17 სექტემბრიდან საგანმანათლებლო პროცესის დაწყებასთან ერთად თბილისის საბავშვო და ბაგა–ბაღები მუშაობას განაახლებენ. Allnews.ge დაინტერესდა, რა სიახლეებით შეხვდება თბილისის ბაღები ახალ სასწავლო წელს და რა ელით სააღმზრდელო დაწესებულებაში დაბრუნებულ ბავშვებს.
ამ საკითხზე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე საუბრობს.
"პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ 11 ახალი შენობა შეემატება ბაღებს და უკვე 180 ბაღი გვექნება თბილისში, 3000-ზე მეტი ადგილი გვექნება ბაღებში ჩვენი აღსაზრდელებისთვის, აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, გადატვირთულობა აღარ იყოს ბაღებში და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ",- აღნიშნა კახაბერ გვანცელაძემ.
"თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს" ხელმძღვანელის განმარტებით, მომავალი 2 წლის განმავლობაში ქალაქს კიდევ 31 ახალი ბაღი შეემატება.
"გასათვალისწინებელია ასევე, რომ ამ ზაფხულის პერიოდში განხორციელდა სხვადასხვა სარემონტო სამუშაოები. ძირითადად ეს შეეხო სამზარეულოებს, ჩვენ ვიმუშავეთ სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან ერთად, რათა სამზარეულოები თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მიგვეყვანა. ასევე განახლდა ინვენტარი, როგორც უშუალოდ სააღმზრდელო ოთახებში, ასევე სამზარეულოებში"- თქვა კახაბერ გვანცელაძემ Allnews.ge-სთან საუბარში წაიკითხეთ მეტი