ავტორი:

"შვილის მკვლელია ეგ" - ბარნოვზე მოკლული გოგონას დედასა და მკვლელობაში ბრალდებულის შვილს შორის ინციდენტი მოხდა

"შვილის მკვლელია ეგ" - ბარნოვზე მოკლული გოგონას დედასა და მკვლელობაში ბრალდებულის შვილს შორის ინციდენტი მოხდა

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედასა და მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის შვილს შორის სასამართლოს ფოიეში მცირე ინციდენტი მოხდა.

ნათია გაბოძე ლიკა ბაქრაძეს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ბრალდებულის შვილმა გამრეკელაშვილის სიკვდილში ნათია გაბოძეც დაადანაშაულა. ინციდენტი მას შემდეგ ამოიწურა, რაც მანდატურებმა მოკლულის დედა სასამართლოს ფოიედან გაიყვანეს.

"მე უბრალოდ ის ვუთხარი, მეც მომკალით თაკოსთან ერთად-მეთქი. შვილის მკვლელია ეგ. მისი ბრალი რომ არის ეს ყველაფერი, ვერ ხვდება? ცოლს რატომ უწოდებს თავის თავს? ცოლი იმიტომ გახდა, რომ თვითონ უნდოდა და თავისი სურვილი იყო", - განუცხადა ჟირნალისტებს ლიკა ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო: ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო ნაცლიშვილის დედისა და მკვლელობაში ბრალდებულის შვილის დაპირისპირება: კადრები და კომენტარები სასამართლოდან

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ