პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო ქალი, რომელიც I მსოფლიო ომში დასახიჩრებულ ჯარისკაცებს სახეს უბრუნებდა
ვინ იყო ქალი, რომელიც I მსოფლიო ომში დასახიჩრებულ ჯარისკაცებს სახეს უბრუნებდა

პირ­ველ მსოფ­ლიო ომს მი­ლი­ო­ნო­ბით სამ­ხედ­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო პირი შე­ე­წი­რა, უამ­რა­ვი ჯა­რის­კა­ცი კი და­შავ­და და და­სა­ხიჩ­რდა. სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ბევ­რი მათ­გა­ნის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი სა­დარ­დე­ლი იყო, რად­გან ჯა­რის­კა­ცე­ბი უნდა გამ­კლა­ვე­ბოდ­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა­საც, რას იფიქ­რებ­და ხალ­ხი მათ გა­რეგ­ნო­ბა­ზე, შე­იც­ვლე­ბო­და თუ არა მათ მი­მართ მე­გობ­რე­ბი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბის ნა­წი­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ით სწორ­დე­ბო­და, თუმ­ცა ექი­მე­ბი ყვე­ლას ვერ შვე­ლოდ­ნენ. გა­მო­სა­ვალს სკულპ­ტო­რებ­მა მი­აგ­ნეს - პორ­ტრე­ტუ­ლი ნიღ­ბე­ბის დამ­ზა­დე­ბა ინ­გლი­სელ­მა დერ­ვენტ ვუდ­მა და­ი­წყო, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით იდეა და საქ­მი­ა­ნო­ბა ამე­რი­კელ­მა სკულპ­ტორ­მა ანა კო­ულ­მენ ლედ­მა დახ­ვე­წა. ნიღ­ბე­ბი იმ ფო­ტო­ე­ბის მი­ხედ­ვით მზად­დე­ბო­და, რო­მე­ლიც ჯა­რის­კა­ცებს და­სა­ხიჩ­რე­ბამ­დე ჰქონ­დათ გა­და­ღე­ბუ­ლი.

ყვე­ლა­ფე­რი 1917 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც ბოს­ტონ­ში მცხოვ­რებ­მა ლედ­მა წა­ი­კი­თხა ბრი­ტა­ნე­ლი სკულპ­ტო­რის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც „ცხვი­რე­ბის“ მა­ღა­ზია ჰქონ­და გახ­სნი­ლი - იქ ბრი­ტა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის ნიღ­ბებს ამ­ზა­დებ­დნენ. იდეა ანას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა, ამი­ტომ გახ­სნა სა­კუ­თა­რი სტუ­დია პა­რიზ­ში და ახალ „სა­ხე­ებ­ზე“ მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. სკულპ­ტო­რი თა­ბა­ში­რის­გან აკე­თებ­და ნიღ­ბებს და დე­ტა­ლე­ბამ­დე ხვე­წდა. ნიღ­ბე­ბის ნა­წი­ლი მთლი­ან სა­ხეს ფა­რავ­და, ნა­წი­ლი კი - მხო­ლოდ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნაკ­ვთე­ბის­თვის იქ­მნე­ბო­და. მსურ­ვე­ლე­ბის­თვის ნი­ღაბ­ზე ულ­ვა­შე­ბის და­ტა­ნაც იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი.

წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ლედ­მა და მის­მა კო­ლე­გებ­მა 100-მდე ნი­ღა­ბი შექ­მნეს. თი­თო­ე­უ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა სულ რა­ღაც 18 აშშ დო­ლა­რი იყო. სკულპ­ტორს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში წი­თე­ლი ჯვა­რი ეხ­მა­რე­ბო­და.

რო­დე­საც ომი დას­რულ­და, წი­თელ ჯვარს აღარ შე­ეძ­ლო ლე­დის სტუ­დი­ის და­ფი­ნან­სე­ბა, სკულპ­ტორს მისი და­ხურ­ვა მო­უხ­და. ანა ბოს­ტონ­ში დაბ­რუნ­და.

1932 წელს საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამე­რი­კე­ლი სკულპ­ტო­რი გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის და­ა­ჯილ­დო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ვინ იყო ქალი, რომელიც I მსოფლიო ომში დასახიჩრებულ ჯარისკაცებს სახეს უბრუნებდა

ვინ იყო ქალი, რომელიც I მსოფლიო ომში დასახიჩრებულ ჯარისკაცებს სახეს უბრუნებდა

პირველ მსოფლიო ომს მილიონობით სამხედრო და სამოქალაქო პირი შეეწირა, უამრავი ჯარისკაცი კი დაშავდა და დასახიჩრდა. სახის დაზიანებები ბევრი მათგანისთვის ყველაზე დიდი სადარდელი იყო, რადგან ჯარისკაცები უნდა გამკლავებოდნენ საზოგადოების ყურადღებასაც, რას იფიქრებდა ხალხი მათ გარეგნობაზე, შეიცვლებოდა თუ არა მათ მიმართ მეგობრებისა და ოჯახის წევრების დამოკიდებულება.

სახის დაზიანებების ნაწილი პლასტიკური ქირურგიით სწორდებოდა, თუმცა ექიმები ყველას ვერ შველოდნენ. გამოსავალს სკულპტორებმა მიაგნეს - პორტრეტული ნიღბების დამზადება ინგლისელმა დერვენტ ვუდმა დაიწყო, თუმცა მოგვიანებით იდეა და საქმიანობა ამერიკელმა სკულპტორმა ანა კოულმენ ლედმა დახვეწა. ნიღბები იმ ფოტოების მიხედვით მზადდებოდა, რომელიც ჯარისკაცებს დასახიჩრებამდე ჰქონდათ გადაღებული.

ყველაფერი 1917 წელს დაიწყო, როდესაც ბოსტონში მცხოვრებმა ლედმა წაიკითხა ბრიტანელი სკულპტორის შესახებ, რომელსაც „ცხვირების“ მაღაზია ჰქონდა გახსნილი - იქ ბრიტანელი ჯარისკაცებისთვის ნიღბებს ამზადებდნენ. იდეა ანას ძალიან მოეწონა, ამიტომ გახსნა საკუთარი სტუდია პარიზში და ახალ „სახეებზე“ მუშაობა დაიწყო. სკულპტორი თაბაშირისგან აკეთებდა ნიღბებს და დეტალებამდე ხვეწდა. ნიღბების ნაწილი მთლიან სახეს ფარავდა, ნაწილი კი - მხოლოდ დაზიანებული ნაკვთებისთვის იქმნებოდა. მსურველებისთვის ნიღაბზე ულვაშების დატანაც იყო შესაძლებელი.

წელიწადნახევრის განმავლობაში ლედმა და მისმა კოლეგებმა 100-მდე ნიღაბი შექმნეს. თითოეულის ღირებულება სულ რაღაც 18 აშშ დოლარი იყო. სკულპტორს საქმიანობაში წითელი ჯვარი ეხმარებოდა.

როდესაც ომი დასრულდა, წითელ ჯვარს აღარ შეეძლო ლედის სტუდიის დაფინანსება, სკულპტორს მისი დახურვა მოუხდა. ანა ბოსტონში დაბრუნდა.

1932 წელს საფრანგეთის ხელისუფლებამ ამერიკელი სკულპტორი გაწეული საქმიანობისთვის დააჯილდოვა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს