პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიწაში ჩამარხული სახლები, დანგრეული გზები - ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში 1 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა
მიწაში ჩამარხული სახლები, დანგრეული გზები - ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში 1 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა

ია­პო­ნი­ას კი­დევ ერთი სტი­ქია და­ა­ტყდა თავს - ტა­ი­ფუ­ნე­ბის, წყალ­დი­დო­ბე­ბის, მე­წყე­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ქვე­ყა­ნა­ში ძლი­ე­რი მი­წისძვრა მოხ­და. 6.7 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა ჰო­კა­ი­დო­ზე მოხ­და, რო­მელ­მაც მე­წყე­რი გა­მო­იწ­ვია. CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე სახ­ლე­ბი მი­წით და­ი­ფა­რა, გარ­დაც­ვლი­ლია სულ მცი­რე 4 ადა­მი­ა­ნი.

მი­წისძვრის შე­დე­გად ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ჰო­კა­ი­დოს პრე­ფექ­ტუ­რის ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ამ­ბო­ბენ, რომ ეპი­ცენ­ტრთან ახ­ლოს, ქა­ლაქ აცუ­მა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 20 ადა­მი­ანს ეძე­ბენ.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის NHK ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­გი­ონ­ში ფრე­ნე­ბი და სხვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­მოს­ვლა შე­ჩე­რე­ბუ­ლია. 3 მი­ლი­ო­ნამ­დე ოჯა­ხი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი.

ძლი­ე­რი მი­წისძვრა, და­ახ­ლო­ე­ბით, 1 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და. დან­გრე­უ­ლია გზე­ბი და შე­ნო­ბე­ბი. სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ებ­ში 4 ათას­ზე მეტი ჯა­რის­კა­ცია ჩარ­თუ­ლი, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მათი რა­ო­დე­ნო­ბა 25 ათა­სამ­დე გა­იზ­რდე­ბა. სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თეს ვერ­ტმფრე­ნე­ბიც, რომ­ლებ­საც სტი­ქი­ის ზო­ნი­დან ხალ­ხი უსაფრ­თხო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დაჰ­ყავთ.

ავ­თერ­შო­კე­ბი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. ია­პო­ნი­ის მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი სა­ა­გენ­ტო მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლებს, რომ სახ­ლე­ბის ჩა­მონ­გრე­ვის რის­კი ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს.

00:00 / 00:00
ავტორი:

მიწაში ჩამარხული სახლები, დანგრეული გზები - ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში 1 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა

მიწაში ჩამარხული სახლები, დანგრეული გზები - ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში 1 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა

იაპონიას კიდევ ერთი სტიქია დაატყდა თავს - ტაიფუნების, წყალდიდობების, მეწყერების პარალელურად ქვეყანაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ჰოკაიდოზე მოხდა, რომელმაც მეწყერი გამოიწვია. CNN-ის ინფორმაციით, მთასთან ახლოს მდებარე სახლები მიწით დაიფარა, გარდაცვლილია სულ მცირე 4 ადამიანი.

მიწისძვრის შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა. ჰოკაიდოს პრეფექტურის ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეპიცენტრთან ახლოს, ქალაქ აცუმაში დაახლოებით 20 ადამიანს ეძებენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის NHK ინფორმაციით, რეგიონში ფრენები და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა შეჩერებულია. 3 მილიონამდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ძლიერი მიწისძვრა, დაახლოებით, 1 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. დანგრეულია გზები და შენობები. სამაშველო ოპერაციებში 4 ათასზე მეტი ჯარისკაცია ჩართული, საჭიროების შემთხვევაში მათი რაოდენობა 25 ათასამდე გაიზრდება. სამუშაოებში ჩართეს ვერტმფრენებიც, რომლებსაც სტიქიის ზონიდან ხალხი უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაჰყავთ.

ავთერშოკები ამ დრომდე გრძელდება. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სახლების ჩამონგრევის რისკი ჯერ კიდევ არსებობს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე