თბილისში, დიღომში იყიდება სახლი, რომლის ღირებულებაც 1 200 000 დოლარია (3 177 500 ლარი).
როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეზოს საერთო ფართი - 1 400 კვადრატული მეტრი; სახლის საერთო ფართი კი 1 050 კვადრატული მეტრია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახლი მოიცავს 6 საძინებელ ოთახს, საკუთარი სველი წერტილით.
"თეთრი ვილა სრულად გარემონტებულია. სრული ტექნიკით, ავეჯით. სახლს აქვს - აუზი, საუნა, ჯაკუზი, სატრენაჟორო, საგარდერობო ოთახი, 2 საკუჭნაო, 2 გარე საკუჭნაო, დაცვის კამერები და სენსორები" - აღნიშნულია განცხადებაში დაათვალიერეთ ფოტოები