ავტორი:

მანქანის ჰაერის გამწმენდი დემნა გვასალიასგან, "სულ რაღაც" 267 დოლარი ღირს

მანქანის ჰაერის გამწმენდი დემნა გვასალიასგან, "სულ რაღაც" 267 დოლარი ღირს

მოდის სახლი „ბალენსიაგა“, რომლის კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა, მუდმივად ახერხებს მსოფლიოს გაოცებას - გვასალიას საინტერესო იდეები არასოდეს ელევა.

ამჯერად კი“ბალენსიაგამ“ კიდევ ერთი აქსესუარი შექმნა - ნაძვის ხის ფორმის ავტომობილის ჰაერის გამწმენდი. მწვანე ტყავზე ოქროსფერი ასოებით არის ამოტვიფრული „ბალენსიაგას“ ლოგო. საკიდი ასევე ოქროსფერი მეტალისაა, აქსესუარს კი გასაღებების აცმისთვისაც გამოიყენებთ.

მანქანის ჰაერის გამწმენდს „სულ რაღაც“ 267 აშშ დოლარად შეიძენთ.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ