მაშველებმა ურეკში, 5-ბალიანი შტორმის პირობებში, ზღვიდან ორი მოქალაქე გამოიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, შავი ზღვის სანაპიროზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა. ტალღების სიმაღლე 4 მეტრს აღწევს. დაემორჩილეთ მაშველების რეკომენდაციას. 12:00-16:30 საათის მონაცემებით, მაშველების მიერ ზღვაში დახრჩობას გადარჩენილია 17 მოქალაქე“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.