ავტორი:

ბარნოვზე მოკლული გოგოს დედა - ბავშვებმა ნახეს, დედამისს დანა როგორ დაარტყეს, როგორ ეხვეწებოდა ჩემი შვილი, არ მომკლაო

ბარნოვზე მოკლული გოგოს დედა - ბავშვებმა ნახეს, დედამისს დანა როგორ დაარტყეს, როგორ ეხვეწებოდა ჩემი შვილი, არ მომკლაო

ბავშვებმა ნახეს, დანა როგორ დაარტყა, დედა როგორ ეხვეწებოდა არ მომკლაო. ბავშვები დღემდე, ყოველდღე ამას იმეორებენ, - ამის შესახებ ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედამ, ნათია გაბოძემ ჟურნალისტებს სასამართლოში დაკითხვის შემდეგ განუცხადა.

გაბოძის თქმით, მხარეებს მასთან კითხვები ძირითადად, ვეფხია ბაქრაძისგან მომდინარე ძალადობასა და მისი შვილიშვილების მდგომარეობაზე ჰქონდათ. გაბოძის თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ვეფხია ბაქრაძემ მისი შვილი ბავშვების თვალწინ მოკლა.

"ბრალდებული უარყოფს და ამბობს, რომ ბავშვები არ ესწრებოდნენ, თუმცა ნამდვილად ვიცით, რომ ესწრებოდნენ. გამოძიებით კმაყოფილი ვარ. ჩემთან კითხვები ჰქონდათ ძალადობაზე და ბავშვების მდგომარეობაზე. დამტკიცდა, რომ ბავშვები ნამდვილად ესწრებოდნენ. სასამართლოს მივაწოდე ინფორმაცია, რა სახითაც ბავშვები აღწერენ, რა თვალითაც უყურეს დედის მკვლელობას. ბავშვებმა ნახეს, დანა როგორ დაარტყა, როგორ ეხვეწებოდა დედა, არ მომკლაო. ბავშვები დღემდე, ყოველდღე ამას იმეორებენ. დაუჯერებელი ფაქტია და არაადეკვატური, თქვას და დაამტკიცოს, რომ ბავშვები იქ არ იყვნენ. ყველამ ვიცით, რომ ბავშვები იქ იყვნენ. ექსპერტიზამაც დაადასტურა, რომ ბავშვები ნამდვილად იქ იმყოფებოდნენ. თავიანთი თვალით უყურებდნენ ყველა დეტალს, სისხლიან დედას, თუ როგორ დაასისხლიანა, პირველი სად დაარტყა, სად წაიყვანა, სად დატოვა და როგორ გადახტა ფანჯრიდან", - განაცხადა ნათია გაბოძემ.

მისივე თქმით, სასამართლოში დაკითხვისას მას კითხვები თავად ბრალდებულმაც დაუსვა, რომლებიც ძირითადად ძალადობის ფაქტებს ეხებოდა. გაბოძის ინფორმაციით, ბაქრაძემ თქვა, რომ მასზე არ ძალადობდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ