პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურამ კაშია ლატვიასთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გულშემატკივრებს მიმართავს
გურამ კაშია ლატვიასთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გულშემატკივრებს მიმართავს

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის ვი­ცე­კა­პი­ტა­ნი გუ­რამ კა­შია ლატ­ვი­ას­თან მატ­ჩამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. კა­შია გულ­შე­მატ­კი­ვარს მო­უ­წო­დებს, ყვე­ლა­ნა­ი­რი აგ­რე­სი­ი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის გა­რე­შე უქო­მა­გონ ეროვ­ნულ ნაკ­რებს.

„ლატ­ვი­ას­თან, სტა­დი­ონ­ზე მო­სულ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვარს ვთხოვთ, მატ­ჩის მსვლე­ლო­ბი­სას ყვე­ლა­ნა­ი­რი აგ­რე­სი­ი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის გა­რე­შე უქო­მა­გოს ჩვენს გუნდს. დღეს, ლატ­ვი­ას­თან, გა­მარ­ჯვე­ბა ყვე­ლას ერ­თად, მთელს სა­ქარ­თვე­ლოს გვჭირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ში­ამ.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ვიცე-კა­პი­ტა­ნი გუ­რამ კა­შია ლგბტ თე­მის მხარ­და­ჭე­რის­თვის ბო­დიშს მო­იხ­დის, დღეს ლატ­ვი­ის სა­ფეხ­ბურ­თო გუნდთან თა­მა­შის დროს და­გეგ­მი­ლი პერ­ფორ­მან­სე­ბი გა­უქ­მდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი მარ­შის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კონ­სტან­ტი­ნე მორ­გო­ში­ამ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გუ­რამ კა­შია ბო­დიშს არ მო­იხ­დის, “ქარ­თუ­ლი მარ­ში­სა” და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მოძ­რა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სტა­დი­ონ­ზე სხვა­დას­ხვა სექ­ტორ­ში პერ­ფორ­მან­სებს მო­ა­წყო­ბენ, რაც მათ შო­რის, შე­ძა­ხი­ლებ­შიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

“გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჩვენს ნაკ­რებს გა­უჩ­ნდა რე­ა­ლუ­რი შან­სი, და­დოს და­დე­ბი­თი შე­დე­გი, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ყა­ზა­ხე­თის ნაკ­რებ­თან გა­ი­მარ­ჯვეს, ჩვენ შე­თა­ვა­ზე­ბა გა­ვა­კე­თეთ გუ­რამ კა­ში­ას­თან. ჩვენ ეს შე­თა­ვა­ზე­ბა მა­ნამ­დე რამ­დენ­ჯერ­მე გა­ვავ­რცე­ლეთ და გუ­შინ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მივ­წე­რეთ, რომ თუ ფეხ­ბურ­თი ყვე­ლა­სია, მა­შინ ამავდრო­უ­ლად, ჩვე­ნი­ცაა, მათ შო­რის იმ ხალ­ხი­საც, ვის­თვი­საც გუ­რამ კა­ში­ას ნა­ბი­ჯი მი­უ­ღე­ბე­ლია. ამი­ტომ ჩვენ გუ­რამ კა­ში­ას მივ­მარ­თეთ და ვუ­თხა­რით, რომ მას თა­ვის აზრს ჩვენ თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, ვერც შე­ვაც­ვლე­ვი­ნებთ და ვერ გა­და­ვა­ფიქ­რე­ბი­ნებთ, თუმ­ცა რომ გა­მო­ი­რი­ცხოს ის მით­ქმა-მოთ­ქმა, თით­ქოს მან ეს პრო­ვი­კა­ცი­ი­სა და სხვა­დახ­ვა ან­გა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ა­კე­თა, მო­ი­ხა­დოს ბო­დი­ში. ბო­დი­შის მოხ­და არა­ვის­თვის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი არ არის, შე­უძ­ლია, დარ­ჩეს თა­ვის პო­ზი­ცი­ა­ზე, უბ­რა­ლოდ თქვას, რომ თუ მის­მა ნა­ბი­ჯ­მა ვი­ღა­ცის რე­ლი­გი­ურ გრძნო­ბებს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, ის იხ­დის ბო­დიშს. ჩვენ ამ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ნა­ირ პერ­ფორ­მანსს, ყვე­ლა­ნა­ირ აქ­ცი­ებს, რაც მხო­ლოდ ჩვე­ნი და­გეგ­მი­ლი არ არის, და­ახ­ლო­ე­ბით 26 ჯგუ­ფია, რო­მე­ლიც სტა­დი­ონ­ზე მის­ვლას გეგ­მავს, გა­ვა­უქ­მებთ”, - გა­ნა­ცხა­და კონ­სტან­ტი­ნე მორ­გო­ში­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

გურამ კაშია ლატვიასთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გულშემატკივრებს მიმართავს

გურამ კაშია ლატვიასთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გულშემატკივრებს მიმართავს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია ლატვიასთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე განცხადებას ავრცელებს. კაშია გულშემატკივარს მოუწოდებს, ყველანაირი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგონ ეროვნულ ნაკრებს.

„ლატვიასთან, სტადიონზე მოსულ საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ვთხოვთ, მატჩის მსვლელობისას ყველანაირი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგოს ჩვენს გუნდს. დღეს, ლატვიასთან, გამარჯვება ყველას ერთად, მთელს საქართველოს გვჭირდება“, - განაცხადა კაშიამ.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის ბოდიშს მოიხდის, დღეს ლატვიის საფეხბურთო გუნდთან თამაშის დროს დაგეგმილი პერფორმანსები გაუქმდება, - ამის შესახებ „ქართული მარშის“ წარმომადგენელმა კონსტანტინე მორგოშიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გურამ კაშია ბოდიშს არ მოიხდის, “ქართული მარშისა” და კიდევ რამდენიმე მოძრაობის წარმომადგენლები სტადიონზე სხვადასხვა სექტორში პერფორმანსებს მოაწყობენ, რაც მათ შორის, შეძახილებშიც გამოიხატება.

“გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ნაკრებს გაუჩნდა რეალური შანსი, დადოს დადებითი შედეგი, გამომდინარე იქიდან, რომ ყაზახეთის ნაკრებთან გაიმარჯვეს, ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ გურამ კაშიასთან. ჩვენ ეს შეთავაზება მანამდე რამდენჯერმე გავავრცელეთ და გუშინ ოფიციალურად მივწერეთ, რომ თუ ფეხბურთი ყველასია, მაშინ ამავდროულად, ჩვენიცაა, მათ შორის იმ ხალხისაც, ვისთვისაც გურამ კაშიას ნაბიჯი მიუღებელია. ამიტომ ჩვენ გურამ კაშიას მივმართეთ და ვუთხარით, რომ მას თავის აზრს ჩვენ თავისთავად ცხადია, ვერც შევაცვლევინებთ და ვერ გადავაფიქრებინებთ, თუმცა რომ გამოირიცხოს ის მითქმა-მოთქმა, თითქოს მან ეს პროვიკაციისა და სხვადახვა ანგარებიდან გამომდინარე გააკეთა, მოიხადოს ბოდიში. ბოდიშის მოხდა არავისთვის დამამცირებელი არ არის, შეუძლია, დარჩეს თავის პოზიციაზე, უბრალოდ თქვას, რომ თუ მისმა ნაბიჯმა ვიღაცის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა, ის იხდის ბოდიშს. ჩვენ ამ შემთხვევაში ყველანაირ პერფორმანსს, ყველანაირ აქციებს, რაც მხოლოდ ჩვენი დაგეგმილი არ არის, დაახლოებით 26 ჯგუფია, რომელიც სტადიონზე მისვლას გეგმავს, გავაუქმებთ”, - განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ