პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შულაიას გავლენა იმდენად დიდია საქართველოზე, რომ აშშ-დანაც ახერხებდა ქართული ციხეების გაკონტრ­ოლებასო" - ბრუკლინური გარჩევების დეტალები
"შულაიას გავლენა იმდენად დიდია საქართველოზე, რომ აშშ-დანაც ახერხებდა ქართული ციხეების გაკონტრ­ოლებასო" - ბრუკლინური გარჩევების დეტალები

ამე­რი­კა­ში და­კა­ვე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნის ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძის მშობ­ლე­ბი შვი­ლის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არი­ან და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის და­წყე­ბას აა­ნონ­სე­ბენ.

„და­ვი­წყებთ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს, რად­გან არა­ვინ ყუ­რა­დღე­ბას არ გვაქ­ცევს, მათ შო­რის არც მთავ­რო­ბა. სხვა გზა ჩვენ არ დაგ­ვი­ტო­ვეს“ , - გა­ნა­ცხა­და სპორ­ტსმე­ნის დე­დამ მაყ­ვა­ლა ხურ­ცი­ძემ.

სპორ­ტსმე­ნის დედა ასე­ვე მო­ი­თხოვს რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ცი­ხე­ში მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გა­და­ცე­მას. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ბო­ლოს სა­პა­ტიმ­რო­ში მომ­ხდა­რი ჩხუ­ბიც სას­ჯე­ლის გა­სამ­კაც­რებ­ლად და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცია იყო.

ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე 2017 წლის 8 ივ­ნისს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად სხვა პი­რებ­თან ერ­თად და­ა­კა­ვეს. ქარ­თვე­ლი მოკ­რი­ვე ნიუ-იორ­კის სა­სა­მარ­თლომ რუ­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სინ­დი­კა­ტის წევ­რად ცნო და სას­ჯე­ლის სა­ხით 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

შე­გახ­სე­ნებთ, ნიუ-იორკში, 2017 წლის ივ­ლის­ში, 15 ქარ­თვე­ლი და­ა­კა­ვეს, რომ­ლებ­საც ბრა­ლი რუ­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სინ­დი­კა­ტის წევ­რო­ბა­ში ედე­ბათ. მათ შო­რის იყო ორი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი - ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე და ლე­ვან მა­ყაშ­ვი­ლი. მა­ყაშ­ვი­ლი მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბრუკ­ლი­ნის ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლებს მო­რი­გი მუშ­ტი-კრ­ივის დაშ­ლა მო­უ­წი­ათ, რო­მელ­შიც ქარ­თვე­ლი პა­ტიმ­რე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. უცხო­ე­თის სა­პა­ტიმ­რო ად­გი­ლებ­ში ჩვე­ნე­ბუ­რე­ბის­გან ეს აღა­რა­ვის უკ­ვირს. თუმ­ცა ბრუკ­ლი­ნუ­რი ცემა-ტყე­პა რე­ზო­ნან­სუ­ლი გა­მოდ­გა, რად­გან მას­ში­ აშშ-ში ბოლო დროს ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბის მთა­ვა­რი მოქ­მე­დი გმი­რე­ბი - ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი რაჟ­დენ შუ­ლა­ია, იგი­ვე პი­ტერსკი, და მსოფ­ლი­ოს ყო­ფი­ლი ჩემ­პი­ო­ნი მოკ­რი­ვე ავთო ხურ­ცი­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. მათი მეტ­ოქე­ე­ბი "რინგზე" კი, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, კო­ლუმ­ბი­უ­რი მა­ფი­ის წევ­რე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ იცის კონ­ფლიქ­ტის დე­ტა­ლე­ბი.

"ქურ­დებს ურტყა­მენ, ძმე­ბოო!"

მე­დი­ით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ რაჟ­დენ შუ­ლა­ი­ას შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და კო­ლუმ­ბი­უ­რი მა­ფი­ის ბოს­თან, რაც მალე ხელ­ჩა­რთულ ჩხუბ­ში გა­და­ი­ზარ­და. რო­დე­საც მოკ­რი­ვე ავთო ხურ­ცი­ძემ გა­ი­გო, "ქურ­დებს ურტყა­მე­ნო", მე­გო­ბარს გა­მო­ე­სარ­ჩლა. ქარ­თვე­ლი "ჰა­ი­მე­რის" ("ჩა­ქუ­ჩა") ჩხუბ­ში­ ჩარ­თვამ კო­ლუმ­ბი­ე­ლე­ბი შე­ა­ფიქ­რი­ა­ნა და სა­კუ­თა­რი ბო­სი­სა და სა­ხე­ლის და­სა­ცა­ვად (რაც სა­პა­ტიმ­რო ად­გი­ლებ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია) მაშ­ველ ძა­ლას უხ­მეს. მალე ქარ­თვე­ლე­ბი უმ­ცი­რე­სო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ (გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, 2 კაცი 15-ის წი­ნა­აღ­მდეგ). რო­გორც ჩანს, ავთო ხურ­ცი­ძემ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" კო­ლუმ­ბი­ე­ლებს არ და­ა­ნე­ბა და გვა­რი­ა­ნა­დაც მი­ჟეჟა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ნი (სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ აღმ­ოჩ­ნდა "რაჟ­დენ პი­ტერსკი მხო­ლოდ "ჩა­ქუ­ჩას" იმე­დად, როცა აშშ-ის ცი­ხე­ებ­ში რუ­სუ­ლი მა­ფია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი და მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნია).

რა თქმა უნდა, პი­ტერსკის გა­მო­სარ­ჩლე­ბის­თვის ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო ქარ­თვე­ლი მოკ­რი­ვის­თვის არა­ფერს და­ი­შუ­რებს, მა­ნამ­დე კი ბრუკ­ლინ­ში ია­რებს იშუ­შე­ბენ. უნდა ით­ქვას ისიც, რომ თუ ქარ­თვე­ლე­ბი­ მხო­ლოდ შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით ჩხუ­ბობ­დნენ, კო­ლუმ­ბი­ე­ლებ­მა ტრა­დი­ცი­უ­ლად და­ნე­ბი ატ­რი­ა­ლეს. ხურ­ცი­ძეს რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ნა­კე­რე­ბი ადევს თავ­ზეც.

ნიუ-იორ­კის ბან­დე­ბი

2017 წლის ივ­ნის­ში აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ ლა­მის ორ­წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, ერთ-ერთი გავ­ლე­ნი­ა­ნი კრი­მი­ნა­ლუ­რი სინ­დი­კა­ტის 27 წევ­რი და­ა­კა­ვა.

"კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" რაჟ­დენ პი­ტერსკის­ სინ­დი­კა­ტი, ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და ხმა­უ­რი­ანი დაჯ­გუ­ფე­ბა ნიუ-იორ­კის ბან­დებს შო­რის, უკან არა­ფერ­ზე იხევ­და. უმ­რავ­ლე­სო­ბა "ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის" ასახ­დე­ნად პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცი­დან ემიგ­რი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი იყ­ვნენ. სინ­დი­კა­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის არე­ა­ლი აშშ-ის 4 შტატ­ზე: ნიუ-იორკზე,­ ნიუ-ჯერ­ზი­ზე, ფლო­რი­და­სა და ნე­ვა­და­ზე ვრცელ­დებ­ოდა. დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი კა­ზი­ნო­ებ­ში ტეხ­დნენ სა­თა­მა­შო აპა­რა­ტებს, საკ­რედ­იტო ბა­რა­თე­ბი­დან იტა­ცებ­დნენ ფულს, ვაჭ­რობ­დნენ ია­რა­ღით და ნარ­კოტ­იკით, არ ამ­ბობ­დნენ უარს შეკ­ვე­თილ მკვლე­ლო­ბებ­ზეც. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, რაც მას სხვა ბან­დე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევ­და, იყო მუ­შა­ო­ბის მე­თო­დი, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც სინ­დი­კა­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იქ­ცევ­და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ყუ­რა­დღე­ბას. ამი­ტომ პი­ტერსკის დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბის და­კა­ვე­ბა აშშ-ში ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. თუმ­ცა უფრო მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი შე­იქ­ნა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის ორი ქარ­თვე­ლი მოკ­რი­ვე - ლე­ვან მა­ყაშ­ვი­ლი და მსოფ­ლი­ოს დრო­ე­ბი­თი ჩემ­პი­ო­ნი ავთო ხურ­ცი­ძეც იყ­ვნენ. გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ივ­ლის­ში ლონ­დონ­ში ხურ­ცი­ძის გა­მოს­ვლას მო­უთ­მენ­ლად ელო­და, რო­მელ­საც მოკ­რი­ვის­თვის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი უნდა მო­ე­ტა­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"შულაიას გავლენა იმდენად დიდია საქართველოზე, რომ აშშ-დანაც ახერხებდა ქართული ციხეების გაკონტრ­ოლებასო" - ბრუკლინური გარჩევების დეტალები

"შულაიას გავლენა იმდენად დიდია საქართველოზე, რომ აშშ-დანაც ახერხებდა ქართული ციხეების გაკონტრ­ოლებასო" - ბრუკლინური გარჩევების დეტალები

ამერიკაში დაკავებული სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის მშობლები შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებული არიან და საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებენ.

„დავიწყებთ საპროტესტო აქციებს, რადგან არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, მათ შორის არც მთავრობა. სხვა გზა ჩვენ არ დაგვიტოვეს“ , - განაცხადა სპორტსმენის დედამ მაყვალა ხურციძემ.

სპორტსმენის დედა ასევე მოითხოვს რამდენიმე ხნის წინ ციხეში მომხდარი ჩხუბის ამსახველი კადრების გადაცემას. ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ბოლოს საპატიმროში მომხდარი ჩხუბიც სასჯელის გასამკაცრებლად დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სხვა პირებთან ერთად დააკავეს. ქართველი მოკრივე ნიუ-იორკის სასამართლომ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრად ცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, ნიუ-იორკში, 2017 წლის ივლისში, 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს.

რამდენიმე დღის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ ბრუკლინის ციხის თანამშრომლებს მორიგი მუშტი-კრივის დაშლა მოუწიათ, რომელშიც ქართველი პატიმრებიც მონაწილეობდნენ. უცხოეთის საპატიმრო ადგილებში ჩვენებურებისგან ეს აღარავის უკვირს. თუმცა ბრუკლინური ცემა-ტყეპა რეზონანსული გამოდგა, რადგან მასში აშშ-ში ბოლო დროს ყველაზე გახმაურებული დაკავების მთავარი მოქმედი გმირები - ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია, იგივე პიტერსკი, და მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მოკრივე ავთო ხურციძე მონაწილეობდნენ. მათი მეტოქეები "რინგზე" კი, არც მეტი, არც ნაკლები, კოლუმბიური მაფიის წევრები აღმოჩნდნენ. ჯერჯერობით არავინ იცის კონფლიქტის დეტალები.

"ქურდებს ურტყამენ, ძმებოო!"

მედიით ცნობილი გახდა, რომ რაჟდენ შულაიას შელაპარაკება მოუვიდა კოლუმბიური მაფიის ბოსთან, რაც მალე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. როდესაც მოკრივე ავთო ხურციძემ გაიგო, "ქურდებს ურტყამენო", მეგობარს გამოესარჩლა. ქართველი "ჰაიმერის" ("ჩაქუჩა") ჩხუბში ჩართვამ კოლუმბიელები შეაფიქრიანა და საკუთარი ბოსისა და სახელის დასაცავად (რაც საპატიმრო ადგილებში ძალიან მნიშვნელოვანია) მაშველ ძალას უხმეს. მალე ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ (გავრცელებული ვერსიით, 2 კაცი 15-ის წინააღმდეგ). როგორც ჩანს, ავთო ხურციძემ "კანონიერი ქურდი" კოლუმბიელებს არ დაანება და გვარიანადაც მიჟეჟა მოწინააღმდეგენი (საინტერესოა, რატომ აღმოჩნდა "რაჟდენ პიტერსკი მხოლოდ "ჩაქუჩას" იმედად, როცა აშშ-ის ციხეებში რუსული მაფია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მრავალრიცხოვანია).

რა თქმა უნდა, პიტერსკის გამოსარჩლებისთვის ქურდული სამყარო ქართველი მოკრივისთვის არაფერს დაიშურებს, მანამდე კი ბრუკლინში იარებს იშუშებენ. უნდა ითქვას ისიც, რომ თუ ქართველები მხოლოდ შიშველი ხელებით ჩხუბობდნენ, კოლუმბიელებმა ტრადიციულად დანები ატრიალეს. ხურციძეს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, ნაკერები ადევს თავზეც.

ნიუ-იორკის ბანდები

2017 წლის ივნისში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ლამის ორწლიანი მუშაობის შედეგად, ერთ-ერთი გავლენიანი კრიმინალური სინდიკატის 27 წევრი დააკავა.

"კანონიერი ქურდის" რაჟდენ პიტერსკის სინდიკატი, ყველაზე ცნობილი და ხმაურიანი დაჯგუფება ნიუ-იორკის ბანდებს შორის, უკან არაფერზე იხევდა. უმრავლესობა "ამერიკული ოცნების" ასახდენად პოსტსაბჭოთა სივრციდან ემიგრირებული პირები იყვნენ. სინდიკატის საქმიანობის არეალი აშშ-ის 4 შტატზე: ნიუ-იორკზე, ნიუ-ჯერზიზე, ფლორიდასა და ნევადაზე ვრცელდებოდა. დაჯგუფების წევრები კაზინოებში ტეხდნენ სათამაშო აპარატებს, საკრედიტო ბარათებიდან იტაცებდნენ ფულს, ვაჭრობდნენ იარაღით და ნარკოტიკით, არ ამბობდნენ უარს შეკვეთილ მკვლელობებზეც. ყველაზე მთავარი, რაც მას სხვა ბანდებისგან გამოარჩევდა, იყო მუშაობის მეთოდი, რომლის წყალობითაც სინდიკატი წლების განმავლობაში არ იქცევდა სამართალდამცავების ყურადღებას. ამიტომ პიტერსკის დაჯგუფების წევრების დაკავება აშშ-ში ბევრისთვის მოულოდნელი იყო. თუმცა უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა საქართველოსთვის, როდესაც ცნობილი შეიქნა, რომ დაკავებულებს შორის ორი ქართველი მოკრივე - ლევან მაყაშვილი და მსოფლიოს დროებითი ჩემპიონი ავთო ხურციძეც იყვნენ. გულშემატკივარი ივლისში ლონდონში ხურციძის გამოსვლას მოუთმენლად ელოდა, რომელსაც მოკრივისთვის გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული უნდა მოეტანა.

"გაიგო მეუღლის მკვლელობის შესახებ, თუმცა პოლიციას არ შეატყობინა... შემდეგ ავტომანქანის სალონში სისხლის კვალი წაშალა" - პროკურატურა კასპის მკვლელობაზე

მარნეულის საკრებულოს შენობასთან აქციაზე 6 პირი დააკავეს

მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

×
Live: ეთერშია გადაცემა "პოლიტიკური სივრცე"