კონფლიქტები
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გროვდება თირკმელში კენჭები და რა თანამედროვე მეთოდებით შლიან მათ - უროლოგ გურამ ქარაზანაშვილის რეკომენდაციები
როგორ გროვდება თირკმელში კენჭები და რა თანამედროვე მეთოდებით შლიან მათ - უროლოგ გურამ ქარაზანაშვილის რეკომენდაციები

ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა თირკმელ­ში კენ­ჭს უჩი­ვის და რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ ყვე­ლაფ­რის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მეა. იმის­თვის, რომ ამ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბას ავ­ცდეთ, უნდა ვი­ცო­დეთ, რა­ტომ ჩნდე­ბა კენ­ჭე­ბი თირკმელ­ში და რა თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებს იყე­ნე­ბენ მათ და­საშ­ლე­ლად - ამ თე­მა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ურო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი გუ­რამ ქა­რა­ზა­ნაშ­ვი­ლი:



თირკმელ­ში კენ­ჭის გა­ჩე­ნას მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რის ერ­თობ­ლი­ვი ზე­მოქ­მე­დე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს და ეს ფაქ­ტო­რე­ბია:


  • ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის დარ­ღვე­ვა;
  • ენ­ზი­მო­პა­თი­ე­ბი;
  • კლი­მა­ტუ­რი და გე­ო­ქი­მი­უ­რი პი­რო­ბე­ბი;
  • კვე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი;
  • სას­მე­ლი წყლის ქი­მი­უ­რი შედ­გე­ნი­ლო­ბა;
  • თირკმე­ლე­ბი­დან და სა­შარ­დე სის­ტე­მი­დან შარ­დის ევა­კუ­ა­ცი­ის დარ­ღვე­ვა;
  • ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბი თირკმე­ლებ­ში და სხვა.

ჩა­მოთ­ვლი­ლი მი­ზე­ზე­ბის გავ­ლე­ნით თირკმლის მენჯ-ფი­ა­ლებ­ში დაგ­რო­ვი­ლი მა­რი­ლის კრის­ტა­ლე­ბი იკვრე­ბა და კენ­ჭად იქ­ცე­ვა. კენ­ჭის ზომა მერ­ყე­ვია - არ­სე­ბობს რო­გორც მი­ლი­მეტ­რი­ა­ნი დი­ა­მეტ­რის, ისე მარ­ჯნი­სებ­რი კენ­ჭე­ბი. ეს უკა­ნას­კნე­ლი ერ­თგვა­რად ამო­ავ­სებს თირკმლის მენ­ჯფი­ა­ლო­ვან სის­ტე­მას. პა­ტა­რა კენ­ჭი უფრო მოძ­რა­ვი და შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია, ხოლო დიდი, თუ თირკმე­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ არის, მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ნა­ი­რად არ ამ­ჟღავ­ნებს სა­კუ­თარ არ­სე­ბო­ბას.


თირკმლის ჭვა­ლი

კენჭმა შე­იძ­ლე­ბა მდე­ბა­რე­ო­ბა შე­იც­ვა­ლოს ან სუ­ლაც შარ­დსაწ­ვეთს გა­მოჰ­ყვეს და ორ­გა­ნიზ­მი­დან გა­მო­ვი­დეს. ეს პრო­ცე­სი, ანუ თირკმლის ჭვა­ლი, მე­ტად უსი­ა­მოვ­ნოა. კენ­ჭის დაძ­ვრა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს: უხერ­ხულ­მა მოძ­რა­ო­ბამ, რყე­ვამ, დიდი ოდე­ნო­ბით სი­თხის მი­ღე­ბამ და ა.შ.


თირკმლის ჭვა­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ძლი­ე­რი, შე­ტე­ვი­თი ტკი­ვი­ლი წე­ლის არე­ში, რო­მე­ლიც სა­ზარ­დუ­ლის­კენ, სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის­კენ გა­და­ე­ცე­მა. ვი­თარ­დე­ბა გუ­ლის­რე­ვა, ღე­ბი­ნე­ბა, ნაწ­ლა­ვე­ბის გარ­და­მა­ვა­ლი პა­რე­ზი, მუც­ლის კუნ­თე­ბის და­ჭი­მუ­ლო­ბა. პა­ცი­ენ­ტი ვერ ის­ვე­ნებს, ცდი­ლობს, იპო­ვოს მო­ხერ­ხე­ბუ­ლი პოზა. მძი­მე ჭვა­ლის დროს შე­საძ­ლოა იკ­ლოს შარ­დის ოდე­ნო­ბამ. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი არც შარ­დვის შე­წყვე­ტა, სის­ხლი­ა­ნი შარ­დი, შემ­ცივ­ნე­ბა, მა­ღა­ლი სი­ცხე.


თირკმლის ჭვა­ლის დროს იღე­ბენ სხვა­დას­ხვა ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბელ, სპაზ­მო­ლი­ზურ, არ­სტე­რო­ი­დულ ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბებს, მაგ­რამ თვით­მკურ­ნა­ლო­ბა სა­სურ­ვე­ლი არ არის! უმ­ჯო­ბე­სია, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხოთ.


მცი­რე ზო­მის კენ­ჭე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ, მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად ან სუ­ლაც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლად ტო­ვებს ორ­გა­ნიზმს, თუმ­ცა ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს, და­ტო­ვა თუ არა კენჭმა სა­შარ­დე სის­ტე­მა.


რა გარ­თუ­ლე­ბებს იწ­ვევს

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კენ­ჭი ორ­გა­ნიზ­მში რჩე­ბა, სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია, კერ­ძოდ:


მწვა­ვე ან ქრო­ნი­კუ­ლი კალ­კუ­ლო­ზუ­რი პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტის ანუ თირკმლის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ან­თე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რაც თირკმლის ან თირკმლე­ბის და­კარ­გვის მი­ზე­ზიც კი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს; თირკმლის ჰიდ­რო­ნეფ­რო­ზი, ანუ თირკმლი­დან შარ­დის ევა­კუ­ა­ცი­ის დარ­ღვე­ვის შე­დე­გად, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბა თირკმლის ქსო­ვი­ლის გან­ლე­ვა და მისი გა­დაქ­ცე­ვა უფუნ­ქციო, სი­თხო­ვან გარ­სად; თირკმლე­ბის მწვა­ვე ან ქრო­ნი­კუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ხე­ლოვ­ნუ­რი თირკმლის გა­მო­ყე­ნე­ბის ან თირკმლის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა.


დი­აგ­ნოს­ტი­კა და მკურ­ნა­ლო­ბა

თირკმელ­კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი, არა­ინ­ვა­ზი­უ­რი (უსის­ხლო) და ხელ­მი­საწ­ვდო­მი მე­თო­დია ულტრაბ­გე­რი­თი კვლე­ვა ანუ ექოს­კო­პია, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ჭი­რო გახ­დეს უფრო რთუ­ლი რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი ან კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია.


კენ­ჭე­ბის დაშ­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი

დის­ტან­ცი­უ­რი ლი­თოტ­რიფ­სია წარ­მო­ად­გენს კენ­ჭე­ბის დის­ტან­ცი­უ­რად დაშ­ლას. ამ მე­თო­დით მკურ­ნა­ლო­ბი­სას კენ­ჭი იშ­ლე­ბა მას­ზე მი­მარ­თუ­ლი ძლი­ე­რი ენერ­გე­ტი­კუ­ლი დარ­ტყმე­ბით. კენ­ჭის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა ფიქ­სირ­დე­ბა რენტგე­ნით და ექოს­კო­პი­ის მეშ­ვე­ო­ბით. სპე­ცი­ა­ლუ­რი გე­ნე­რა­ტო­რის ანუ ლი­თოტ­რი­ფო­რის მიერ წარ­მოქ­მნი­ლი იმ­პულ­სე­ბი ფო­კუ­სირ­დე­ბა სა­შარ­დე გზებ­ში არ­სე­ბულ კენ­ჭზე. კენ­ჭი იშ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა სი­დი­დის ფრაგ­მენ­ტე­ბად, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მი­დან ბუ­ნებ­რი­ვი გზით შარ­დთან ერ­თად გა­მო­ი­ყო­ფა.


  • დის­ტან­ცი­უ­რი ლი­თოტ­რიფ­სი­ის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი:
  • ზოგ­ჯერ დის­ტან­ცი­უ­რი ლი­თოტ­რიფ­სი­ით დაშ­ლი­ლი კენ­ჭის ფრაგ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყო­ფა და­მა­ტე­ბით პრობ­ლე­მებს უქ­მნის პა­ცი­ენტს.
  • გარ­და ამი­სა, თა­ვად ლი­თოტ­რიპ­ტო­რის მიერ წარ­მოქ­მნი­ლი იმ­პულ­სე­ბი იწ­ვევს თირკმლის ტრავ­მი­რე­ბას და თირკმლი­დან სის­ხლდე­ნას.


ძა­ლი­ან ხში­რად კენ­ჭის და­საშ­ლე­ლად არ არის საკ­მა­რი­სი დის­ტან­ცი­უ­რი ლი­თოტ­რიფ­სი­ის ერთი სე­ან­სი. ლი­თოტ­რიფ­სი­ის გან­მე­ო­რე­ბი­თი სე­ან­სე­ბი დრო­ში იწე­ლე­ბა, და­მა­ტე­ბი­თი დის­კომ­ფორ­ტებს იწ­ვევს, ადა­მი­ა­ნი წყდე­ბა ცხოვ­რე­ბის ნორ­მა­ლურ რიტმს, იზ­რდე­ბა ფი­ნან­სუ­რი და­ნა­ხარ­ჯე­ბი და ა.შ. ლი­თოტ­რიფ­სი­ის რაც უფრო მეტი გან­მე­ო­რე­ბი­თი სე­ან­სია სა­ჭი­რო, მით უფრო მე­ტად ზი­ან­დე­ბა თირკმე­ლი, თვი­თო­ე­ულ სე­ანსზე ლი­თოტ­რიფ­ტო­რის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ათა­სო­ბით ტალ­ღა მი­ე­დი­ნე­ბა თირკმლის­კენ და ზოგ­ჯერ ეს თირკმლის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზიც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.



ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო უკა­ნას­კნელ წლებ­ში კენ­ჭე­ბის დაშ­ლის ენ­დოს­კო­პუ­რი მე­თო­დე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა მა­ტუ­ლობს. კენ­ჭე­ბის და­საშ­ლე­ლად დღეს ახა­ლი თა­ო­ბის ვი­დე­ო­ენ­დოს­კო­პე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. პრო­ცე­დუ­რა რენტგენ-სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში ტარ­დე­ბა. რენტგე­ნის აპა­რა­ტი სა­ჭი­როა ენ­დოს­კო­პის ორ­გა­ნიზ­მში გა­და­ად­გი­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­სათ­ვის. თა­ნა­მედ­რო­ვე ციფ­რუ­ლი რენტგე­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით დას­ხი­ვე­ბის დოზა არის მი­ნი­მა­ლუ­რი, ხოლო ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია - სა­უ­კე­თე­სო.


თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შექ­მნი­ლია ერთჯე­რა­დი, უნა­ტი­ფე­სი ვი­დეო-ენ­დოს­კო­პე­ბი, რომ­ლი­თაც სა­შარ­დე მი­ლის და შარ­დის ბუშ­ტის გავ­ლით შე­საძ­ლე­ბე­ლია შარ­დსაწ­ვეთ­ში (ანუ თირკმლი­დან გა­მო­მა­ვალ წვრილ სა­დი­ნარ­ში) და თირკმელ­ში შეღ­წე­ვა. ამ მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ერთჯე­რა­დი ინ­სტრუ­მენ­ტით შე­საძ­ლე­ბე­ლია თირკმლის ყვე­ლა­ზე მი­უწ­ვდო­მე­ლი კუ­თხე-კუნ­ჭუ­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, ციფ­რუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით კი იქ უწ­ვრი­ლე­სი ზო­მის კენ­ჭე­ბის აღ­მო­ჩე­ნა. კენ­ჭე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის ვი­დე­ო­მო­ნი­ტორ­ზე გა­დი­დე­ბის შემ­დეგ, ერთჯე­რა­დი ენ­დოს­კო­პის წი­აღ­ში არ­სე­ბუ­ლი არ­ხის გავ­ლით, უძ­ლი­ე­რე­სი ლა­ზე­რის სხი­ვის მიყ­ვა­ნა კენ­ჭამ­დე და მისი ფხვნი­ლად ქცე­ვა.


პრო­ფი­ლაქ­ტი­კა

კენ­ჭის ხე­ლა­ხა­ლი წარ­მოქ­მნის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია შეს­წავ­ლი­ლი იყოს მისი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ყო­ვე­ლი შე­საძ­ლო მი­ზე­ზი, მო­წეს­რიგ­დეს დი­ე­ტა თუ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა, ლიკ­ვი­დი­რე­ბულ იქ­ნას სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცია. გან­მე­ო­რე­ბი­თი კენ­ჭწარ­მოქ­მნის სა­უ­კე­თე­სო პრო­ფი­ლაქ­ტი­კაა ჰი­პერ­ჰი­და­ტა­ცია, ანუ სას­მე­ლი წყლის ჭარ­ბად მი­ღე­ბა. იხი­ლეთ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია



მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიახ
0

ადამის ფესვი ყოფილა ამის მკურნალი საოცრებებს ახდესნ, ტირკმელი რომ გატიშული ქონია გადაურჩენია და განუკურნია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

როგორ გროვდება თირკმელში კენჭები და რა თანამედროვე მეთოდებით შლიან მათ - უროლოგ გურამ ქარაზანაშვილის რეკომენდაციები

როგორ გროვდება თირკმელში კენჭები და რა თანამედროვე მეთოდებით შლიან მათ - უროლოგ გურამ ქარაზანაშვილის რეკომენდაციები

ადამიანების უმეტესობა თირკმელში კენჭს უჩივის და როგორც ამბობენ, ამ ყველაფრისგან გამოწვეული ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა. იმისთვის, რომ ამ მძიმე მდგომარეობას ავცდეთ, უნდა ვიცოდეთ, რატომ ჩნდება კენჭები თირკმელში და რა თანამედროვე მეთოდებს იყენებენ მათ დასაშლელად - ამ თემაზე გვესაუბრება უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გურამ ქარაზანაშვილი:



თირკმელში კენჭის გაჩენას მრავალი ფაქტორის ერთობლივი ზემოქმედება განაპირობებს და ეს ფაქტორებია:


  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
  • ენზიმოპათიები;
  • კლიმატური და გეოქიმიური პირობები;
  • კვების თავისებურებები;
  • სასმელი წყლის ქიმიური შედგენილობა;
  • თირკმელებიდან და საშარდე სისტემიდან შარდის ევაკუაციის დარღვევა;
  • ანთებითი პროცესები თირკმელებში და სხვა.

ჩამოთვლილი მიზეზების გავლენით თირკმლის მენჯ-ფიალებში დაგროვილი მარილის კრისტალები იკვრება და კენჭად იქცევა. კენჭის ზომა მერყევია - არსებობს როგორც მილიმეტრიანი დიამეტრის, ისე მარჯნისებრი კენჭები. ეს უკანასკნელი ერთგვარად ამოავსებს თირკმლის მენჯფიალოვან სისტემას. პატარა კენჭი უფრო მოძრავი და შემაწუხებელია, ხოლო დიდი, თუ თირკმელი ინფიცირებული არ არის, მრავალი წლის განმავლობაში არანაირად არ ამჟღავნებს საკუთარ არსებობას.


თირკმლის ჭვალი

კენჭმა შეიძლება მდებარეობა შეიცვალოს ან სულაც შარდსაწვეთს გამოჰყვეს და ორგანიზმიდან გამოვიდეს. ეს პროცესი, ანუ თირკმლის ჭვალი, მეტად უსიამოვნოა. კენჭის დაძვრა შეიძლება გამოიწვიოს: უხერხულმა მოძრაობამ, რყევამ, დიდი ოდენობით სითხის მიღებამ და ა.შ.


თირკმლის ჭვალისთვის დამახასიათებელია ძლიერი, შეტევითი ტკივილი წელის არეში, რომელიც საზარდულისკენ, სასქესო ორგანოებისკენ გადაეცემა. ვითარდება გულისრევა, ღებინება, ნაწლავების გარდამავალი პარეზი, მუცლის კუნთების დაჭიმულობა. პაციენტი ვერ ისვენებს, ცდილობს, იპოვოს მოხერხებული პოზა. მძიმე ჭვალის დროს შესაძლოა იკლოს შარდის ოდენობამ. არ არის გამორიცხული არც შარდვის შეწყვეტა, სისხლიანი შარდი, შემცივნება, მაღალი სიცხე.


თირკმლის ჭვალის დროს იღებენ სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელ, სპაზმოლიზურ, არსტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მაგრამ თვითმკურნალობა სასურველი არ არის! უმჯობესია, სასწრაფო დახმარება გამოიძახოთ.


მცირე ზომის კენჭები, ჩვეულებრივ, მედიკამენტური მკურნალობის შედეგად ან სულაც დამოუკიდებელად ტოვებს ორგანიზმს, თუმცა ყურადღება უნდა მიექცეს, დატოვა თუ არა კენჭმა საშარდე სისტემა.


რა გართულებებს იწვევს

იმ შემთხვევაში, თუ კენჭი ორგანიზმში რჩება, სერიოზული გართულებები მოსალოდნელია, კერძოდ:


მწვავე ან ქრონიკული კალკულოზური პიელონეფრიტის ანუ თირკმლის ბაქტერიული ანთების განვითარება, რაც თირკმლის ან თირკმლების დაკარგვის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს; თირკმლის ჰიდრონეფროზი, ანუ თირკმლიდან შარდის ევაკუაციის დარღვევის შედეგად, დროთა განმავლობაში ხდება თირკმლის ქსოვილის განლევა და მისი გადაქცევა უფუნქციო, სითხოვან გარსად; თირკმლების მწვავე ან ქრონიკული უკმარისობის განვითარება და ხელოვნური თირკმლის გამოყენების ან თირკმლის ტრანსპლანტაციის აუცილებლობა.


დიაგნოსტიკა და მკურნალობა

თირკმელკენჭოვანი დაავადების დიაგნოსტირების ყველაზე მარტივი, არაინვაზიური (უსისხლო) და ხელმისაწვდომი მეთოდია ულტრაბგერითი კვლევა ანუ ექოსკოპია, თუმცა შესაძლებელია საჭირო გახდეს უფრო რთული რენტგენოლოგიური კვლევები ან კომპიუტერული ტომოგრაფია.


კენჭების დაშლის თანამედროვე მეთოდები

დისტანციური ლითოტრიფსია წარმოადგენს კენჭების დისტანციურად დაშლას. ამ მეთოდით მკურნალობისას კენჭი იშლება მასზე მიმართული ძლიერი ენერგეტიკული დარტყმებით. კენჭის ადგილმდებარეობა ფიქსირდება რენტგენით და ექოსკოპიის მეშვეობით. სპეციალური გენერატორის ანუ ლითოტრიფორის მიერ წარმოქმნილი იმპულსები ფოკუსირდება საშარდე გზებში არსებულ კენჭზე. კენჭი იშლება სხვადასხვა სიდიდის ფრაგმენტებად, რომლებიც ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით შარდთან ერთად გამოიყოფა.


  • დისტანციური ლითოტრიფსიის ნაკლოვანებები:
  • ზოგჯერ დისტანციური ლითოტრიფსიით დაშლილი კენჭის ფრაგმენტების გამოყოფა დამატებით პრობლემებს უქმნის პაციენტს.
  • გარდა ამისა, თავად ლითოტრიპტორის მიერ წარმოქმნილი იმპულსები იწვევს თირკმლის ტრავმირებას და თირკმლიდან სისხლდენას.


ძალიან ხშირად კენჭის დასაშლელად არ არის საკმარისი დისტანციური ლითოტრიფსიის ერთი სეანსი. ლითოტრიფსიის განმეორებითი სეანსები დროში იწელება, დამატებითი დისკომფორტებს იწვევს, ადამიანი წყდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს, იზრდება ფინანსური დანახარჯები და ა.შ. ლითოტრიფსიის რაც უფრო მეტი განმეორებითი სეანსია საჭირო, მით უფრო მეტად ზიანდება თირკმელი, თვითოეულ სეანსზე ლითოტრიფტორის მიერ გამომუშავებული ათასობით ტალღა მიედინება თირკმლისკენ და ზოგჯერ ეს თირკმლის სერიოზული დაზიანების მიზეზიც შეიძლება გახდეს.



ზემოაღნიშნული პრობლემების გამო უკანასკნელ წლებში კენჭების დაშლის ენდოსკოპური მეთოდების პოპულარობა მატულობს. კენჭების დასაშლელად დღეს ახალი თაობის ვიდეოენდოსკოპები გამოიყენება. პროცედურა რენტგენ-საოპერაციოში ტარდება. რენტგენის აპარატი საჭიროა ენდოსკოპის ორგანიზმში გადაადგილების კონტროლისათვის. თანამედროვე ციფრული რენტგენების გამოყენებით დასხივების დოზა არის მინიმალური, ხოლო ვიზუალიზაცია - საუკეთესო.


თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილია ერთჯერადი, უნატიფესი ვიდეო-ენდოსკოპები, რომლითაც საშარდე მილის და შარდის ბუშტის გავლით შესაძლებელია შარდსაწვეთში (ანუ თირკმლიდან გამომავალ წვრილ სადინარში) და თირკმელში შეღწევა. ამ მაღალტექნოლოგიური ერთჯერადი ინსტრუმენტით შესაძლებელია თირკმლის ყველაზე მიუწვდომელი კუთხე-კუნჭულების დათვალიერება, ციფრული ვიდეოკამერის საშუალებით კი იქ უწვრილესი ზომის კენჭების აღმოჩენა. კენჭების გამოსახულების ვიდეომონიტორზე გადიდების შემდეგ, ერთჯერადი ენდოსკოპის წიაღში არსებული არხის გავლით, უძლიერესი ლაზერის სხივის მიყვანა კენჭამდე და მისი ფხვნილად ქცევა.


პროფილაქტიკა

კენჭის ხელახალი წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შესწავლილი იყოს მისი ჩამოყალიბების ყოველი შესაძლო მიზეზი, მოწესრიგდეს დიეტა თუ მედიკამენტების მიღება, ლიკვიდირებულ იქნას საშარდე გზების ინფექცია. განმეორებითი კენჭწარმოქმნის საუკეთესო პროფილაქტიკაა ჰიპერჰიდატაცია, ანუ სასმელი წყლის ჭარბად მიღება. იხილეთ დამატებითი ინფორმაცია



×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"