მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
19 წლის ბიჭის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს 15 წელი მიესაჯა
19 წლის ბიჭის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს 15 წელი მიესაჯა

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. საქ­მე ეხე­ბა თბი­ლის­ში 2017 წლის 29 დე­კემ­ბერს მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას, რის შე­დე­გა­დაც 19 წლის და­ვით ტო­რი­აშ­ვი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით და და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბა­სა და გა­სა­ღე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ნ.ქ. (ნი­კო­ლოზ ქის­ტა­უ­რი) დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

სა­სა­მარ­თლო­ში გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ 2017 წლის 29 დე­კემ­ბერს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლევ­მა ნ.ქ.-მ, მას­თან სახ­ლში მყოფ დ.ტ.-ს (და­ვით ტო­რი­აშ­ვი­ლი) ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან, რო­მე­ლიც მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ი­ძი­ნა და ინა­ხავ­და, ორ­ჯერ ეს­რო­ლა, შემ­დეგ კი სა­ხი­სა და კის­რის არე­ში რამ­დენ­ჯერ­მე და­უს­ვა დანა.

მი­ღე­ბუ­ლი ცე­ცხლნას­რო­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად დ.ტ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ნ.ქ.-მ და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, დ.ტ.-ს გვა­მი მდი­ნა­რე მტკვარ­თან არ­სე­ბულ ხევ­ში გა­და­აგ­დო. იმა­ვე სა­ღა­მოს მან ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ მე­გობ­რებს უამ­ბო, შემ­დეგ კი მათ­თან ერ­თად დაბ­რუნ­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და გ.ი.-ს დახ­მა­რე­ბით გვა­მი მდი­ნა­რე­ში გა­და­აგ­დო.

2018 წლის იან­ვრის და­სა­წყის­ში, ნ.ქ.-მ მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი - ორ­ლუ­ლი­ა­ნი გა­დაჭ­რი­ლი თოფი გ.ი.-ს სახ­ლში მი­უ­ტა­ნა და შე­სა­ნა­ხად გა­დას­ცა, სა­ი­და­ნაც ამო­ღე­ბუ­ლი იქნა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ნ.ქ. 2018 წლის 9 იან­ვარს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) და 236-ე მუხ­ლის მე-2, მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბა და გა­სა­ღე­ბა) წა­რედ­გი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ნ.ქ. სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად და­ნა­შა­ულ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით, სას­ჯე­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი ზომა - თხუთ­მე­ტი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: გარ­დაც­ვლი­ლი და­ვით ტო­რი­აშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

19 წლის ბიჭის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს 15 წელი მიესაჯა

19 წლის ბიჭის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს 15 წელი მიესაჯა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმე ეხება თბილისში 2017 წლის 29 დეკემბერს მომხდარ შემთხვევას, რის შედეგადაც 19 წლის დავით ტორიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით და დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა, ტარებასა და გასაღებაში ბრალდებული ნ.ქ. (ნიკოლოზ ქისტაური) დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს, საღამოს საათებში, წარსულში ნასამართლევმა ნ.ქ.-მ, მასთან სახლში მყოფ დ.ტ.-ს (დავით ტორიაშვილი) ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ორჯერ ესროლა, შემდეგ კი სახისა და კისრის არეში რამდენჯერმე დაუსვა დანა.

მიღებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად დ.ტ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ნ.ქ.-მ დანაშაულის დაფარვის მიზნით, დ.ტ.-ს გვამი მდინარე მტკვართან არსებულ ხევში გადააგდო. იმავე საღამოს მან ჩადენილი მკვლელობის შესახებ მეგობრებს უამბო, შემდეგ კი მათთან ერთად დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და გ.ი.-ს დახმარებით გვამი მდინარეში გადააგდო.

2018 წლის იანვრის დასაწყისში, ნ.ქ.-მ მკვლელობის იარაღი - ორლულიანი გადაჭრილი თოფი გ.ი.-ს სახლში მიუტანა და შესანახად გადასცა, საიდანაც ამოღებული იქნა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნ.ქ. 2018 წლის 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.ქ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის მაქსიმალური ზომა - თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მთავარ ფოტოზე: გარდაცვლილი დავით ტორიაშვილი

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს