საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საჭმელი არ გვქონდა, წყალი გადაგვიკეტა..." - 18 ქართველი თურქეთში თხილის პლანტაციებში უმძიმეს პირობებში მუშაობდნენ
"საჭმელი არ გვქონდა, წყალი გადაგვიკეტა..." - 18 ქართველი თურქეთში თხილის პლანტაციებში უმძიმეს პირობებში მუშაობდნენ

თურ­ქე­თი­დან სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლოს 18 მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლე­ბიც მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში სა­მუ­შა­ოდ იყ­ვნენ წა­სუ­ლი და ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უკან დაბ­რუ­ნე­ბას ვერ ახერ­ხებ­დნენ.

დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი ყვე­ბი­ან, რომ თურ­ქმა დამ­საქ­მე­ბელ­მა ისი­ნი მო­ა­ტყუა, თხი­ლის პლან­ტა­ცი­ებ­ში ამუ­შა­ვა და თან­ხა არ გა­და­უ­ხა­და. ქარ­თვე­ლე­ბი ამ დრომ­დე ორ­დუს გუ­ბერ­ნი­ა­ში გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და ამ­ბო­ბენ, რომ თაღ­ლი­თი დამ­საქ­მე­ბე­ლი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ხა­ტია მან­ჯგა­ლა­ძე ყვე­ბა, რომ დამ­საქ­მებ­ლის­გან საჭ­მლის მი­ცე­მა­ზეც კი ჰქონ­დათ პრობ­ლე­მა:

"კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გვქონ­და პრობ­ლე­მა, ცუ­დად, უხე­შად გვექ­ცე­ო­და... უკვე წა­მო­სას­ვლე­ლე­ბი რომ ვი­ყა­ვით, თან­ხა არ მოგ­ვცა, გა­იქ­ცა და მიგ­ვა­ტო­ვა უპატ­რო­ნოდ. მერე ვინც წა­მოგ­ვიყ­ვა­ნა, მან შეგ­ვი­ფა­რა დრო­ე­ბით" - იხ­სე­ნებს გა­და­ტა­ნილ დღე­ებს ხა­ტია მან­ჯგა­ლა­ძე.

სა­ლო­მე დვა­ლიშ­ვი­ლის თქმით, დამ­საქ­მე­ბელ­მა თან­ხა მი­ით­ვი­სა და უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში მი­ა­ტო­ვა:

"ვმუ­შა­ობ­დით თხი­ლის პლან­ტა­ცი­ა­ში, ვკრეფ­დით. ჩვე­ნი დამ­საქ­მე­ბე­ლი იყო რემ­ზი და მას­თან ვცხოვ­რობ­დით ფერ­მა­ში. ეს არის დიდი სო­ფე­ლი, სა­დაც იყო ბევ­რი პლან­ტა­ცია, მათი მე­პატ­რო­ნე­ე­ბი უხ­დიდ­ნენ თან­ხას რემ­ზის, რო­მე­ლიც ჩვენ გვა­საქ­მებ­და და გვიხ­დი­და თან­ხას. თუმ­ცა, მან თან­ხის ნა­წი­ლი გა­დაგ­ვი­ხა­და და სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან გა­იქ­ცა, მიგ­ვა­ტო­ვა ძა­ლი­ან ცუდ პი­რო­ბებ­ში. საჭ­მე­ლი არ გვქონ­და, დე­და­მის­მა ფე­ჩის "ტრუ­ბე­ბი" მოგ­ვიხ­სნა, რომ საჭ­მე­ლი არ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, წყა­ლი გა­დაგ­ვი­კე­ტა, ელე­მენ­ტა­რუ­ლი სი­სუფ­თა­ვეც არ გვქონ­და.

როცა პლან­ტა­ცი­ებ­ში მივ­დი­ო­დით, დამ­საქ­მე­ბელს უხ­დი­და ფულს ბა­ღის მე­პატ­რო­ნე, რომ ჩვენ შუ­ა­დღი­სას საჭ­მე­ლი გვე­ჭა­მა, მაგ­რამ რემ­ზის მოჰ­ქონ­და მხო­ლოდ ერთი მტე­ვა­ნი ყუ­რძე­ნი და ათ კაც­ზე 4 ცალი პური" - ყვე­ბა თურ­ქე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სა­ლო­მე დვა­ლიშ­ვი­ლი.

00:00 / 00:00
ავტორი:

"საჭმელი არ გვქონდა, წყალი გადაგვიკეტა..." - 18 ქართველი თურქეთში თხილის პლანტაციებში უმძიმეს პირობებში მუშაობდნენ

"საჭმელი არ გვქონდა, წყალი გადაგვიკეტა..." - 18 ქართველი თურქეთში თხილის პლანტაციებში უმძიმეს პირობებში მუშაობდნენ

თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 18 მოქალაქე, რომლებიც მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ იყვნენ წასული და ერთი თვის განმავლობაში უკან დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.

დაბრუნებულები ყვებიან, რომ თურქმა დამსაქმებელმა ისინი მოატყუა, თხილის პლანტაციებში ამუშავა და თანხა არ გადაუხადა. ქართველები ამ დრომდე ორდუს გუბერნიაში გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ და ამბობენ, რომ თაღლითი დამსაქმებელი უკვე დაკავებულია.

საქართველოში ერთ-ერთი დაბრუნებული ხატია მანჯგალაძე ყვება, რომ დამსაქმებლისგან საჭმლის მიცემაზეც კი ჰქონდათ პრობლემა:

"კვებასთან დაკავშირებითაც გვქონდა პრობლემა, ცუდად, უხეშად გვექცეოდა... უკვე წამოსასვლელები რომ ვიყავით, თანხა არ მოგვცა, გაიქცა და მიგვატოვა უპატრონოდ. მერე ვინც წამოგვიყვანა, მან შეგვიფარა დროებით" - იხსენებს გადატანილ დღეებს ხატია მანჯგალაძე.

სალომე დვალიშვილის თქმით, დამსაქმებელმა თანხა მიითვისა და უმძიმეს პირობებში მიატოვა:

"ვმუშაობდით თხილის პლანტაციაში, ვკრეფდით. ჩვენი დამსაქმებელი იყო რემზი და მასთან ვცხოვრობდით ფერმაში. ეს არის დიდი სოფელი, სადაც იყო ბევრი პლანტაცია, მათი მეპატრონეები უხდიდნენ თანხას რემზის, რომელიც ჩვენ გვასაქმებდა და გვიხდიდა თანხას. თუმცა, მან თანხის ნაწილი გადაგვიხადა და საკუთარი სახლიდან გაიქცა, მიგვატოვა ძალიან ცუდ პირობებში. საჭმელი არ გვქონდა, დედამისმა ფეჩის "ტრუბები" მოგვიხსნა, რომ საჭმელი არ გაგვეკეთებინა, წყალი გადაგვიკეტა, ელემენტარული სისუფთავეც არ გვქონდა.

როცა პლანტაციებში მივდიოდით, დამსაქმებელს უხდიდა ფულს ბაღის მეპატრონე, რომ ჩვენ შუადღისას საჭმელი გვეჭამა, მაგრამ რემზის მოჰქონდა მხოლოდ ერთი მტევანი ყურძენი და ათ კაცზე 4 ცალი პური" - ყვება თურქეთიდან დაბრუნებული სალომე დვალიშვილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ