პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვისას მძღოლების დასჯის პროცესი რთული იქნება, რადგან მარიხუანა შარდში ერთი თვე ჩანს"
"მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვისას მძღოლების დასჯის პროცესი რთული იქნება, რადგან მარიხუანა შარდში ერთი თვე ჩანს"

სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად ვერ აღიქ­ვამს, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ, არ მომ­ხდა­რა სა­ბო­ლო­ოდ მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზა­ცია, მოხ­და მხო­ლოდ მოხ­მა­რე­ბის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია, - ამის შე­სა­ხებ ნარ­კო­ლოგ­მა ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

"საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია იმ სა­კი­თხმა, რაც მოხ­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად ვერ აღიქ­ვამს იმას, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ. მისი ინ­ტერპრე­ტა­ცია არას­წო­რად ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მომ­ხდა­რა სა­ბო­ლო­ოდ მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზა­ცია, მოხ­და მხო­ლოდ მოხ­მა­რე­ბის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლი­ან სწო­რი იყო. პირ­ველ რიგ­ში უნდა გან­ვი­ხი­ლოთ, რა ზი­ა­ნი მოგ­ვი­ტა­ნა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ. მა­გა­ლი­თად გა­ი­ზარ­და თუ არა მოხ­მა­რე­ბა? - ეს უნდა გა­ვი­გოთ იმის მი­ხედ­ვით, მოხ­და თუ არა მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის გაზ­რდა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, გა­ი­ზარ­და თუ არა კრი­მი­ნა­ლი, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბით, ასე­ვე მა­რი­ხუ­ა­ნას ზე­დო­ზი­რე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ადა­მი­ა­ნე­ბის მოხ­ვედ­რის შემ­თხვე­ვე­ბი. დღეს­დღე­ო­ბით სა­ხე­ზე არ­ცერ­თი არ გვაქვს. შე­სა­ბა­მი­სად, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რი გა­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ მო­ახ­დი­ნა", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, შსს-ს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სწო­რია, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე სა­კითხს არ ეთან­ხმე­ბა.

"რამ­დე­ნი­მე სა­კითხს არ ვე­თან­ხმე­ბი და საკ­მა­ოდ რთუ­ლი იქ­ნე­ბა ამ სა­კი­თხის გა­კონ­ტრო­ლე­ბა. ეს არის ზუს­ტად სა­ხელ­მწი­ფოს რე­ა­გი­რე­ბა ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის შემ­დგომ, გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შექ­მნა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ უნდა მოხ­დეს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბის და­ნერგვა ქვე­ყა­ნა­ში. პირ­ველ ნა­წილს, რაც ახალ­გაზ­რდებს ეხე­ბა, ვე­თან­ხმე­ბი. თუმ­ცა, არ ვე­თან­ხმე­ბი გარ­კვე­უ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის შე­ზღუდ­ვას და გარ­კვე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას, რაც ძლი­ან არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად მი­მაჩ­ნია ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ში", - გა­ნა­ცხა­და ნარ­კო­ლოგ­მა.

შსს-ს რე­გუ­ლა­ცი­ებ­ზე სა­უბ­რი­სას, სი­ხა­რუ­ლი­ძემ ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვი­სას მა­რი­ხუ­ა­ნას ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ყოფ­ნის დროს და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს რთუ­ლი პრო­ცე­სია, რად­გან მა­რი­ხუ­ა­ნა მოხ­მა­რე­ბი­დან ერთი თვის შემ­დე­გაც შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს შარ­დში.

"ეს არის საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რა. მა­რი­ხუ­ა­ნას თვი­სე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შარ­დში კვა­ლის აღ­მო­ჩე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ერთი დღი­დან ერთ თვემ­დე. შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მან­ქა­ნას მარ­თავს, შე­იძ­ლე­ბა ნე­ბი­სი­ე­რი სხვა ნივ­თი­ე­რე­ბა ჰქონ­დეს მი­ღე­ბუ­ლი, რომ­ლის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბაც ვერ ხდე­ბა. მისი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის დროს შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­რი­ხუ­ა­ნა იყოს აღ­მო­ჩე­ნი­ლი შარ­დში და ყვე­ლა­ფე­რი დაბ­რალ­დეს მა­რი­ხუ­ა­ნას. ეს უნდა დად­გინ­დეს კლი­ნი­კუ­რად, იმ მო­მენ­ტში აქვს თუ არა მა­რი­ხუ­ა­ნა მოხ­მა­რე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და სი­ხა­რუ­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვისას მძღოლების დასჯის პროცესი რთული იქნება, რადგან მარიხუანა შარდში ერთი თვე ჩანს"

"მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვისას მძღოლების დასჯის პროცესი რთული იქნება, რადგან მარიხუანა შარდში ერთი თვე ჩანს"

საზოგადოება კარგად ვერ აღიქვამს, რა გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, არ მომხდარა საბოლოოდ მარიხუანას ლეგალიზაცია, მოხდა მხოლოდ მოხმარების დეკრიმინალიზაცია, - ამის შესახებ ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ განაცხადა.

"საკმაოდ სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია იმ საკითხმა, რაც მოხდა, მაგრამ სამწუხაროდ, საზოგადოება კარგად ვერ აღიქვამს იმას, რა გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ. მისი ინტერპრეტაცია არასწორად ხდება. საქართველოში არ მომხდარა საბოლოოდ მარიხუანას ლეგალიზაცია, მოხდა მხოლოდ მოხმარების დეკრიმინალიზაცია. ეს გადაწყვეტილება ძალიან სწორი იყო. პირველ რიგში უნდა განვიხილოთ, რა ზიანი მოგვიტანა ამ გადაწყვეტილებამ. მაგალითად გაიზარდა თუ არა მოხმარება? - ეს უნდა გავიგოთ იმის მიხედვით, მოხდა თუ არა მომართვიანობის გაზრდა სამედიცინო დაწესებულებებში, გაიზარდა თუ არა კრიმინალი, რომელიც გამოწვეულია მარიხუანას მოხმარებით, ასევე მარიხუანას ზედოზირებით საავადმყოფოში ადამიანების მოხვედრის შემთხვევები. დღესდღეობით სახეზე არცერთი არ გვაქვს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გადაწყვეტილებამ ქვეყანაში არაფერი გასაკუთრებული არ მოახდინა", - განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ.

მისივე თქმით, შსს-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რეგულაციებთან დაკავშირებით სწორია, თუმცა, რამდენიმე საკითხს არ ეთანხმება.

"რამდენიმე საკითხს არ ვეთანხმები და საკმაოდ რთული იქნება ამ საკითხის გაკონტროლება. ეს არის ზუსტად სახელმწიფოს რეაგირება ლეგალიზაციის შემდგომ, გარკვეული რეგულაციების შექმნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილების დანერგვა ქვეყანაში. პირველ ნაწილს, რაც ახალგაზრდებს ეხება, ვეთანხმები. თუმცა, არ ვეთანხმები გარკვეული პროფესიების შეზღუდვას და გარკვეული უფლებების ჩამორთმევას, რაც ძლიან არადემოკრატიულად მიმაჩნია ჩვენს სახელმწიფოში", - განაცხადა ნარკოლოგმა.

შსს-ს რეგულაციებზე საუბრისას, სიხარულიძემ ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე ავტომობილის მართვისას მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს და აღნიშნა, რომ ეს რთული პროცესია, რადგან მარიხუანა მოხმარებიდან ერთი თვის შემდეგაც შეიძლება აღმოჩნდეს შარდში.

"ეს არის საკმაოდ რთული პროცედურა. მარიხუანას თვისებებიდან გამომდინარე, შარდში კვალის აღმოჩენა შესაძლებელია ერთი დღიდან ერთ თვემდე. შესაბამისად, ადამიანს, რომელიც მანქანას მართავს, შეიძლება ნებისიერი სხვა ნივთიერება ჰქონდეს მიღებული, რომლის დიაგნოსტირებაც ვერ ხდება. მისი დიაგნოსტირების დროს შესაძლებელია მარიხუანა იყოს აღმოჩენილი შარდში და ყველაფერი დაბრალდეს მარიხუანას. ეს უნდა დადგინდეს კლინიკურად, იმ მომენტში აქვს თუ არა მარიხუანა მოხმარებული", - განაცხადა სიხარულიძემ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს