Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნება" მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს - ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან აქციების გამართვას გეგმავს
"ქართული ოცნება" მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს - ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან აქციების გამართვას გეგმავს

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის, და­ვით სა­რა­ლი­ძის მამა, ზაზა სა­რა­ლი­ძე აცხა­დებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მისი შვი­ლის მკვლე­ლებს ხელს აფა­რებს და უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ დას­კვნას სა­მარ­ცხვი­ნოს უწო­დებს.

ამის შე­სა­ხებ სა­რა­ლი­ძემ ად­ვო­კატ ნეს­ტან ლონ­და­რი­ძეს­თან ერ­თად გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი შე­ა­ფა­სა.

"დღეს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო დარ­წმუნ­და იმა­ში, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დი და მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი პირ­და­პირ მფარ­ვე­ლო­ბას უწე­ვენ მკვლე­ლებს და ამ საქ­მის გამ­ყალ­ბებ­ლებს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მფარ­ვე­ლობს მკვლე­ლებს და ამ გა­ნა­ჩენს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად გა­მო­ვუ­ტან მე, ზაზა სა­რა­ლი­ძე იმი­ტომ, რომ ჩემი შვი­ლი, რო­გორც ბე­სე­ლი­ამ გან­მარ­ტა, ვი­ღა­ცა არ არის, ვი­ღა­ცის გუ­ლის მო­სა­გე­ბად არ იყო ეს კო­მი­სია შექ­მნი­ლი. კო­მი­სი­ის მსვლე­ლო­ბის მად­ლო­ბე­ლი ვარ იმი­ტომ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნათ­ლად და­ი­ნა­ხა, ვინ რა დარ­ღვე­ვე­ბი ჩა­ი­დი­ნა, ვინ არის მკვლე­ლი, ვის და ვინ აფა­რებს ხელს. ამ გა­მო­ძი­ე­ბას გა­აგ­რძე­ლებს სხვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რად­გან მმარ­თვე­ლი გუნ­დი მფარ­ვე­ლობს ჩემი შვი­ლის მკვლე­ლებს და ამ გა­მო­ძი­ე­ბას. 10 სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა აქ­ცი­ე­ბი და კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი იქ­ნე­ბა იქ. სა­მარ­ცხვი­ნოა მათი დას­კვნა", - გა­ნა­ცხა­და სა­რა­ლი­ძემ.

სა­რა­ლი­ძე, 10 სექ­ტემ­ბრი­დან აქ­ცი­ებს აა­ნონ­სებს. მისი თქმით, მმარ­თვე­ლი გუნ­დი მისი შვი­ლის მკვლე­ლებს ხელს აფა­რებს, ამი­ტომ უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბულ დას­კვნას სა­მარ­ცხვი­ნოს უწო­დებს და აქ­ცი­ე­ბის და­წყე­ბას გეგ­მავს.

მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის მამა არ აკონ­კრე­ტებს აქ­ცი­ა­ზე რა მო­თხოვ­ნე­ბი ექ­ნე­ბა და ამ­ბობს, რომ ეს 10 სექ­ტემ­ბერს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

"კო­მი­სი­ის მსვლე­ლო­ბის მად­ლო­ბე­ლი ვარ, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნათ­ლად და­ი­ნა­ხა ვინ რა დარ­ღვე­ვე­ბი ჩა­ი­დი­ნა, ვინ არის მკვლე­ლი და ვინ ვის აფა­რებს ხელს. ამ გა­მო­ძი­ე­ბას გა­აგ­რძე­ლებს სხვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რად­გან მმარ­თვე­ლი გუნ­დი მფარ­ვე­ლობს ჩემი შვი­ლის მკვლე­ლებს და ამ გა­მო­ძი­ე­ბას. 10 სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა აქ­ცი­ე­ბი და კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი იქ­ნე­ბა იქ. სა­მარ­ცხვი­ნოა მათი ეს დას­კვნა", - გა­ნა­ცხა­და სა­რა­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე შექ­მნილ­მა პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ამ ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დას­კვნა გუ­შინ და­ამ­ტკი­ცა.

67-გვერ­დი­ან დას­კვნას კო­მი­სი­ის ცხრა წევ­რმა - თა­ვად „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­უ­ჭი­რეს მხა­რი.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დას­კვნის ვა­რი­ანტს კი, კო­მი­სი­ა­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბის ოთხმა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი.

სა­გა­მო­ძო­ე­ბო კო­მი­სი­ის დას­კვნა ჯერ პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს წა­რედ­გი­ნე­ბა და შემ­დგომ მსჯე­ლო­ბი­სათ­ვის პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გავა.

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე 11-ე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლი და და­ვით სა­რა­ლი­ძე 1-ელ დე­კემ­ბერს მოკ­ლეს.

00:00 / 00:00
ავტორი:

"ქართული ოცნება" მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს - ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან აქციების გამართვას გეგმავს

"ქართული ოცნება" მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს - ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან აქციების გამართვას გეგმავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება მისი შვილის მკვლელებს ხელს აფარებს და უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ დასკვნას სამარცხვინოს უწოდებს.

ამის შესახებ სარალიძემ ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მოზარდების მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული დოკუმენტი შეაფასა.

"დღეს მთელი საქართველო დარწმუნდა იმაში, რომ მმართველი გუნდი და მაღალჩინოსნები პირდაპირ მფარველობას უწევენ მკვლელებს და ამ საქმის გამყალბებლებს. "ქართული ოცნება" მფარველობს მკვლელებს და ამ განაჩენს ქართულ საზოგადოებასთან ერთად გამოვუტან მე, ზაზა სარალიძე იმიტომ, რომ ჩემი შვილი, როგორც ბესელიამ განმარტა, ვიღაცა არ არის, ვიღაცის გულის მოსაგებად არ იყო ეს კომისია შექმნილი. კომისიის მსვლელობის მადლობელი ვარ იმიტომ, რომ საზოგადოებამ ნათლად დაინახა, ვინ რა დარღვევები ჩაიდინა, ვინ არის მკვლელი, ვის და ვინ აფარებს ხელს. ამ გამოძიებას გააგრძელებს სხვა ხელისუფლება, რადგან მმართველი გუნდი მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს და ამ გამოძიებას. 10 სექტემბრიდან დაიწყება აქციები და კონკრეტული მოთხოვნები იქნება იქ. სამარცხვინოა მათი დასკვნა", - განაცხადა სარალიძემ.

სარალიძე, 10 სექტემბრიდან აქციებს აანონსებს. მისი თქმით, მმართველი გუნდი მისი შვილის მკვლელებს ხელს აფარებს, ამიტომ უმრავლესობის მიერ მომზადებულ დასკვნას სამარცხვინოს უწოდებს და აქციების დაწყებას გეგმავს.

მოკლული მოზარდის მამა არ აკონკრეტებს აქციაზე რა მოთხოვნები ექნება და ამბობს, რომ ეს 10 სექტემბერს გახდება ცნობილი.

"კომისიის მსვლელობის მადლობელი ვარ, რადგან საზოგადოებამ ნათლად დაინახა ვინ რა დარღვევები ჩაიდინა, ვინ არის მკვლელი და ვინ ვის აფარებს ხელს. ამ გამოძიებას გააგრძელებს სხვა ხელისუფლება, რადგან მმართველი გუნდი მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს და ამ გამოძიებას. 10 სექტემბრიდან დაიწყება აქციები და კონკრეტული მოთხოვნები იქნება იქ. სამარცხვინოა მათი ეს დასკვნა", - განაცხადა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხმათა უმრავლესობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა გუშინ დაამტკიცა.

67-გვერდიან დასკვნას კომისიის ცხრა წევრმა - თავად „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი.

"ქართული ოცნების“ დასკვნის ვარიანტს კი, კომისიაში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საგამოძოებო კომისიის დასკვნა ჯერ პარლამენტის ბიუროს წარედგინება და შემდგომ მსჯელობისათვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

ხორავას ქუჩაზე 11-ე კლასის მოსწავლეები ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე 1-ელ დეკემბერს მოკლეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები