გამომცემლობამ “პალიტრა L” პროექტის „გაცვალე მაკულატურა წიგნებში“ ფარგლებში დაიწყო ახალი კამპანია, რომელიც კომპანიების სოციალურ პასუხისმგებლობის ამაღლებას ეძღვნება.
"გაცვალე მაკულატურა წიგნებში" განსაკუთრებით საინტერესოა კომპანიებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად უამრავ ქაღალდს იყენებს. მათ უსარგებლო მაკულატურის ჩაბარებით ბიბლიოთეკის გამდიდრების შესაძლებლობაც ეძლევათ. ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ ისინი შესაბამისი რაოდენობის წიგნებს მიიღებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ სპეციალურად ამ პროექტისთვის გამოყოფილი წიგნების ნუსხაში წარმოდგენილია ბიზნესლიტერატურის არაერთი საინტერესო და თანამედროვე გამოცემა. „გაუფრთხილდით გარემოს, გამოიყენეთ რესურსი, რომელიც გაგაჩნიათ და გაამდიდრეთ თქვენი ბიბლიოთეკა“ - განმარტავს „პალიტრა L-ის“ მარკეტინგის მენეჯერი თაკო ახვლედიანი.
კამპანიის ფარგლებში, კომპანიებს შეუძლიათ ძველი ქაღალდების, წიგნებისა და სხვა მაკულატურის გაცვლით მიიღონ საჩუქრად პალიტრა L-ის წიგნები. თითოეულ კილოგრამ მაკულატურას შეუძლია გადაარჩინოს ხე და დაიცვას გარემო.
თვის განმავლობაში მაკულატურის ჩაბარებით ლიდერი კომპანია მიიღებს „თვის კომპანიის“ სახელს, ხოლო კამპანიის დასრულების შემდეგ კი შეიკრიბება თითოეული კომპანიის ჩაბარებული მაკულატურის რაოდენობა თვეების მიხედვით და გამარჯვებული სამი კომპანიის სახელზე დაირგვება ხეები.
· კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიულ პირებს.
· მაკულატურის ჩაბარება ხდება თვის ნებისმიერ პერიოდში და ყოველი თვის ბოლოს ჯამდება მიღებული რაოდენობა.
· ნერგები საიტზე განთავსებულია როგორც თვის, ასევე საერთო ჯამში მიღებული რაოდენობის მიხედვით.
რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული http://bit.do/etJDi
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 687 945