10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს მოქალაქეობა თურქეთში მცხოვრებ ქართული წარმოშობის ხალხს - გიორგი ანდრიაძე საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრირდება
საქართველოს მოქალაქეობა თურქეთში მცხოვრებ ქართული წარმოშობის ხალხს - გიორგი ანდრიაძე საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრირდება

ჩემი სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იქ­ნე­ბა თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ხალ­ხე­ბის: ლა­ზე­ბის, ხა­ლი­ბე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს­თან ინ­ტეგ­რა­ცია. მათ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბა", - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გი­ორ­გი ან­დრი­ა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, რო­მელ­მაც საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად და­რე­გის­ტრი­რე­ბის მო­თხოვ­ნით ცეს­კოს მი­მარ­თა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სებს მხო­ლოდ უპარ­ტიო პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი და­ი­ცავს.

"სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა უპარ­ტიო პრე­ზი­დენ­ტი. მით უფრო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ამ სწო­რედ ასე­თი ფორ­მა­ტი შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. ყვე­ლას პრე­ზი­დენ­ტი ვერ იქ­ნე­ბა რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ეს არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ლო­გი­კა. მი­თუ­მე­ტეს, ვერ იქ­ნე­ბი­ან, უკვე 25 წელი რომ გა­მო­ა­ტა­რა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, აი, იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ამი­ტომ, შე­ვი­ტა­ნე პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ის არის, რომ სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის ნა­ხე­ვა­რი, 7 ადა­მი­ა­ნი, თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე, ლა­ზია, რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან უყ­ვართ", - გა­ნა­ცხა­და ან­დრი­ა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სამ­წუ­ხა­როდ, ზო­გი­ერ­თი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს აბ­სო­ლუ­ტურ სიც­რუ­ე­ზე დაყ­რდნო­ბით. ისი­ნი მო­სახ­ლე­ო­ბას პირ­დე­ბი­ან სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, რისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით პრე­ზი­დენტს არ აქვს.

"ხალ­ხი კი­დევ ერთხელ შე­ყავთ შეც­დო­მა­ში. რა უფ­ლე­ბაც აქვს პრე­ზი­დენტს, იმას მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნებ. მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იქ­ნე­ბა თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ხალ­ხე­ბის: ლა­ზე­ბის, ხა­ლი­ბე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს­თან ინ­ტეგ­რა­ცია, მათ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბა. ვი­საც არ ეკუთ­ვნო­და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და უკა­ნო­ნოდ მი­ა­ნი­ჭეს, მათ ჩა­მო­რეთ­მე­ვათ. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი ჩვე­ნი ძმე­ბის­თვის მოხ­დე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბა. ისი­ნი ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს აღორ­ძი­ნე­ბა­ში.

ისი­ნი არი­ან ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მათ შო­რის ეკო­ნო­მი­კუ­რად და სა­ქარ­თვე­ლო­ზე გიჟ­დე­ბი­ან. მათ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კარს უხუ­რავ­დნენ და ვი­ღაც-ვი­ღა­ცებს, რომ­ლებ­საც ფე­ხებ­ზე ჰკი­დი­ათ სა­ქარ­თვე­ლო, ზოგი მტე­რიც კია, იმათ აძ­ლევ­დნენ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას. ჩემი ამ პა­ტა­რა საპ­რე­ზი­დენ­ტო პროგ­რა­მით ქარ­თვე­ლი ერი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში იგ­რძნობს ეკო­ნო­მი­კურ, თუნ­დაც მო­რა­ლურ მხარ­და­ჭე­რას", - გა­ნა­ცხა­და ან­დრი­ა­ძემ.

გი­ორ­გი ან­დრი­ა­ძის თქმით, საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ას იგი ხვალ, სარ­ფი­დან და­ი­წყებს, სა­დაც ტრა­დი­ცი­უ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი კოლ­ხო­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა.

"კამ­პა­ნი­ას და­ვი­წყებ ხვალ სარ­ფი­დან, სა­დაც კოლ­ხე­თო­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა. იქ იქ­ნე­ბი­ან ლა­ზე­ბიც, აჭარ­ლე­ბიც. შემ­დეგ კი საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ას სა­მეგ­რე­ლო­ში გა­ვაგ­რძე­ლებ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ან­დრი­ა­ძემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

საქართველოს მოქალაქეობა თურქეთში მცხოვრებ ქართული წარმოშობის ხალხს - გიორგი ანდრიაძე საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრირდება

საქართველოს მოქალაქეობა თურქეთში მცხოვრებ ქართული წარმოშობის ხალხს - გიორგი ანდრიაძე საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრირდება

ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი მიზანი იქნება თურქეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის ხალხების: ლაზების, ხალიბების საქართველოსთან ინტეგრაცია. მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გიორგი ანდრიაძემ განუცხადა, რომელმაც საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების მოთხოვნით ცესკოს მიმართა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს მხოლოდ უპარტიო პრეზიდენტობის კანდიდატი დაიცავს.

"საქართველოს სჭირდება უპარტიო პრეზიდენტი. მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციამ სწორედ ასეთი ფორმატი შემოგვთავაზა. ყველას პრეზიდენტი ვერ იქნება რომელიმე პარტიის წარმომადგენელი. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა. მითუმეტეს, ვერ იქნებიან, უკვე 25 წელი რომ გამოატარა ქართველი ხალხი, აი, იმ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები. ამიტომ, შევიტანე პრეზიდენტობის კანდიდატობაზე განცხადება. ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს ისტორიაში ის არის, რომ საინიციატივო ჯგუფის ნახევარი, 7 ადამიანი, თურქეთის მოქალაქე, ლაზია, რომელთაც საქართველო ძალიან უყვართ", - განაცხადა ანდრიაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ზოგიერთი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლუტურ სიცრუეზე დაყრდნობით. ისინი მოსახლეობას პირდებიან სოციალური პირობების გაუმჯობესებას, რისი უფლებამოსილება ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტს არ აქვს.

"ხალხი კიდევ ერთხელ შეყავთ შეცდომაში. რა უფლებაც აქვს პრეზიდენტს, იმას მაქსიმალურად გამოვიყენებ. მთავარი მიზანი იქნება თურქეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის ხალხების: ლაზების, ხალიბების საქართველოსთან ინტეგრაცია, მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. ვისაც არ ეკუთვნოდა მოქალაქეობა და უკანონოდ მიანიჭეს, მათ ჩამორეთმევათ. საქართველოსთვის თავდადებული ჩვენი ძმებისთვის მოხდება მოქალაქეობის მინიჭება. ისინი ძალიან დაგვეხმარებიან საქართველოს აღორძინებაში.

ისინი არიან ძალიან წარმატებული, მათ შორის ეკონომიკურად და საქართველოზე გიჟდებიან. მათ წლების განმავლობაში კარს უხურავდნენ და ვიღაც-ვიღაცებს, რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიათ საქართველო, ზოგი მტერიც კია, იმათ აძლევდნენ მოქალაქეობას. ჩემი ამ პატარა საპრეზიდენტო პროგრამით ქართველი ერი უახლოეს პერიოდში იგრძნობს ეკონომიკურ, თუნდაც მორალურ მხარდაჭერას", - განაცხადა ანდრიაძემ.

გიორგი ანდრიაძის თქმით, საპრეზიდენტო კამპანიას იგი ხვალ, სარფიდან დაიწყებს, სადაც ტრადიციული დღესასწაული კოლხობა აღინიშნება.

"კამპანიას დავიწყებ ხვალ სარფიდან, სადაც კოლხეთობა აღინიშნება. იქ იქნებიან ლაზებიც, აჭარლებიც. შემდეგ კი საპრეზიდენტო კამპანიას სამეგრელოში გავაგრძელებ", - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები