საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რითი ავადდებიან საქართველოში ყველაზე ხშირად? - საქსტატის ტოპ-ათეული
რითი ავადდებიან საქართველოში ყველაზე ხშირად? - საქსტატის ტოპ-ათეული

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ და­ა­ვა­დე­ბა­თა შო­რის ყვე­ლა­ზე მე­ტად ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­თხო­ვილ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. 2017 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა სუნ­თქვის ორ­გა­ნო­თა ავად­მყო­ფო­ბე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ხში­რად სა­სუნ­თქი გზე­ბის მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით ავად­დე­ბა, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც 405 641-ია.

და­ა­ვა­დე­ბა­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მე­ო­რე ად­გილს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მის ავად­მყო­ფო­ბე­ბი იკა­ვებს. კერ­ძოდ, 2017 წელს ჰი­პერ­ტენ­ზი­უ­ლი ავად­მყო­ფო­ბე­ბის 376 219 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

საქსტა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ რე­გის­ტრი­რე­ბულ და­ა­ვა­დე­ბა­თა პირ­ვე­ლი ათე­უ­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: 1) სა­სუნ­თქი გზე­ბის მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი - 405 641 შემ­თხვე­ვა; 2) ჰი­პერ­ტენ­ზია - 376 219 შემ­თხვე­ვა; 3) პი­რის ღრუს, სა­ნერ­წყვე ჯირ­კვლე­ბი­სა და ყბე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი - 282 518 შემ­თხვე­ვა; 4) შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი - 112 299 შემ­თხვე­ვა; 5) ქა­ლის სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი - 109 265 შემ­თხვე­ვა, 6) დორ­სო­პა­თი­ე­ბი (ძვალ-კუნ­თო­ვა­ნი სის­ტე­მის და შე­მა­ერ­თე­ბე­ლი ქსო­ვი­ლის ავად­მყო­ფო­ბე­ბი) – 70 773 შემ­თხვე­ვა; 7) კა­ტა­რაქ­ტა - 57 707 შემ­თხვე­ვა; 8) პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ავად­მყო­ფო­ბე­ბი - 49 923 შემ­თხვე­ვა; 9) დერ­მა­ტი­ტი და ეგ­ზე­მა - 45 952 შემ­თხვე­ვა; 10) შუა ყუ­რის ან­თე­ბა (ქრო­ნი­კუ­ლი ოტი­ტი) – 33 595 შემ­თხვე­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა უფრო მძი­მე და­ა­ვა­დე­ბებს, ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი ახალ­წარ­მო­ნაქ­მნე­ბის (ლიმ­ფუ­რი და სის­ხლმბა­დი ქსო­ვი­ლე­ბის ახალ­წარ­მო­ნაქ­მნე­ბის ჩათ­ვლით) 8 ათას­ზე მეტი და ანე­მი­ე­ბის 28 555 და­ა­ვა­დე­ბაა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

რითი ავადდებიან საქართველოში ყველაზე ხშირად? - საქსტატის ტოპ-ათეული

რითი ავადდებიან საქართველოში ყველაზე ხშირად? - საქსტატის ტოპ-ათეული

ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობაში რეგისტრირებულ დაავადებათა შორის ყველაზე მეტად ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირაციული ინფექციებია გავრცელებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული. 2017 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა სუნთქვის ორგანოთა ავადმყოფობებიდან ყველაზე ხშირად სასუნთქი გზების მწვავე რესპირაციული ინფექციებით ავადდება, რომელთა რაოდენობაც 405 641-ია.

დაავადებათა ჩამონათვალში მეორე ადგილს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები იკავებს. კერძოდ, 2017 წელს ჰიპერტენზიული ავადმყოფობების 376 219 შემთხვევა დაფიქსირდა.

საქსტატის ინფორმაციით, იმ რეგისტრირებულ დაავადებათა პირველი ათეული, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში ყველაზე მეტად არის გავრცელებული, შემდეგნაირად გამოიყურება: 1) სასუნთქი გზების მწვავე რესპირაციული ინფექციები - 405 641 შემთხვევა; 2) ჰიპერტენზია - 376 219 შემთხვევა; 3) პირის ღრუს, სანერწყვე ჯირკვლებისა და ყბების დაავადებები - 282 518 შემთხვევა; 4) შაქრიანი დიაბეტი - 112 299 შემთხვევა; 5) ქალის სასქესო ორგანოების დაავადებები - 109 265 შემთხვევა, 6) დორსოპათიები (ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის ავადმყოფობები) – 70 773 შემთხვევა; 7) კატარაქტა - 57 707 შემთხვევა; 8) პერიფერიული ნერვული სისტემის ავადმყოფობები - 49 923 შემთხვევა; 9) დერმატიტი და ეგზემა - 45 952 შემთხვევა; 10) შუა ყურის ანთება (ქრონიკული ოტიტი) – 33 595 შემთხვევა.

რაც შეეხება უფრო მძიმე დაავადებებს, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების (ლიმფური და სისხლმბადი ქსოვილების ახალწარმონაქმნების ჩათვლით) 8 ათასზე მეტი და ანემიების 28 555 დაავადებაა რეგისტრირებული.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ