პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა აბინძურებდა ჰაერს საქართველოში ბოლო 1 კვირის განმავლობაში - გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემები
რა აბინძურებდა ჰაერს საქართველოში ბოლო 1 კვირის განმავლობაში - გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემები

სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის ხა­რის­ხის უწყვეტ მო­ნი­ტო­რინგს ავ­ტო­მა­ტუ­რი სად­გუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სუ­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში, ბა­თუმ­სა და ქუ­თა­ის­ში რვა და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბი გა­ი­ზო­მა. გა­ზომ­ვე­ბის შე­დე­გად ატ­მოს­ფე­რულ ჰა­ერ­ში გან­სა­ზღვრუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შემ­ცვე­ლო­ბე­ბი ნორ­მის ფარ­გლებ­ში და­ფიქ­სირ­და, გარ­და მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბი­სა (PM10) და აზო­ტის დი­ოქ­სი­დის კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბი­სა.

"30 აგ­ვის­ტოს მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის PM10-ის კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბის ნორ­მა­ზე გა­და­ჭარ­ბე­ბა თბი­ლის­ში, წე­რეთ­ლი­სა და ყაზ­ბე­გის გამ­ზი­რებ­ზე და­ფიქ­სირ­და, ხოლო 31 აგ­ვის­ტო­დან კი კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბის მა­ტე­ბა აღი­ნიშ­ნა დე­და­ქა­ლაქ­ში გან­თავ­სე­ბულ ოთხი­ვე ავ­ტო­მა­ტურ სად­გურ­ზე. მო­მა­ტე­ბუ­ლი PM10-ის კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბი ფიქ­სირ­დე­ბო­და 1 სექ­ტემ­ბრი­დან 6 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­ჭარ­ბე­ბა ტრანსსა­სა­ზღვრო და­ბინ­ძუ­რე­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი.

კერ­ძოდ, მიმ­დი­ნა­რე წლის 30 აგ­ვის­ტო­დან სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი უდაბ­ნოს მტვრის ნა­წი­ლა­კე­ბის შემ­ცვე­ლი ჰა­ე­რის მა­სე­ბით. გა­სუ­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ქა­ლაქ თბი­ლის­ში, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე და ქა­ლაქ ბა­თუმ­ში აბუ­სე­რი­ძის ქუ­ჩა­ზე მო­მა­ტე­ბუ­ლი იყო ასე­ვე აზო­ტის დი­ოქ­სი­დის კონ­ცენ­ტრა­ცია, რო­მე­ლიც არას­რუ­ლი წვის შე­დე­გად არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

ჰა­ე­რის ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინ­გი უწყვეტ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო მო­ნა­ცე­მებს ატ­მოს­ფე­რულ ჰა­ერ­ში და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ყო­ველ­დღი­უ­რად აქ­ვეყ­ნებს სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დზე www.nea.gov.ge, ასე­ვე ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ეც­ნოს ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­სუ­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის ხა­რის­ხის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ“, - აცხა­დე­ბენ სა­ა­გენ­ტო­ში.

ავტორი:

რა აბინძურებდა ჰაერს საქართველოში ბოლო 1 კვირის განმავლობაში - გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემები

რა აბინძურებდა ჰაერს საქართველოში ბოლო 1 კვირის განმავლობაში - გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით ახორციელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაიზომა. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა მყარი ნაწილაკებისა (PM10) და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციებისა.

"30 აგვისტოს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება თბილისში, წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე დაფიქსირდა, ხოლო 31 აგვისტოდან კი კონცენტრაციების მატება აღინიშნა დედაქალაქში განთავსებულ ოთხივე ავტომატურ სადგურზე. მომატებული PM10-ის კონცენტრაციები ფიქსირდებოდა 1 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში. აღნიშნული გადაჭარბება ტრანსსასაზღვრო დაბინძურებით იყო გამოწვეული.

კერძოდ, მიმდინარე წლის 30 აგვისტოდან საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასებით. გასული კვირის განმავლობაში ქალაქ თბილისში, წერეთლის გამზირზე და ქალაქ ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე მომატებული იყო ასევე აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია, რომელიც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტო მონაცემებს ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელი იქნება საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ“, - აცხადებენ სააგენტოში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი