პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ისტორია გადახდა კიანუ რივზის დედას მაკა ასათიანის მაღაზიაში ბარსელონაში
რა ისტორია გადახდა კიანუ რივზის დედას მაკა ასათიანის მაღაზიაში ბარსელონაში

მაკა ასა­თი­ა­ნის მა­ღა­ზი­ას ბარ­სე­ლო­ნა­ში, ჯერ კი­დევ გახ­სნამ­დე, კი­ა­ნუ რივ­ზის დედა, პატ­რი­ცია რივ­ზი ეწ­ვია. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასა­თი­ა­ნის მე­გო­ბა­რი, ფა­ტი­მა იბ­რა­გიმ­ბე­კო­ვა წერს.

მა­ღა­ზია Dariali ეს­პა­ნეთ­ში გა­სულ წელს გა­იხ­სნა. ამ­ჟა­მად კი მისი რე­კონ­სტრუქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს და რო­გორც ვებ-გვერ­დზეა მი­თი­თე­ბუ­ლი, სულ მალე ასა­თი­ა­ნის მა­ღა­ზია მომ­ხმა­რებ­ლებს უფრო დიდ სივ­რცე­ში უმას­პინ­ძლებს, სა­დაც გა­ლე­რეა და რეს­ტო­რა­ნიც იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

შემ­თხვე­ვა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც იბ­რა­გიმ­ბე­კო­ვა წერს, გა­სულ წელს მოხ­და. ფა­ტი­მა იხ­სე­ნებს, რომ მა­ღა­ზი­ის გახ­სნამ­დე რამ­დე­ნი­მე დღე იყო დარ­ჩე­ნი­ლი, პრო­დუქ­ცია კი - ყუ­თე­ბი­დან ჯერ კი­დევ არ ჰქონ­დათ ამო­ღე­ბუ­ლი, რო­დე­საც მათ­თან ასა­კო­ვა­ნი, ლა­მა­ზი ქალი შე­ვი­და და იკი­თხა, ჰქონ­დათ თუ არა მა­ღა­ზი­ა­ში Delpozo-ს სა­მო­სი. მე­ნე­ჯერ­მა უპა­სუ­ხა, რომ Delpozo ჰქონ­დათ, თუმ­ცა მა­ღა­ზი­ის გახ­სნა მხო­ლოდ ივ­ლი­სის ბო­ლოს იგეგ­მე­ბო­და. იბ­რა­გიმ­ბე­კო­ვა წერს, რომ პა­სუხ­მა ქალი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, თუმ­ცა შემ­დეგ მე­ნე­ჯერს აუხ­სნა, რომ დი­ზა­ი­ნე­რის პრო­დუქ­ცი­ას ბარ­სე­ლო­ნა­ში ვერ­სად მი­აგ­ნო და ინ­ტერ­ნეტ­სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მამ მხო­ლოდ მა­ღა­ზი­ა­ში Dariali უჩ­ვე­ნა.

ქალ­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­ნა­ცხა­და, რომ მას აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბო­და Delpozo-ს რამ­დე­ნი­მე კაბა.

„ამის შემ­დეგ კი ისე­თი პა­უ­ზა გა­ა­კე­თა და თვა­ლებ­ში ისე­თი სევ­და ჩა­უდ­გა, რომ მოგ­ვიხ­და ყუ­თე­ბის გახ­სნა და მთე­ლი კო­ლექ­ცია ვაჩ­ვე­ნეთ. ქალ­მა ჩა­იც­ვა ვე­ლა­ფე­რი და სა­ბო­ლო­ოდ აარ­ჩია ოქ­როს­ფე­რი შარ­ვლე­ბი, მა­ი­სუ­რე­ბი პეპ­ლის ფრთე­ბით და სხვა ისე­თი ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­ლი სა­მო­სი, რომ­ლის ჩაც­მა­საც მე ვე­რა­სო­დეს გავ­ბე­დავ­დი. თუმ­ცა მას არა­ნა­ი­რი კომ­პლექ­სი არ ჰქონ­და. ძა­ლი­ან კონ­ტაქ­ტუ­რი იყო, ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ და მოგ­ვიყ­ვა სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, ბევ­რი ისა­უბ­რა შვი­ლებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი - ვაჟ­ზე, რაც სუ­ლაც არ არის გა­საკ­ვი­რი. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ასე­თი შვი­ლით არ ია­მა­ყო. სწო­რედ იმ დი­ლას ვნა­ხე რამ­დე­ნი­მე ვი­დე­ორ­გო­ლი კი­ა­ნუ რივ­ზის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ კი მისი დედა გა­ვი­ცა­ნი!“ - წერს იბ­რა­გიმ­ბე­კო­ვა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რა ისტორია გადახდა კიანუ რივზის დედას მაკა ასათიანის მაღაზიაში ბარსელონაში

რა ისტორია გადახდა კიანუ რივზის დედას მაკა ასათიანის მაღაზიაში ბარსელონაში

მაკა ასათიანის მაღაზიას ბარსელონაში, ჯერ კიდევ გახსნამდე, კიანუ რივზის დედა, პატრიცია რივზი ეწვია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასათიანის მეგობარი, ფატიმა იბრაგიმბეკოვა წერს.

მაღაზია Dariali ესპანეთში გასულ წელს გაიხსნა. ამჟამად კი მისი რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და როგორც ვებ-გვერდზეა მითითებული, სულ მალე ასათიანის მაღაზია მომხმარებლებს უფრო დიდ სივრცეში უმასპინძლებს, სადაც გალერეა და რესტორანიც იქნება განთავსებული.

შემთხვევა, რომლის შესახებაც იბრაგიმბეკოვა წერს, გასულ წელს მოხდა. ფატიმა იხსენებს, რომ მაღაზიის გახსნამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, პროდუქცია კი - ყუთებიდან ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ამოღებული, როდესაც მათთან ასაკოვანი, ლამაზი ქალი შევიდა და იკითხა, ჰქონდათ თუ არა მაღაზიაში Delpozo-ს სამოსი. მენეჯერმა უპასუხა, რომ Delpozo ჰქონდათ, თუმცა მაღაზიის გახსნა მხოლოდ ივლისის ბოლოს იგეგმებოდა. იბრაგიმბეკოვა წერს, რომ პასუხმა ქალი გააღიზიანა, თუმცა შემდეგ მენეჯერს აუხსნა, რომ დიზაინერის პროდუქციას ბარსელონაში ვერსად მიაგნო და ინტერნეტსაძიებო სისტემამ მხოლოდ მაღაზიაში Dariali უჩვენა.

ქალმა კატეგორიულად განაცხადა, რომ მას აუცილებლად სჭირდებოდა Delpozo-ს რამდენიმე კაბა.

„ამის შემდეგ კი ისეთი პაუზა გააკეთა და თვალებში ისეთი სევდა ჩაუდგა, რომ მოგვიხდა ყუთების გახსნა და მთელი კოლექცია ვაჩვენეთ. ქალმა ჩაიცვა ველაფერი და საბოლოოდ აარჩია ოქროსფერი შარვლები, მაისურები პეპლის ფრთებით და სხვა ისეთი ექსტრავაგანტული სამოსი, რომლის ჩაცმასაც მე ვერასოდეს გავბედავდი. თუმცა მას არანაირი კომპლექსი არ ჰქონდა. ძალიან კონტაქტური იყო, ბევრი ვისაუბრეთ და მოგვიყვა საკუთარი ცხოვრების შესახებ, ბევრი ისაუბრა შვილებზე, განსაკუთრებით კი - ვაჟზე, რაც სულაც არ არის გასაკვირი. შეუძლებელია, ასეთი შვილით არ იამაყო. სწორედ იმ დილას ვნახე რამდენიმე ვიდეორგოლი კიანუ რივზის შესახებ, რამდენიმე საათის შემდეგ კი მისი დედა გავიცანი!“ - წერს იბრაგიმბეკოვა.

echstars-ის სტარტაპ კვირეული დაიწყო!

ამბავი ქალზე რომელიც მის გარშემო მიმდინარე რელიგიური კონფლიქტის ფონზე ცხოვრობს - რის შესახებაა სან-სებასტიანის კინოფესტივალის ტრიუმფატორი ქართული ფილმი

"ფეხბურთელებმა ისტორიას გადახედონ, ვინ თამაშობდა ამ კლუბში" - კალაძე ფარერულ კლუბთან "დინამოს" მარცხს "სამარცხვინოს", რომან ფიფიას კი "სუსტ მენეჯერს" უწოდებს