავთ?

- შუქის გარეშე არ მიჭირს, ინტერნეტი ტელეფონში მაქვს, ინფორმაციებსაც ვკითხულობ და ფილმებსაც ვუყურებ, ტელეფონს კი მონასტერში ვტვირთავ. წყალი ხელით მომაქვს და ტანსაცმელსაც ხელით ვრეცხავ.

- გულახდილად მითხარით, არ გიჭირთ ასე ცხოვრება?

- არა, პირიქით. ერშიც ხომ მიცხოვრია, მაგრამ მე აქ უფრო მომწონს.

- თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე როგორია?

- დილით ძალიან ადრე ვდგები, თავს ვიწესრიგებ, მერე წყაროდან, რომელსაც დავითის ცრემლებს ვეძახით, მონასტერში წყალი მიმაქვს, ბერმონაზვნებთან ერთად ვტრაპეზობ. ამასობაში თუ ტურისტები დამირეკავენ, ჩავალ და ამოვიყვან, თუ არა და წავალ სახლში, წიგნს წავიკითხავ ან ფილმს ვუყურებ... დროდადრო სეისმოსადგურსაც დავხედავ ხოლმე...

- ტურისტები ხშირად გირეკავენ?

- კი, ძალიან ხშირად, ზოგჯერ სამჯერ და ოთხჯერაც მიწევს გასვლა. დროდადრო მეც ვხდები ტურისტი. პროფესიიდან გამომდინარე, ბევრი უცხოელი მეგობარი მყავს და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მეპატიჟებიან.

- უცხო ენები სად ისწავლეთ?

- რუსული თავიდანვე კარგად ვიცოდი. იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რუსულ მულტფილმებს რომ უყურებდნენ და რუს ბავშვებთან თამაშობდნენ. რაც შეეხება ინგლისურს, ლექსიკონისა და ინტერნეტის დახმარებით ვისწავლე. დღის განმავლობაში ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ სწავლისა და ინფორმაციის მიღებისთვის დრო მაინც საკმარისად მრჩება.

- ბერად აღკვეცას ხომ არ აპირებთ?

- ჯერ არ ვიცი. ამაზე ადრე უფრო ბევრს ვფიქრობდი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ პატარა აღარ ვარ, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი, ოჯახის შექმნაზეც ვფიქრობ, თუმცა ჯერ ესეც ვერ გადამიწყვეტია.

- ალბათ რთულია ისეთი ქალის პოვნა, ვინც აქ წამოგყვებათ.

- არა, ასეთი დილემის წინაშე არც არავის დავაყენებ. ოჯახს თუ შევქმნი, მერე დავუბრუნდები საერო ცხოვრებას. მე რომ აქ კარგად ვგრძნობ თავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცოლ-შვილსაც აქ ცხოვრებას ვაიძულებ. აქ ის პირობები ნამდვილად არ არის, ბავშვები რომ გავზარდო. ერთი სიტყვით, ჯერ არ ვიცი, მომავალში რას ვიზამ, ახლა სხვა საფიქრალი და სადარდებელი მაქვს.

- რას გულისხმობთ?

- უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრების გამო ძალიან ვდარდობ. ალბათ ყველამ იცის, რომ ეს მონასტრები დავითის ლავრის სამხრეთ-დასავლეთით, კლდის ფერდობზეა. უდაბნოს მონასტერი მრავალ ეკლესია-სენაკს მოიცავს. აქ არის ღვთისმშობლის ეკლესია, სადაც უნიკალური, 856-864 წლებში შესრულებული ფრესკებია. ასევე, უნიკალური ფრესკული მოხატულობაა შემორჩენილი ჩიჩხიტურშიც. დღეს ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ნადგურდება, ინგრევა, იშლება, ჩვენ კი ვერაფერს ვაკეთებთ, უფრო სწორად, უფლებას არ გვაძლევენ, რომ ეს ისტორიული საგანძური შევინარჩუნოთ. ორი კვირის წინ წვიმამ უდაბნოს მონასტრის თავზე კლდის დიდი ნაწილი ჩამოშალა... გასუფთავების უფლებას არ გვაძლევენ. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ